2016
ცეცხლი და მორჩლების გაკვეთლები
ოქტომბერი 2016


ახალგაზრდები

ცეცხლი და მორჩლების გაკვეთლები

პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა ერთხელ მოგვიყვა, როგორ გააცნობიერა მორჩილების მნიშვნელობა. როცა იგი რვა წლის იყო, მისი ოჯახი მთებში თავიანთ პატარა ქოხში გაემგზავრა. მას და მის მეგობარს სურდათ ბალახის გაგლეჯა, რათა იმ ადგილას კოცონი დაენთოთ. ისინი ცდილობდნენ ხელით გაეგლიჯათ ბალახი, მთელი ძალით ექაჩებოდნენ მას, მაგრამ მცდელობების მიუხედავად მხოლოდ მუჭა-მუჭა სარეველა მოყვებოდათ ხელში. პრეზიდენტმა მონსონმა აგვიხსნა: „და შემდეგ მე, რვა წლის ბიჭუნას, ჩემი აზრით პრობლემის გადაჭრის სრულყოფილი ხერხი მომივიდა აზრად. მე ვუთხარი დენის: ‘მოდი უბრალოდ ცეცხლი წავუკიდოთ ამ სარეველას. ჩვენ ამ სარეველაში უბრალოდ წრეს ამოვწვავთ “!

მიუხედავად იმისა, რომ მან იცოდა, ასანთის ხმარება მას აკრძალული ჰქონდა, იგი ქოხში გაიქცა და დენისთან ერთად სარეველიან ადგილას ცეცხლი დაანთო. მათ ეგონათ, რომ ცეცხლი თავისით ჩაქრებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად იგი დიდ და საშიშ კოცონად გადაიქცა. დენისთან ერთად იგი დახმარების საძიებლად გაიქცა და მალე უფროსი ასაკის ადამიანები გამოიქცნენ ცეცხლის ჩასაქრობად, რათა იგი ხეებს არ მოდებოდა.

იმ დღეს მე და დენიმ რამდენიმე რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლეთ, მათ შორის მორჩილების მნიშვნელობა“, - აგრძელებს პრეზიდენტი მონსონი. (იხ.“Obedience Brings Blessings,” Liahona, May 2013, 89–90.)

თქვენ როდისმე გქონიათ ისეთი შემთხვევა, რომ პრეზიდენტ მონსონის მსგავსად მორჩილების გაკვეთილი ასეთი რთული ხერხით გესწავლათ? რა მიზნების დასახვა შეგიძლიათ იმისთვის, რომ მომავალში მორჩილების მეშვეობით უსაფრთხოდ იყოთ?

ამობეჭდვა