შინა მასწავლებლის მოწოდება, იანვარი 2016
ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს
ლოცვის განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ აკურთხებს ოჯახური დოქტრინის გაგება მათ, ვინც სტუმრად მოსული მასწავლებლის როლში გაბარიათ? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ reliefsociety.lds.org.
1995 წ. ჩატარებული მოწყალების საზოგადოების შეკრების დროს, როცა პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ (1910-2008) პირველად წაიკითხა “ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს”, ახალგაზრდა ქალების გენერალურმა პრეზიდენტმა, ბონი ლ. ოსკარსონმა, თქვა: “ჩვენ მადლიერნი ვიყავით და ვაფასებდით ამ ზეშთამაგონებელი დოკუმენტის გამჭვირვალობას, სიმარტივესა და ჭეშმარიტებას. … მოწოდება მსოფლიოს იქცა ჩვენი ათვლის წერტილად მსოფლიო ფილოსოფოსების განსჯისათვის და მე ვმოწმობ, რომ მასში დასახული პრინციპები … დღესაც ისევე ჭეშმარიტია, როგორც მაშინ, როცა ისინი მოგვეცა ღვთის წინასწარმეტყველის მიერ დაახლოებით 20 წლის წინ”.1
“ამ მოწოდებიდან ოჯახს”, - ამატებს მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტობის პირველი მრჩეველი, კეროლ მ. სტეპენსი, - ჩვენ ვსწავლობთ, რომ წინამიწიერ სამყაროში სულიერი შვილები სცნობდნენ ღმერთს და თაყვანს სცემდნენ მას, როგორც მარადიულ მამას’2…
“… ჩვენ ყველანი მივეკუთვნებით ღვთის ოჯახს და ვჭირდებით მას”.3
ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში, როცა მშობლებმა უნდა დაიცვან საკუთარი სახლები და ოჯახები. “ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს” გვაძლევს მიმართულებას.
დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან
ისტორიები ცხოვრებიდან
“ლი მეი ჩენ ჰო ტაომ იუანის მესამე მრევლიდან (ტაო იუანის ტაივანის პალო) თქვა, რომ მოწოდებამ ასწავლა მას, რომ ოჯახური ურთიეთობები ეხმარება ადამიანს ღვთიური დახასიათების განვითარებაში, როგორიცაა რწმენა, მოთმინება და სიყვარული. ‘როცა ვცდილობ საკუთარი თავის გაუმჯობესებას მოწოდების მიხედვით, შემიძლია განვიცადო ნამდვილი ბედნიერება‘,- თქვა მან”.4
ბარბარა ტომპსონმა, რომელიც ესწრებოდა მოწოდების პირველად წაკითხვას და რომელიც მოგვიანებით მსახურობდა მოწყალების საზოგადოების გენერალურ პრეზიდენტობაში, თქვა: “ერთი წუთით გავიფიქრე, რომ ეს ოჯახური მოწოდება სინამდვილეში მე დიდად არ მეხებოდა, რადგან არ ვიყავი გათხოვილი და არ მყავდა შვილები. მაგრამ ისევე სწრაფად გავიფიქრე: ‘კი, მე ეს მეხება. მე ხომ ოჯახის წევრი ვარ. მე ვარ შვილი, და, დეიდა, ბიძაშვილი, დისშვილი და შვილიშვილი. … და მე რომ ჩემი ოჯახის ერთადერთი ცოცხალი წევრი ვყოფილიყავი, მაინც ღვთის ოჯახის წევრი ვიქნებოდი”.5
© 2016 Intellectual Reserve, Inc. ყველა უფლება დაცულია. დაბეჭდილია გერმანიაში. ინგლისურად დამტკიცებულია: 6/15. თარგმანი დამტკიცებულია: 6/15. თარგმანი Visiting Teaching Message, January 2016. Georgian. 12861 131