2017
მისიონერი სამკერდე ნიშნის გარეშე
June 2017


ახალგაზრდები

მისიონერი სამკერდე ნიშნის გარეშე

სკოლაში მყავს მასწავლებელი, რომელიც ისეთი პიროვნებაა, რომ შეაშინებს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც გარკვეულ საგანზე თავისი აზრი გააჩნია. ერთხელ ჩვენ მივადექით უკანასკნელ დღეთა წმინდანთა მისიონერების თემას. მე ვიცოდი, რომ შემეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ვიგრძენი, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. ასე რომ ვთქვი ზუსტად იმდენი, რაც იმ დროისთვის დამაკმაყოფილებელი იყო.

შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში მე გონებაში კვლავ ვუბრუნდებოდი ამ საუბარს. ბოლოს და ბოლოს, მე აზრად მომივიდა ის, რომ ამ ადამიანისთვის უნდა მიმეცა მორმონის წიგნი, სადაც რამდენიმე მონიშნული ფრაზე იქნებოდა მისიონერული სამუშაოს შესახებ. ამ აზრმა შემაშინა, თუმცა არ მეშვებოდა. მე ვიცოდი, რომ ეს იყო კარნახი და რომ მას უნდა მივყოლოდი.

დაახლოებით ორი თვის შემდეგ მე მოვამზადე მორმონის წიგნი. მთელი დღე მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ ეს წიგნი ზურგჩანთაში ცეცხლს აჩაღებდა. და ის სამი წამი, რომელიც დამჭირდა მისთვის ამ წიგნის გადასაცემად, ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი მომენტი იყო. მას შემდეგ მე ზამთრის არდადეგებზე მივდიოდი.

პირველ დღეს, როცა არდადეგებიდან დავბრუნდი, საკლასო ოთახს ჩავუარე, თუმცა შიშით შეპყრობილმა შიგნით შესვლა ვერ გავბედე. შემდეგ გავიგე, რომ დამიძახა და ბარათი მომაწოდა. მე იგი დერეფანში წავიკითხე. მან დაწერა, რომ მთლიანად შეისწავლა მონიშნული აბზაცები და ახლა უკვე ხედავდა ჩემი რწმენის საფუძველს.

მე ახლა უკვე სახარების გაზიარების აზარტში შევედი და უფრო დიდ აზარტში ვარ შესული, რადგან სულ მალე მამაზეციერს მისიაში მოვემსახურები.

ამობეჭდვა