2016
ოჯახი დალოცვილია ღმერთის მიერ.
ოქტომბერი 2016


შინა მასწავლებლის გზავნილი, ოქტომბერი 2016

ოჯახი დალოცვილია ღმერთის მიერ.

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ ზრდის “მოწოდება მსოფლიოს” წვდომა თქვენს რწმენას ღმერთში და დალოცავს მათ, ვინც თქვენ გაბარიათ, სტუმრად მოსული მასწავლებლის როლში? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ reliefsociety.lds.org.

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

“[დაწყებითი საზოგადოების] სიმღერის სიტყვებში ‘ოჯახი ღვთისაა’ … ჩვენ გვახსენებენ სუფთა დოქტრინას“, - თქვა მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტობის პირველმა მრჩეველმა, ქეროლ მ. სტეპენსმა. „ჩვენ ვსწავლობთ არა მხოლოდ იმას, რომ ოჯახი ღვთისაა, არამედ იმასაც, რომ თითოეული ჩვენგანი ღვთის ოჯახის შვილია. …

“… მამაზეციერის გეგმა თავისი შვილებისთვის სიყვარულის გეგმაა. ეს არის მისი შვილების გაერთიანების გეგმა - მისი ოჯახი - მასთან“.1

უხუცესმა ლ. ტომ პერიმ (1922-2015) თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან თქვა: „ჩვენ ასევე გვწამს, რომ ძლიერი ტრადიციული ოჯახები არა მხოლოდ სტაბილური საზოგადოების, ეკონომიკისა და კულტურის სტაბილური ფასეულობების ძირითადი ერთეულებია არამედ მარადისობის, ღვთის მმართველობისა და სასუფევლის ძირითადი ერთეულებია.

„ჩვენ გვწამს, რომ ზეციური მმართველობა და მოწყობა ოჯახებისა და ნათესავების ირგვლივ აშენდება“.2

“ყოველი ადამიანი, მიუხედავად მისი ოჯახური მდგომარეობისა ან შვილების რაოდენობის, შეიძლება იყოს უფლის გეგმის დამცველი, რომელიც აღწერილია მოწოდებაში ოჯახს“, - თქვა ახალგაზრდა ქალების გენერალურმა პრეზიდენტმა, ბონი ლ. ოსკარსონმა. „თუ ეს უფლის გეგმაა, ეს ასევე უნდა იყოს ჩვენი გეგმა”!3

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან

მოძღვრება და აღთქმები 2:1-3; 132:19

ოჯახის დოქტრინა:

და ჯული ბ. ბეკი, მოწყალების საზოგადოების ყოფილი გენერალური პრეზიდენტი, გვასწავლიდა, რომ ოჯახის თეოლოგია დაფუძნებულია შექმნაზე, დაცემაზე და იესო ქრისტეს გამოსყიდვაზე:

„დედამიწის შექმნამ უზრუნველყო ადგილი, სადაც ოჯახს შეეძლო არსებობა. ღმერთმა შექმნა მამაკაცი და ქალი, რომლებიც ოჯახის ორი აუცილებელი ნაწილი იყო. ეს იყო მამაზეციერის გეგმის ნაწილი, რომ ადამი და ევა ჩაიბეჭდონ და მარადიულ ოჯახად იქცნენ.

“… დაცემამ მათთვის შესაძლებელი გახადა შვილების ყოლა.

„[ქრისტეს] გამოსყიდვა აძლევს ოჯახს შესაძლებლობას სამარადისოდ ჩაიბეჭდონ, როგორც ოჯახი. ეს ოჯახებს აძლევს შესაძლებლობას მარადიული ზრდისა და სრულყოფილებისთვის. ბედნიერების გეგმა, რომელსაც ასევე უწოდებენ ხსნის გეგმას, იყო ოჯახებისთვის შექმნილი გეგმა. …

“… ეს იყო ქრისტეს დოქტრინა. … ოჯახის გარეშე არ არსებობს გეგმა; მიწიერ ცხოვრებას აზრი არ აქვს“.4

შენიშვნები

  1. ქეროლ მ. სტეპენსი, “ოჯახი ღვთისაა”, ლიახონა, მაისი 2015, 11.

  2. L. Tom Perry, “Why Marriage and Family Matter—Everywhere in the World,” Liahona, May 2015, 41.

  3. ბონი ლ. ოსკარსონი, “Defenders of the Family Proclamation,” Liahona, მაისი 2015, 15.

  4. Julie B. Beck, “Teaching the Doctrine of the Family,” Liahona, Mar. 2011, 32, 34.

განიხილეთ შემდეგი

რატომ არის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი ერთეული დროსა და მარადისობაში?

ამობეჭდვა