2016
ბედნიერება მათთვის, ვინც გვიყვარს
იანვარი 2016


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, იანვარი 2016

ბედნიერება მათთვის, ვინც გვიყვარს

ყოველ ჩვენგანს სურს ბედნიერება მათთვის, ვინც გვიყვარს და ვუსურვებთ მათ რაც შეიძლება ნაკლები ტკივილი განიცადონ. როცა მორმონის წიგნში ვკითხულობთ ჩანაწერებს ბედნიერებასა და ტკივილის შესახებ, გული გვიჩუყდება საყვარელ ადამიანებზე ფიქრით. აი ჭეშმარიტი ჩანაწერი ბედნიერი დროის შესახებ:

“და იყო ასე, რომ ამ მიწაზე არ იყო განხეთქილება ღვთის სიყვარულის გამო, რომელიც ადამიანთა გულებში სუფევდა.

“და არ იყო იქ არც შური და არც დაპირისპირება, არც უწესრიგობა და არც მრუშობა, არც ტყუილი, არც მკვლელობა, არც რაიმე ავხორცობა; და ჭეშმარიტად, ღვთის ხელით შექმნილ ადამიანთა შორის, არ იქნებოდა უფრო ბედნიერი ხალხი”.

შემდეგ ვკითხულობთ:

“და რაოდენ კურთხეულნი იყვნენ ისინი! ვინაიდან უფალმა აკურთხა ისინი ყოველ მათ საქმეში; დიახ, კურთხეულები იყვნენ და ყვაოდნენ, სანამ არ გავიდა ას ათი წელი; და ქრისტედან პირველი თაობა გარდაიცვალა და მთელ მიწაზე არ იყო განხეთქილება”(4 ნეფი 1:15-16,18).

ქრისტეს მოსიყვარულე მოწაფეები ლოცულობენ და იღწვიან მსგავსი კურთხევისთვის საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის. მორმონის წიგნის ჩანაწერებიდან და მრავალმა ჩვენგანმა საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ბედნიერების ძღვენი მიღწევადია. ჩვენ ვიცით, რომ ბედნიერებისკენ მიმავალი ბილიკი კარგად მონიშნულია. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ბედნიერების შენარჩუნება არ არის ადვილი, თუკი ნეფიელების მსგავსად მხსნელის მოსვლის შემდეგ ჩვენს გულებში “ღვთის სიყვარული” არ დაისადგურებს.

ეს სიყვარული ნეფიელთა გულებში სუფევდა, რადგან ისინი იმ კანონს იცავდნენ, რომელიც ამას შესაძლებელს ხდიდა. ეს კანონი მოკლედ გადმოცემულია ზიარების ლოცვებში, რომლებიც იწყება გულითადი ვედრებით ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერისადმი. ჩვენ ვლოცულობთ რწმენით, სავსე გულით და ღრმა სიყვარულით ჩვენი პირადი მხსნელისადმი. ჩვენ ჭეშმარიტი ზრახვით ვიღებთ ვალდებულებას ავიღოთ საკუთარ თავზე მისი სახელი, გვახსოვდეს იგი და ვიცავდეთ ყოველ მის მცნებას. და ბოლოს, ჩვენ ვამჟღავნებთ რწმენას, რათა სულიწმინდა, რომელიც არის ღვთაების მესამე წევრი, ყოველთვის იყოს ჩვენთან და უმოწმებდეს ჩვენს გულებს მამისა და მისი საყვარელი ძის შესახებ. (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79).

სულიწმინდის თანხლებით, ჩვენი გულები შეიცვლება, ასე რომ გვსურს და მივესალმებით მამაზეციერისა და უფალ იესო ქრისტეს სიყვარულს. ღვთის სიყვარულის გულში მიღება ისევე ადვილია, როგორც ამ სიყვარულის გრძნობის დაკარგვა. მაგალითად, ვინმე ირჩევს ნაკლებად ილოცოს მამაზეციერისადმი ან სრულად არ გადაიხადოს მეათედი, ან კიდევ აღარ ინადიმოს ღვთის სიტყვით, ანდა ყურადღება არ მიაქციოს ღარიბებსა და ღატაკებს.

ნებისმიერი არჩევანი – არ დავეუფლოთ უფლის მცნებებს, განაპირობებს იმას, რომ სულიწმინდა ტოვებს ჩვენს გულებს. ამ დანაკარგთან ერთად ბედნიერებაც იკლებს.

ბედნიერება, რომელიც გვსურს საყვარელი ადამიანებისთვის, დამოკიდებულია მათ მიერ გაკეთებულ არჩევანზე. მიუხედავად ჩვენი სიყვარულისა ბავშვის, მოსწავლისა ან მეგობრის მიმართ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ მათ მცნებების დაცვას, რათა ისინი იყვნენ ღირსნი იმისა, რომ სულიწმინდა შეეხოს მათ გულებს და ცვლილება მოახდინოს მათში.

ასე რომ ყველაზე კარგი დახმარება, რომლის გაწევაც შეგვიძლია მათთვის, არის ნებისმიერი რამ, რაც დაეხმარება ჩვენს საყვარელ ადამიანებს საკუთარი არჩევანის გააზრებაში. ალმამ ეს მოწვევის სახით მოიმოქმედა და თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ იგივე:

“დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და შესთხოვოთ მისი წმინდა სახელით და იფხიზლეთ და ილოცეთ განუწყვეტლივ, რომ არ იყოთ ცდუნებულნი იმაზე მეტად, რისი ატანაც შეგიძლიათ და ასე გაგძღოლოდეთ სულიწმინდა, გამხდარიყავით თავმდაბალნი, თვინიერნი, მორჩილნი, მომთმენნი, აღვსილნი სიყვარულითა და სულგრძელობით;

“უფალში რწმენით; იმედით, რომ მიიღებთ მარადიულ სიცოცხლეს; თქვენს გულებში ყოველთვის ღმერთის სიყვარულით, რათა უკანასკნელ დღეს ამაღლდეთ და შეხვიდეთ მის სავანეში”(ალმა 13:28–29).

მე ვლოცულობ იმაზედ, რომ მათ, ვინც გიყვართ, მიიღონ მოწვევა – აირჩიონ გზა ხანგრძლივ ბედნიერებისკენ.

ამ მოწოდების სწავლება

პრეზიდენტი აირინგი გვასწავლის, რომ ბედნიერება, რომელსაც ვგრძნობთ ცხოვრებაში, დამოკიდებულია ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამ გზავნილის განხილვისას მთელი ყურადღება გადაიტანეთ იმაზე, რისი კეთებაც, პრეზიდენტი აირინგის თქმით, შეგიძლიათ აირჩიოთ (ლოცვა, მუშაობა, რწმენის გამოვლენა და ჭეშმარიტი განზრახვა) რაც გაგიძღვებათ ბედნიერების გზისკენ. შეგიძლიათ მოიპატიჟოთ ისინი, ვისაც ასწავლით, ჩაიწერონ ორი ან სამი ქმედება, რომელიც უკეთ წარმართავს მათ “ხანგრძლივი ბედნიერებისკენ”.

ამობეჭდვა