2016
ქმედებები, რომლებსაც ბედნიერებისკენ მივყავართ
იანვარი 2016


ახალგაზრდები

ქმედებები, რომლებსაც ბედნიერებისკენ მივყავართ

პრეზიდენტი აირინგი გვასწავლის, რომ “ბედნიერება, რომელიც გვსურს საყვარელი ადამიანებისთვის, დამოკიდებულია მათ მიერ გაკეთებულ არჩევანზე”.

თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ ნეფის, ლამანისა და ლამუელის მაგალითზე, რა შედეგები მოყვება არჩევანს. ლამანი და ლამუელი წუწუნებდნენ და არ უნდოდათ მცნებების დაცვა (იხ. 1 ნეფი 2:12). ამის შედეგად ისინი და მათი შთამომავლები დაწყევლილ და მოკვეთილ იქნენ უფლის გარემოცვიდან (იხ 2 ნეფი 5:20-24). ნეფიმ აირჩია დაეცვა მცნებები (იხ 1 ნეფი 3:7) და ამის გამო, იგი და მისი ხალხი “ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობდნენ” (2 ნეფი 5:27).

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ იყოთ მადლიერნი და ბედნიერნი. მაგრამ ხალხი თქვენს ირგვლივ ალბათ მაინც გააკეთებს ცუდ არჩევანს, რაც წაიყვანს მათ უბედურებისა და დისკომფორტისაკენ. სანამ მათ საკუთარი არჩევანი აკისრიათ, თქვენ თქვენი მაგალითით შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ მათ არჩევანზე. როგორ შეუძლია თქვენს არჩევანს ბედნიერება მიანიჭოს სხვებს? განიხილეთ ოჯახთან ერთად სხვადასხვა ხერხები იმისა, თუ როგორ შეგიძლიათ მოახდინოთ გავლენა თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე და დაეხმაროთ მათ, იყვნენ ბედნიერნი.