2017
მღვდლობის ფიცი და აღთქმა
April 2017


შინა მასწავლებლის გზავნილი, აპრილი 2017

მღვდლობის ფიცი და აღთქმა

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ მოამზადებს მოწყალების საზოგადოების მიზნის გააზრება ღვთის ასულთ, მარადიული ცხოვრების დალოცვებისთვის?

გამოსახულება
Relief Society seal

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

რაც უფრო მეტად გავიგებთ ჩვენ, დები, იმას, როგორ გვეხება მღვდლობის ფიცი და აღთქმა, მით უფრო მივიღებთ მღვდლობის დალოცვებსა და დაპირებებს.

უხუცესი რასელ ბალარდი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან ამბობს: „ყველას, ვინც წმინდა აღთქმა დადო უფალთან და ვინც პატივს სცემს ამ აღთქმებს, უფლება აქვს მიიღოს პირადი გამოცხადება, იყოს დალოცვილი ანგელოზთა მსახურებით, ესაუბროს ღმერთს, მიიღოს სახარების სისრულე და ბოლოს, იესო ქრისტესთან ერთად გახდეს მემკვიდრე ყოველივე იმისა, რაც ჩვენს მამას გააჩნია“.1

მღვდლობის ფიცისა და აღთქმის დაპირება და კურთხევები ეხება როგორც კაცებს, ისევე ქალებს. და შერი ლ. დიუ, მოწყალების საზოგადოების გენერალური პრეზიდენტობის ყოფილი მრჩეველი, ამბობს: „სახარების სისავსე, რაც უფლის სახლის უზენაეს წეს-ჩვეულებებში მოიპოვება, შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ ერთობლივად, მამაკაცისა და ქალის მიერ“2

და ლინდა კ. ბერტონი, მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა, მოგვიწოდა: „გიწვევთ, დაიზეპიროთ მღვდლობის ფიცი და აღთქმა, რომელსაც ნახავთ მოძღვრება და აღთქმების 84:33-44. როცა ასე მოიქცევით გპირდებით, რომ სულიწმინდა გაზრდის მღვდლობის თქვენს წვდომას და საოცრად შთაგაგონებთ და აგამაღლებთ“.3

ჯოზეფ სმითის რჩევა-დარიგება მოწყალების საზოგადოების მიმართ გათვლილი იყო იმაზე, რომ ქალები „აითვისებდნენ მღვდლობის უპირატესობებს, კურთხევებსა და ძღვენს“. ეს შეიძლება აღსრულდეს სატაძრო წეს-ჩვეულებათა მეშვეობით.

„სატაძრო წეს-ჩვეულებები მღვდლობის წეს-ჩვეულებებია, მაგრამ ისინი არ უბოძებს ქალს ან მამაკაცს საეკლესიო წოდებას. [ეს წეს-ჩვეულებები აღასრულებს] უფლის დაპირებას, რომ ადამიანები - ქალები და მამაკაცები, ‘შემოსილნი იქნებიან ზე-ძალით’ [მოძღვრება და ართქმები 38:32]“.4

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან და ინფორმაცია

მოძღვრება და აღთქმები 84:19-40; 121:45-46; reliefsociety.lds.org

შენიშვნები

  1. მ. რასელ ბალარდი, “Men and Women and Priesthood Power,” Liahona, სექტ. 2014, 36

  2. Sheri L. Dew, in Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 128.

  3. ლინდა კ. ბერტონი, “Priesthood Power—Available to All,” Ensign, ივნისი 2014, 39-40.

  4. სახარების თმები, “ჯოზეფ სმითის სწავლებანი მღვდლობის, თაძრისა და ქალების შესახებ“, topics.lds.org.

ამობეჭდვა