2017
სხვებისთის მსახურება რწმენაში
April 2017


ახალგაზრდები

სხვებისთის მსახურება რწმენაში

პრეზიდენტი უხთდორფი გვეუბნება, რომ ჩვენს რწმენას ღმერთის მიმართ უნდა „მოჰყვებოდეს მოქმედება“. როცა ჩვენი რწმენა „თანმიმდევრულ მოქმედებასთანაა შეუღლებული, იგი „აღავსებს… სულს სიმშვიდითა და სიყვარულით“. დალოცვის ამ დაპირებას შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს და ჩვენ ამას დავინახავთ ჩვენს ცხოვრებაში, თუ არ დავიზარებთ და რწმენით აღვსილნი ვემსახურებით სხვებს. შეგიძლიათ ილოცოთ ყოველ დილით და სთხოვოთ უფალს დახმარება სხვების მსახურების საქმეში. მაგალითად, სთხოვეთ მას გიჩვენოთ, როდის სჭირდება თქვენს დედმამიშვილს დახმარება საოჯახო საქმეში ან მეგობარს - შექება. და როცა მიიღებთ შთაგონებას, იმოქმედეთ! თუ ასე ლოცვას და მსახურებას ჩვეულებად აქცევთ, მაშინ თქვენი ერთგული, თანმიმდევრული მოქმედება დალოცავს თქვენს ცხოვრებას და ასევე სხვებისაც. პრეზიდენტი უხთდორფი გვპირდება, რომ შეგვიძლია „ ინდივიდის, ოჯახის, ერისა და მთელი სამყაროს შეცვლა“.

ამობეჭდვა