2016
ჩვენი, როგორც მშობლის, პოტენციალი
ივლისი 2016


შინა მასწავლებლის მოწოდება, ივლისი 2016

ჩვენი, როგორც მშობლის, პოტენციალი

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ გაზრდის „მოწოდება მსოფლიოს“ გაგება თქვენს რწმენას ღმერთში და დალოცავს მათ, ვინც თქვენ გაბარიათ, სტუმრად მოსული მასწავლებლის როლში? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.reliefsociety.lds.org.

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

„აუცილებელი იყო, რომ ღვთის სულიერ შვილებს ჰქონოდათ მიწიერი დაბადება და მარადიული ცხოვრებისკენ წინსვლის საშუალება“, — გვასწავლა უხუცესმა დალინ ჰ. ოუქსმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან. „ბედნიერების დიდი გეგმის საბოლოო დანიშნულების ჭრილში მე მწამს, რომ ჩვენი ბავშვები და შთამომავლობა არის ჩვენი საბოლოო საგანძურები დედამიწაზე და ზეცაში“.1

უხუცესმა ნილ ლ. ანდერსონმა, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან, ბრძანა:

„ჩვენ გვწამს ოჯახები და ჩვენ გვწამს შვილები. …

„‘… და უთხრა ღმერთმა [ადამსა და ევას]: ინაყოფიერეთ და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა’დაბადება 1:28]. …

„უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში ეს მცნება არ დაუვიწყებიათ და არც გვერდზე არ გადაუდიათ“.2

მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ამ ცხოვრებაში არ გავხდით მშობლები, ჩვენ შეგვიძლია აღვზარდოთ ნებისმიერი ასაკის ბავშვები. ჩვენ ვტკბებით დალოცვით — ვიყოთ მამაზეციერის ოჯახის ნაწილი და ვართ რა მიწიერი ოჯახის ნაწილი, განვიცდით ამასთან დაკავშირებულ სიხარულსა და სირთულეებს. მრავალს დედობა და მამობა მარადისობაში ელის.

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან

ფსალმუნი 127:3; მათე 18:3–5; 1 ნეფი 7:1; მოსე 5:2–3

ისტორიები ცხოვრებიდან

„დღეს მსოფლიოში მრავალი ადამიანი აკნინებს შვილების ყოლის მნიშვნელობას ან თვლის, რომ შვილები მოგვიანებით უნდა იყოლიო ან ნაკლები შვილი იყოლიო“, — ამბობს უხუცესი ანდერსენი. „ჩემმა ქალიშვილებმა არც თუ ისი დიდი ხნის წინ გამიზიარეს ბლოგი, რომელიც მიყავს ხუთი შვილის ქრისტიან დედას (არა ჩვენი მრწამსის). იგი ამბობს: ამ კულტურაში ძალიან რთულია მიიღო დედობის ბიბლიური ხედვა. … ბავშვების რეიტინგი კოლეჯის რეიტინგზე გაცილებით უფრო დაბალია. და რა თქმა უნდა მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობაზე დაბლაც დგას. ან ღამით სახლიდან გასვლაზე, მაშინ, როცა მოისურვებ. კიდევ სავარჯიშო დარბაზში სხეულის დაყენების ქვეშ. სამსახურზე ან პერსპექტიულ ადგილზე უფრო დაბლაც’. შემდეგ იგი ამატებს: ‘დედობა ჰობი არ არის, ეს მოწოდებაა. შვილების კოლექცია არ უნდა შექმნა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მარკებზე უფრო ლამაზია. ეს არ არის ის, რასაც დროის გასაყვანად აკეთებ. ღმერთმა ზუსტად საამისოდ გარგუნა დრო’“.3

შენიშვნები

  1. Dallin H. Oaks, “The Great Plan of Happiness,” Ensign, Nov. 1993, 72, 75.

  2. Neil L. Andersen, “Children,” Liahona, Nov. 2011, 28

  3. Neil L. Andersen, “Children,” 28.

განიხილეთ შემდეგი

რითი ჰგავს ჩვენი მიწიერი ოჯახი ზეციურ ოჯახს?