2017
მართალი იცოცხლებს რწმენით
April 2017


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, აპრილი 2017

მართალნი რწმენით იცხოვრებენ

რაბი და საპნის დამამზადებელი

არსებობს ძველი ებრაული იგავი საპნის დამამზადებელზე, რომელსაც არ სწამდა ღმერთი. ერთხელ, როდესაც იგი რაბისთან ერთად მიდიოდა, მან თქვა: „არის ისეთი რამ, რაც არ მესმის. ჩვენ ათასობით წლების განმავლობაში გვქონდა რელიგია. მაგრამ სადაც არ გაიხედები ხედავ ბოროტებას, ქრთამს, უპატიოსნებას, უსამართლობას, ტკივილს, შიმშილსა და ძალადობას. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ რელიგიას სამყარო უკეთესობისკენ არ შეუცვლია. ასე რომ, გეკითხებით: რა სიკეთე მოაქვს მას“?

რაბიმ ჯერ არაფერი არ უპასუხა, თუმცა საპნის დამამზადებელთან ერთად გზა გააგრძელა. როგორც იქნა ისინი მიუახლოვდნენ ადგილს, სადაც მტვერში ამოსვრილი ბავშვები მიწაზე თამაშობდნენ.

„რაღაც არ მესმის“, - თქვა რაბიმ. „შეხედე ამ ბავშვებს. ათასობით წლების განმავლობაში ჩვენ საპონი გვაქვს, მაგრამ ეს ბავშვები ჭუჭყიანნი არიან. რა სიკეთე მოაქვს საპონს“?

საპნის დამამზადებელმა უპასუხა: „რაბი, უსამართლოა საპონს დააბრალო ის, რომ ეს ბავშვები ჭუჭყიანნი არიან. საპონმა რომ თავისი დანიშნულება შეასრულოს იგი უნდა გამოიყენო“.

რაბიმ გაიღიმა და თქვა: „მართალია“.

როგორ უნდა ვიცხოვროთ?

პავლე მოციქულმა, მოჰყავდა რა წინასწარმეტყველების სიტყვები ძველი აღთქმიდან, შეაჯამა, რას ნიშნავს იყო მორწმუნე, როცა მან დაწერა ასეთი სიტყვები: „“მართალი იცოცხლებს რწმენით“ (რომაელთა 1:17).

შესაძლოა ამ მარტივ წინადადებაში ჩვენ ვხედავთ სხვაობას ერთი მხრივ სუსტ და არაეფექტურ და მეორე მხრივ ისეთ რელიგიას შორის, რომელსაც შეუძლია ცხოვრების გარდაქმნა.

მაგრამ იმისთვის, რომ გავიგოთ, რას ნიშნავს იცხოვრო რწმენით, ჩვენ უნდა გავიგოთ, რას ნიშნავს რწმენა.

რწმენა მრწამსზე მეტია. რწმენა ნიშნავს სრულ ნდობას ღმერთის მიმართ, რომელსაც მოჰყვება მოქმედება.

იგი სურვილზე მეტია.

ეს იმაზე მეტია, ვიდრე სკამზე კომფორტულად ჯდომა, თავის დაკვრა და დათანხმება. როცა ვამბობთ, რომ „მართალნი იცხოვრებენ რწმენით,“ ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ღწმენა მიგვიძღვის წინ. ჩვენ ვმოქმედებთ რწმენის შესაბამისად და არა უაზრო მორჩილების გამო; ღმერთის მიმართ მყარი, გულწრფელი სიყვარულის გამო და ფასდაუდებელი სიბრძნის გამო, რომელიც მან გაუმხილა თავის შვილებს.

რწმენას უნდა მოყვებოდეს მოქმედება; თუ არა და იგი ცოცხალი არ არის (იხ. იაკობი 2:17). ეს ნიშნავს სისუსტეებისა და ნაკლის მიღებას. მას არ აქვს ძალა შეცვალოს ცალკეული ინდივიდიც კი და არა მთელი სამყარო.

რწმენის ადამიანები ენდობიან მამაზეციერს, მაშინაც კი, როცა გაურკვევლობაში არიან, ეჭვობენ ან სირთულეების წინაშე დგებიან, სადაც კარგად ვერ ხედავენ და არ იციან, რა ხდება.

რწმენის ადამიანები ბეჯითად მოაბიჯებენ მოწაფეობის გზაზე და ცდილობენ, მიჰყვნენ თავიანთი საყვარელი მხსენლის, იესო ქრისტეს, მაგალითს. რწმენა გვამოძრავებს და ჭეშმარიტად შთაგვაგონებს, ზეცისკენ მივმართოთ გული და აქტიურად მივწვდეთ ჩვენს მოყვასს, ავამაღლოთ და დავლოცოთ იგი.

რელიგია მოქმედების გარეშე ჰგავს ყუთში ჩადებულ საპონს. შესაძლოა ჰქონდეს საოცარი პოტენციალი, მაგრამ რეალობაში დიდ სხვაობას ვერ მოახდენს, თუკი არ შეასრულებს თავის დანიშნულებას. იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება მოქმედების სახარებაა. იესო ქრისტეს ეკლესია გვასწავლის ჭეშმარიტ რელიგიას, როგორც იმედის, რწმენისა და მოწყალების გზავნილს, ასევე სხვების დახმარებას მათ სულიერ და მიწიერ ცხოვრებაში.

რამდენიმე თვის წინ მე და ჩემი მეუღლე, ჰარიეტი, ჩვენს რამდენიმე შვილთან ერთად ვიყავით ხმელთაშუა ზღვაზე. ჩვენ ვეწვიეთ დევნილთა რამდენიმე ბანაკს და შევხვდით ომით გახლეჩილი ქვეყნებიდან გამოქცეულ ოჯახებს. ეს ადამიანები არ იყვნენ ჩვენი რწმენის, მაგრამ ისინი ჩვვენი დები და ძმები არიან და მათ სასწრაფოდ სჭირდებოდათ ჩვენი დახმარება. როცა ვიხილეთ, როგორ მოაქვთ ეკლესიის ერთგულ წევრებს გაჭირვებაში მყოფ დებისა და ძმებისთვის დახმარება, იმედი და შვება, მათი რელიგიის, ეროვნებისა ან განათლების მიუხედავად - ეს გულზე ძალზედ შეგვეხო.

რწმენა და მასთან შეუღლებული თანმიმდევრული მოქმედება ავსებს გულს სიკეთით, გონებას - სიბრძნითა და გაგებით, სულს კი სიმშვიდით და სიყვარულით.

ჩვენს რწმენას შეუძლია დალოცოს და მოახდინოს სამართლიანი გავლენა ჩვენზეც და ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებზეც.

ჩვენს რწმენას შეუძლია აავსოს სამყარო სიკეთითა და სიმშვიდით.

ჩვენს რწმენას შეუძლია სიძულვილი აქციოს სიყვარულად, მტერი კი- მეგობრად.

მაშასადამე, მართალნი ცხოვრობენ რწმენით მოქმედებაში; ისინი ცხოვრობენ ღმერთის ნდობაში და მის გზაზე დადიან.

და ეს არის ისეთი რწმენა, რომელსაც შეუძლია ინდივიდის, ოჯახის, ერისა და მთელი სამყაროს შეცვლა.

ამობეჭდვა