2015
გამოძებნეთ დრო მხსნელისთვის
დეკემბერი 2015


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, დეკემბერი 2015

გამოძებნეთ დრო მხსნელისთვის

მოგვიახლოვდა კიდევ ერთი შობა და მასთან ერთად ახალი წლის დასაწყისი. თითქოს ჯერ კიდევ გუშინ ჩვენ ვზეიმობდით მხსნელის დაბადებას და დაპირებებს ვიძლეოდით.

ამ წლის დაპირებებს შორის გაგვახსენდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში უნდა გამოვნახოთ მხსნელისთვის დრო, გულში კი - ადგილი? არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რაოდენ წარმატებულნი ვიყავით ამაში აქამდე; მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გვსურს ამაზე მეტი. ეს შობის სეზონი არის შესანიშნავი დრო იმისთვის, რომ განვიხილოთ და განვაახლოთ ჩვენი მცდელობები.

ჩვენს დაკავებულ ცხოვრებაში იმდენი რამე იპყრობს ყურადღებას, რომ აუცილებელია მოვახდინოთ გააზრებული, ვალდებულების სახით აღებული მცდელობა – შემოვიყვანოთ ჩვენს ცხოვრებაში და სახლებში ქრისტე. და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც, როგორც მოგვებმა აღმოსავლეთიდან, მივაპყროთ მზერა მის ვარსკვლავს, რომ “მივიდეთ, რათა თაყვანი ვცეთ მას”.1

დროთა განმავლობაში იესოს გზავნილი უცვლელი რჩება თაობებისთვის. გალილეას სანაპიროზე მან უთხრა პეტრესა და ანდრიას: “მომყევით მე”.2 ფილიპეს მოუხმო: “მომყევი მე”3 ლევიანელებს, რომლებიც ბაჟზე ისხდნენ, შემოუთვალა: “მომყევით მე”.4 და მეც და თქვენც, თუკი უბრალოდ მოვუსმენთ, იგივე მოპატიჟებას გავიგონებთ: “მომყევით მე”.5

როცა მის ნაკვალევს მივყვებით და მის მაგალითს ვბაძავთ, ჩვენ მივიღებთ იმის საშუალებას, რომ სხვების ცხოვრება დავლოცოთ. იესო გვიწვევს, არ დავზოგოთ თავი: “აჰა, უფალი მოითხოვს გულს და მოწადინებულ გონებას”.6

გყავთ ვინმე, ვისაც შეგიძლიათ ემსახუროთ ამ მომავალ შობას? არის ვინმე, ვინც ელის თქვენს მოსვლას?

წლების წინ მე მოხუცებულთა სახლში მოვინახულე ერთი ქვრივი. ჩემი იქ ყოფნის დროს კარზე ზარი დაირეკა. კართან იდგა ძალიან ცნობილი და ამ მიზეზის გამო ძალიან დაკავებული ექიმი. იგი გამოძახებით არ მოსულა, უბრალოდ შთაგონება მიიღო – მისულიყო მარტოხელა პაციენტთან.

ამ სეზონის დროს, გულჩათხრობილთ გული მიუწევთ და მოუთმენლად ელიან საშობაო ვიზიტს. ერთხელ შობის დროს, როცა მოხუცებულთა პანსიონატს ვეწვიე, მე ხუთ მოხუცებულ ქალბატონს ვესაუბრე, ყველაზე უფროსი 101 წლის გახლდათ. იგი უსინათლო იყო, თუმცა ხმაზე მიცნო.

“ეპისკოპოსო, თქვენ წელს ცოტა დაგაგვიანდათ”! მითხრა მან. “მე მეგონა, რომ აღარ მოხვიდოდით”.

ჩვენ ერთად შესანიშნავი დრო გავატარეთ. თუმცა ერთი პაციენტი სულმოუთმენლად ფანჯრიდან იყურებოდა და განუწყვეტლივ იმეორებდა: “მე ვიცი, რომ ჩემი ბიჭი მოვა დღეს ჩემს სანახავად”. მე ეჭვი მეპარებოდა, რომ იგი მოვიდოდა, რადგან ყოფილა სხვა შემთხვევები, როცა მას შობას არც დაურეკავს.

ამ წელიწადში არის დრო, როცა შეგვიძლია დახმარების ხელი გავუწოდოთ სხვას, გულის სიყვარული და მოსურნე სული გავუზიაროთ ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, მივყვეთ მაგალითს, რომელიც მხსნელმა დაგვიტოვა და ვემსახუროთ სხვებს ისე, როგორც მას სურს. ჩვენი მისადმი მსახურებისას ჩვენ არ დავკარგავთ იმის საშუალებას (როგორც ეს ძველად სასტუმროს მფლობელს დაემართა)7 რომ დავუთმოთ მას დრო ჩვენს ცხოვრებაში და ადგილი – ჩვენს გულებში.

გვესმის ჩინებული დაპირება, რომელიც მინდორში მყოფ მწყემსებს ანგელოზმა მისცა: ”გახარებთ დიდ სიხარულს. …დღეს … თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი”8

მაშინ, როცა შობის საჩუქრებს ვჩუქნით ერთმანეთს, დაე, გვახსოვდეს, მადლიერნი ვიყოთ და მივიღოთ ძღვენთა ძღვენი - მხსნელისა და გამომსყიდველის მიერ ნაბოძები, რათა მივიღოთ მარადიული ცხოვრება.

“რამეთუ რას არგებს ადამიანს, თუკი მას ძღვენს მიართმევენ და იგი ამ ძღვენს არ მიიღებს? აჰა, იგი ხარობს არც იმით, რასაც აძლევენ და არც იმით, ვისი ხელიდან იღებს ამ ძღვენს”.9

დაე, მივყვეთ მას, ვემსახუროთ, პატივი ვცეთ და მივიღოთ ცხოვრებაში მისი მრავალი ძღვენი, რათა, როგორც ლეხის მამამ თქვა, “მოვექცეთ მის მოსიყვარულე მკლავებში მარადისობაში”.10

ამ მოწოდების სწავლება

პრეზიდენტი მონსონი მოგვიწოდებს “გამოვიჩინოთ გააზრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ ცხოვრებაში და სახლებში ქრისტე შემოვიყვანოთ. განიხილეთ მათთან, ვისაც ასწავლით, როგორ შეუძლიათ ინდივიდუალურად ან როგორც ოჯახმა, გამოიჩინონ ეს გააზრებული მცდელობა. შეგიძლიათ სთხოვოთ მოიფიქრონ ვინმე ან რომელიმე ოჯახი, ვისაც ეწვევიან ან მოემსახურებიან ამ შობას. ამ წელიწადში არის დრო, როცა შეგვიძლია დახმარების ხელი გავუწოდოთ სხვას, გავუზიაროთ გულის სიყვარული და მოსურნე სული”.

ამობეჭდვა