2015
შობის დროს მსახურების ხერხები
დეკემბერი 2015


ახალგაზრდები

შობის დროს მსახურების ხერხები

პრეზიდენტი მონსონი პოულობს დროს მოხუცებულთა მოსანახულებლად პანსიონატებში, განსაკუთრებით შობის პერიოდში. მან აღნიშნა, რომ არსებობენ გახარებული მოხუცები, რადგან ისინი მოინახულეს და ისეთებიც, რომლებიც ნატრობენ მნახველების მოსვლას, ისეთნი, ვისაც არასდროს არ აკითხავენ. არიან ადამიანები, რომლებიც ელიან ვინმეს მოსვლას. იქნებ ამ შობაზე თქვენ იყოთ ეს ვინმე.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ხერხი იმისთვის, რომ შობის დროს არავინ არ გრძნობდეს თავს მარტო. თამამად იფიქრეთ იმაზე, როგორ მიწვდეთ ადამიანიებს თქვენს ირგვლივ ამ სეზონზე. “არის ვინმე, ვინც ელის თქვენს მოსვლას?

  • დაამზადეთ საშობაო ბარათები თქვენი მრევლის მისიონერებისთვის, მარტოხელებისთვის და მოხუცებული წევრებისთვის.

  • ჩაეწერეთ მოხალისედ თემის ადგილობრივ ორგანიზაციაში.

  • დაურიგეთ მორმონის წიგნი მეგობრებსა და მეზობლებს საშობაო საჩუქრის სახით.

  • მოინახულეთ ოჯახის ან მრევლის მოხუცებული წევრები.

  • მოუმზადეთ და სახლში მიუტანეთ მეზობლებს ტკბილეული.

ამობეჭდვა