2016
ჩვენი მამების რწმენის ერთგულნი
ივლისი 2016


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, ივლისი 2016

ჩვენი მამების რწმენის ერთგულნი

ჯონ ლინფორდი 43 წლის იყო, როცა თავის მეუღლე მართასთან და სამ ვაჟთან ერთად გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ სახლი ინგლისში, გრეივლში, რათა შეერთებოდნენ წმინდანებს მათ მოგზაურობაში სოლთ ლეიქ ველის მიმართულებით. მათ დატოვეს მეოთხე შვილი, რომელის მისიაში მსახურობდა, გაყიდეს ქონება და აიღეს ბილეთი ლივერპულში მიმავალ გემ თორნტონზე.

მოგზაურობა ზღვაზე ნიუ-იორკისკენ და შემდეგ ხმელეთზე აიოვისკენ ღარიბი იყო მოვლენებით. სირთულეები დაიწყო მას შემდეგ, რაც ლინფორდები და უკანასკნელ დღეთა სხვა წმინდანები, რომლებიც თორნტონით მოგზაურობდნენ, წამოვიდნენ აიოვადან 1856 წ. 15 ივლისს. ესენი იყვნენ ჯეიმს ჯ. უილის ხელის ურმებით მოგზაური უიღბლო კამპანიის მონაწილენი.

ცუდმა ამინდმა და მძიმე მოგზაურობამ კამპანიის მრავალ წევრზე უარყოფითად იმოქმედა, ჯონის ჩათვლით. იგი საბოლოოდ ისე დაავადდა და დასუსტდა, რომ ხელის ურმით გახდა სატარებელი. იმ დროისთვის, როცა კამპანიამ ვაიომინგს მიაღწია, მისი მდგომარეობა საშიში გახდა. სოლთ ლეიქის მაშველთა გუნდმა მიაღწია იმ ადგილს 21 ოქტომბერს. იმ დროისთვის ჯონის მიწიერი მოგზაურობა რამდენიმე საათის წინ დასრულებულიყო. იგი იმ დღეს დილით ადრე გარდაიცვალა, სვითვოთერის მდინარის პირზე.

ნანობდა ჯონი, რომ თავისი ოჯახის სიონისკენ წასაყვანად მან კომფორტი და უზრუნველი ცხოვრება ბრძოლაზე, გაჭირვებაზე და სიდუხჭირეზე გაცვალა?

„არა, მარია,“ — უთხრა მან თავის მეუღლეს სიკვდილამდე. „მიხარია, რომ მოვედით. მე სოლთ ლეიქამდე ვერ მივალ, მაგრამ შენ და ბიჭები მიაღწევთ მას, მე არ ვინანებ არაფერს, რაც გადავიტანეთ, თუკი ჩვენი შვილები გაიზრდებიან და ოჯახებს შექმნიან სიონში.“1

მარიამ და მისმა ვაჟებმა დაასრულეს მოგზაურობა. როცა მარია დაახლოებით 30 წლის შემდეგ გარდაიცვალა, მან ჯონთან ერთად დაგვიტოვა რწმენის, მსახურების, ერთგულებისა და მსხვერპლის გაღების მემკვიდრეობა.

იყო უკანასკნელ დღეთა წმინდანი ნიშნავს იყო პიონერი, რამეთუ პიონერი განიმარტება როგორც „ადამინი, რომელიც სხვებს წინ უძღვის, რათა გაუკაფოს მათ გზა“.2 იყო პიონერი ნიშნავს ეზიარო მსხვერპლის გაღებას. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის წევრებს აღარ სთხოვენ სახლების მიტოვებას სიონში სამოგზაუროდ, მათ ხშირად უკან უნდა მოიტოვონ ძველი ჩვევები, დიდი ხნის წეს-ჩვეულებები და სანუკვარი მეგობრები. ზოგიერთნი იღებენ მტანჯავ გადაწყვეტილებას — მიატოვონ ოჯახის წევრები, რომლებიც ეწინააღმედეგებიან მათ ეკლესიაში გაწევრიანებას. უკანასკნელ დღეთა წმინდანები წინ მიდიან, თუმცა ლოცულობენ, რომ მათთვის ძვირფასი ადამიანები გაუგებენ მათ და მიიღებენ.

პიონერის ბილიკი ადვილი როდია, მაგრამ ჩვენ უდიდესი პიონერის კვალს მივდევთ, თავად მხსნელს, რომელიც წინ გაგვიძღვა და გვიჩვენა გზა.

„მომყევით მე,“3 მოგვიწვია უფალმა.

„მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე,“4 განაცხადა მან.

„მოდით ჩემთან,“5 მოგვიხმო უფალმა.

ეს გზა შეიძლება დამქანცველი იყოს. ზოგიერთისთვის ძნელია აღუდგეს დაცინვას და უწმაწურ კომენტარებს უგუნურებისგან, რომლებიც სასაცილოდ იგდებენ უბიწობას, პატიოსნებას და მორჩილებას ღვთის მცნებების მიმართ. სამყარო ყოველთვის უგულებელყოფდა კანონის პრინციპისადმი მორჩილებას. როცა ნოეს ურჩიეს კიდობნის აშენება, უგუნური ადამიანები უყურებდნენ უღრუბლო ცას, დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ, სანამ წვიმა არ წამოვიდა.

მრავალი საუკუნის წინ, ამერიკის კონტინენტზე, ადამიანები ეჭვობდნენ, კამათობდნენ, ურჩობდნენ, სანამ ცეცხლმა არ შთანთქა ზარაჰემლა, მიწამ არ დაფარა მორონიჰა, წყალმა კი — მორონი. აბუჩად აგდება, დაცინვა, შეურაცხყოფა და ცოდვა აღარ იყო. ყველაფერი შეიცვალა პირქუში სიჩუმითა და ბნელი ღამით. ღმერთის მოთმინება ამოიწურა, მისი განრიგი აღსრულდა.

მარია ლინფორდს არასდროს არ დაუკარგავს რწმენა. არც მაშინ, როცა მას ინგლისში დევნიდნენ, არც „ღვთის მიერ … მომზადებული ადგილის“ — კენ მოგზაურობის დროს გადატანილი სირთულეებისას6 და არც შესაბამისი განსაცდელისას, რაც მას ოჯახისა და ეკელესიის გამო გადაუტანია.

1937 წ. მარიას მოსაგონებლად მის საფლავზე ჩატარებული ცერემონიისას, უხუცესმა ჯორჯ ალბერთ სმითმა (1870–1951) ჰკითხა მის შთამომავლებს: „იქნებით თქვენი წინაპრების რწმენის ერთგულნი? … ეცადეთ იყოთ ღირსნი ყოველი თქვენთვის გაღებული მსხვერპლისა“7

მაშინ, როცა ვეძიებთ გულში, ოჯახში, სამეზობლოში და საკუთარ ქვეყანაში სიონის აშენებას, დაე გვახსოვდეს ურყევი სიმამაცე და გაუტეხავი რწმენა იმ ადამიანებისა, რომლებმაც ყველაფერი დათმეს იმისთვის, რომ დავტკბეთ აღდგენილი სახარებით, მისი იმედითა და დაპირებით, რაც მოდის იესო ქრისტეს გამოსყიდვიდან.

შენიშვნები

  1. See Andrew D. Olsen, The Price We Paid (2006), 45–46, 136–37.

  2. The Compact Edition of the Oxford English Dictionary (1971), „pioneer.“

  3. ლუკა 18:22.

  4. იოანე 14:6.

  5. იოანე 7:37; იხ. ასევე 3 ნეფი 9:22

  6. „მოდით, მოდით, წმინდანებო,“ საგალობლები, გვ. 30.

  7. See Olsen, The Price We Paid, 203–4.

ამ მოწოდების სწავლება

სთხოვეთ მათ, ვისაც სტუმრობთ, გაიხსენონ ის ადამიანები თავიანთ ცხოვფრებაში, რომლებიც მათთვის პიონერები არიან. შემდეგ ჰკითხეთ, როდის უნდა ყოფილიყვნენ ისინი პიონერები და სხვებისთვის მოემზადებინათ გზა. სთხოვეთ, გაიხსენონ მომენტები, როცა მსხვერპლი უნდა გაეღოთ და რისთვის ღირდა ამის გაკეთება. შემდეგ შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, ჩაიწერონ მათი მოწმობა „მთავარი პიონერის“, მხსნელის, შესახებ.

ამობეჭდვა