2016
მორჩილების კურთხევა
ოქტომბერი 2016


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, ოქტომბერი 2016

მორჩილების კურთხევა

პრეზიდენტი მონსონი გვასწავლიდა, რომ ყველაზე დიდი გაკვეთილი, რომელიც შეიძლება ვისწავლოთ ამ მიწიერ ცხოვრებაში, არის ის, „რომ როცა ღმერთი გველაპარაკება და ჩვენ ვემორჩლებით, არასოდეს არ შევცდებით“.1

ჩვენ ასევე დალოცვილნი ვიქნებით. როგორც პრეზიდენტმა მონსონმა ბოლო გენერალურ კონფერენციაზე აღნიშნა, „როცა ვიცავთ მცნებებს, ჩვენი ცხოვრება უმჯობესდება, ხდება უფრო აზრიანი და ნაკლებად გართულებული. გამოწვევები და პრობლემები უფრო ადვილად გადასატანი ხდება და ჩვენ ვიღებთ ღვთის დაპირებულ დალოცვებს“.2

ქვემოთ მოყვანილ ამონარიდებში პრეზიდენტი მონსონი, როგორც ეკლესიის პრეზიდენტი, გვახსენებს, რომ მცნებები ბედნიერებისა და სიმშვიდისკენ წამყვანი მეგზურია.

მითითებები მოგზაურობისთვის

„ღვთის მცნებები არ მოგვეცა გულის გასატეხად ან ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე დასაბრკოლებლად. პირიქით. მან, ვინც შეგვქმნა და ასე სრულყოფილად ვუყვარვართ, კარგად იცის, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა მივიღოთ ყველაზე დიდი სიხარული. მან უზრუნველყო ჩვენთვის მითითებები და თუ მივყვებით მათ, უსაფრთხოდ დავასრულებთ ამ ხშირად არასტაბილურ მიწიერ მოგზაურობას. ჩვენ გვახსოვს ნაცნობი ჰიმნის სიტყვები: „დაიცავი მცნებები“! ამაშია უსაფრთხოება; ამაშია სიმშვიდე“ [იხ. “დაიცავი მცნებები“, ჰიმნები, 303]“.3

ცოდნა და ძალა

მორჩილება არის წინასწარმეტყველებისთვის დამახასიათებელი ნიშანი; იგი წლების მანძილზე მათთვის ძალასა და ცოდნას უზრუნველყოფდა. ჩვენთვის აუცილებელია გავიაზროთ, რომ ჩვენც გვაქვს უფლება ვისარგებლოთ ამ ძალისა და ცოდნის წყაროთი. ღვთის მცნებების დაცვის გამო იგი დღეს ჩვენთვის ხელმისაწვდომია. …

ცოდნა, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, პასუხები, რომლებსაც ჩვენ ასე ველით და ძალა, რომელიც გვსურს იმისთვის, რათა გავუმკლავდეთ მთელ რიგ სირთულეებს და ცვალებად სამყაროს, მოგვეცემა ჩვენ, თუკი საკუთარი ნებით დავემორჩილებით უფლის მცნებებს“.4

აირჩიე მორჩილება

„ჩვენი დროის შინაარსია მიმნებებლობა. ჟურნალები და ტელევიზია ახდენს კინოვარსკვლავებისა და სპორტის ოსტატების სურათების ჩვენებას ანუ მათსას, რომელთა მიბაძვაც ასე ძალიან სურთ ახალგაზრდებს, ღმერთის კანონების დარღვევაში და ცოდვების ჩადენაში და ყოველივე ეს თითქოს და უდანაშაულოდ ხდება. არ დაიჯეროთ! დადგება ანგარიშის ჩაბარების დრო, საბოლოო ბალანსის შედგენა. ყოველ კონკიას დაუდგება თავისი შუაღამე - ამ ცხოვრებაში თუ არა, მომავალში მაინც. ყოველი ადამიანისთვის დადგება განსჯის დღე. …მე გევედრებით, აირჩიეთ მორჩილება“.5

ლოცვა და სიმშვიდე

„შეიძლება ზოგჯერ მოგეჩვენოთ, რომ ისინი, ვინც ამა ქვეყნისა არიან, თქვენზე კარგად ერთობიან. ზოგიერთი თქვენგანი ალბათ თავს შეზღუდულად გრძნობს ეკლესიის მიერ დაწესებული ქცევის მაგალითის გამო. ჩემო დებო და ძმებო, მე ვაცხადებ, რომ არაფერს არ შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში იმაზე მეტი სიხარული, სულში კი სიმშვიდე, რაც სულიწმინდას, რომელიც მოგვევლინება, თუკი მივყვებით მხსნელს და დავიცავთ მცნებებს“.6

იარეთ პატიოსნად.

„მე ვმოწმობ, რომ დაპირებული დალოცვები ვერ აღირიცხება. გინდაც ქარიშხლის ღრუბლები შეგროვდეს, თუნდაც ძლიერ გვაწვიმდეს, ჩვენი სახარების ცოდნა და მამაზეციერისა და მხსნელის სიყვარული გვანუგეშებს და მხარს დაგვიჭერს და გულს სიხარულით აგვივსებს მაშინ, თუ ჩვენ პატიოსნად ვივლით და მცნებებს დავიცავთ. ვერაფერი ვერ დაგვამარცხებს ამქვეყნად“.7

მიჰყევით მხსნელს

„ვინ იყო ეს მწუხარების ადამიანი, მგლოვიარე? ვინ არის დიდების მეფე, ცაბაოთ უფალი? იგი ჩვენი მოძღვარია. იგი არის ჩვენი მხსნელი. იგი არის ძე ღვთისა. მან ჩაიფიქრა ჩვენთვის ხსნა. იგი გვეძახის: ‘მომყევით მე’. იგი გვმოძღრავს: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“. იგი გვევედრება: ‘დაიცავით ჩემი მცნებები’.

„მოდით, მივყვეთ მას. მოდით, მივბაძოთ მის მაგალითს. მოდით, დავემორჩილოთ მის სიტყვას. ასეთი საქციელით, ჩვენ მადლიერების ღვთიურ ნობათს ვუბოძებთ მას.8

შენიშვნები

  1. “They Marked the Path to Follow,” Liahona, Oct. 2007, 5.

  2. “Keep the Commandments,” Liahona, Nov. 2015, 83.

  3. “Keep the Commandments,” 83.

  4. “Obedience Brings Blessings,” Liahona, May 2013, 90, 92.

  5. “Believe, Obey, and Endure,” ლიახონა, მაისი 2012, 129.

  6. “Stand in Holy Places,” Liahona, Nov. 2011, 83.

  7. “Be of Good Cheer,” Liahona, May 2009, 92.

  8. „მოგზაურობით ბედნიერების პოვნა,” Liahona, ნოემბერი 2008, 88.

ამ გზავნილის სწავლება

პრეზიდენტი მონსონი გვასწავლის იმ მრავალი დალოცვის შესახებ, რომლის მიღებასაც მორჩილებით შევძლებთ, მათ შორისაა ძალა, ცოდნა, სიხარული და სიმშვიდე. ჰკითხეთ მათ, ვისაც ასწავლით, როგორ დაილოცა მათი ცხოვრება მცნებების მორჩილებით. შეაგულიანეთ ისინი, კვლავაც იფიქრონ დალოცვებზე და ჩაიწერონ თავიანთი მოსაზრებები და გამოცდილება დღიურში. შესაძლოა შეაგულიანოთ ისინი, გამოხატონ მადლიერება ღმერთის მიმართ დალოცვების გამო და დარჩნენ მორჩილნი.

ამობეჭდვა