2016
რწმენის ერთგულნი
ივლისი 2016


ახალგაზრდები

რწმენის ერთგულნი

პრეზიდენტი მონსონი გვიყვება ამბავს პიონერების ოჯახზე და შემდეგ ციტირებს პრეზიდენტი ჯორჯ ალბერტ სმითის სიტყვებს: „იქნებით თქვენი წინაპრების რწმენის ერთგულნი? … ეცადეთ იყოთ ღირსნი თქვენთვის გაწირული ყოველგვარი მსხვერპლისა“. ხართ პიონერი წინაპრების შთამომავალნი თუ ხართ ეკლესიის წევრთა პირველი თაობა, შეჰყურებთ რწმენის მაგალითებს მითითებისა და ძალის მისაღებად? აი დასაწყისისთვის კარგი ხერხი:

1. შეადგინეთ იმ ადამიანთა სია, რომლებითაც აღტაცებულნი ხართ. ესენი შესაძლოა იყვნენ თქვენი ოჯახის წევრები (აწმყოდან თუ წარსულიდან), მეგობრები, ეკლესიის ხელმძღვანელები ან ადამიანები წმინდა წერილიდან.

2. ჩაიწერეთ ის თვისებები, რომლებიც თქვენ მათში მოგწონთ. თქვენი დედა ძალიან მომთმენია? იქნებ თქვენი მეგობარი სხვების მიმართ კეთილია. იქნებ თქვენ მოგწონთ კაპიტან მორონის სიმამაცე?

3. აირჩიეთ თქვენი სიიდან ერთ-ერთი თვისება და ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ შემიძლია შევიძინო ასეთი თვისება? რა უნდა მოვიმოქმედო იმისთვის, რომ განვავითარო ეს თვისება ცხოვრებაში?“

4. ჩაიწერეთ ამ თვისების განვითარებისთვის საჭირო გეგმა და დადეთ ისეთ ადგილას, სადაც იგი ხშირად მოგხვდებათ თვალში, რათა შეგახსენოთ თქვენი მიზანი. ილოცეთ მამაზეციერის დახმარებისთვის და რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი წინსვლა. როცა იგრძნობთ, რომ საკმარისად განავითარეთ ეს თვისება, შეგიძლიათ აირჩიოთ ახალი თვისება და იმუშაოთ მასზე.

გახსოვდეთ, რომ როცა ჩვენში ვანვითარებთ დიად თვისებებს, ჩვენ არა მხოლოდ წინაპრების რწმენას და მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს ვცემთ პატივს, არამედ შეგვიძლია კარგი გავლენა მოვახდინოთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე.