2017
მოწოდებულნი სამუშაოს შესასრულებლად
June 2017


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, ივნისი 2017

მოწოდებულნი სამუშაოს შესასრულებლად

გამოსახულება
პრეზიდენტი თომას ს. მონსონი

როდესაც წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა მოიხმო უხუცესი ჰიბერ ს. კიმბალი (1801–68) მისიონერის როლში „გაეხსნა ხსნის კარი“ ინგლისში, იგი შეუსაბამობის გრძნობამ შეიპყრო.

„უფალო“, — დაწერა მან, „მე ენაშებორკილი და ამ სამუშაოსთვის შეუფერებელი ადამიანი ვარ“.

უხუცესმა კიმბალმა მიიღო ეს მოწოდება, თუმცა დაამატა: „ამ მოსაზრებებმა არ გადამახვევინა მოვალეობის გზიდან; იმ მომენტში, როცა გავიაზრე მამაზეციერის ნება, გადავწყვიტე წასვლა, მიუხედავად ყოველი რისკისა, იმის რწმენით, რომ იგი მხარს დამიჭერდა თავისი ყოვლისშემძლე ძალით და შემმოსავდა ყოველი საჭირო თვისებით“.1

ჩემო ახალგაზრდა დებო და ძმებო, რომლებიც მოწოდებულნი ხართ სრული დროის მისიებში მსახურებაზე, თქვენ მოგიწოდეს ამ საქმის შესასრულებლად რადგან თქვენ, უხუცესი კიმბალის მსგავსად, „გაქვთ ღვთის მსახურების სურვილი“ (მოძღვრება და აღთმები 4:3) და იმიტომ, რომ ხართ ღირსეულნი და ამისთვის მზად.

ასაკოვანო წყვილებო, თქვენ მოგიწოდეს ამ სამსახურზე იმავე მიზეზის გამო. თუმცა თქვენ არა მხოლოდ მსახურების სურვილი, არამედ მსხვერპლგაღების შედეგად მოპოვებული სიბრძნე, სიყვარული და გამოცდილება მოგაქვთ, რისი გამოყენებაც შეუძლია მამაზეციერს, რათა თავისი ძეთა და ასულთა გულებს შეეხოს, რომლებიც ეძებენ ჭეშმარიტებას. თქვენ უდაოდ ისწავლეთ ის, რომ ჩვენ ვერასოდეს ჭეშმარიტად ვერ შევიყვარებთ უფალს, თუკი არ ვემსამხურებით მას სხვებისთვის მსახურებით.

თქვენ დაამატებთ თქვენს სურვილს — იმსახუროთ მისიაში, რწმენას, მხნეობას, სიმამაცესა და თავდაჯერებულობას, გაბედულობას, მოქნილობას, შეუპოვრობასა და თავდადებულობას. თავდადებულ მისიონერებს კი შეუძლიათ თავიანთ მისიის ველში სასწაულების მოხდენა.

პრეზიდენტმა ჯონ ტეილორმა (1808–87) ასე შეაჯამა მისიონერთა აუცილებელი თვისებები: „სახარების გზავნილის გასაზიარებლად ჩვენ გვჭირდება ისეთი მამაკაცები [ასევე ქალები და შეუღლებული წყვილები], რომლებსაც სწამთ ღმერთი; მამაკაცები, რომლებსაც სწამთ თავიანთი რელიგია; მამაკაცები, რომლებიც პატივს სცემენ მღვდლობას; მამაკაცები, რომლებსაც ენდობა ღმერთი.… ჩვენ გვჭირდება სულიწმინდითა და ღვთის ძალით აღვსილი მამაკაცები[,] … კეთილშობილი, პატიოსანი, ღირსეული, სპეტაკი“.2

უფალმა განაცხადა:

„აჰა, ყანა უკვე თეთრია და მზადაა მოსამკელად; და ის, ვინც მთელი ძალით მოიმკის ნამგლით და შეინახავს მომკილს, რათა არ დაიღუპოს არამედ მოუტანოს ხსნა თავის სულს;

„და რწმენა, იმედი, მოწყალება და სიყვარული, ასევე მზერა, მიპყრობილი ღმერთის სიდიადეზე, ხდის მას ღირსად ამ საქმის შესასრულებლად“ (მოძღვრება და აღთქმები 4:4–5).

თქვენი მოწოდება შთაგონებით მიიღეს. მე ვმოწმობ, რომ ვისაც ღმერთი მოიხმობს, იგი მას ამ საქმისთვის ხდის ვარგისს. თქვენ მიიღებთ ზეციურ დახმარებას, თუკი ლოცვით იმუშავებთ უფლის ვენახში.

ამ წყობის დასაწყისშივე უფალმა მოგვცა შესანიშნავი დაპირება, რომელსაც იპოვით მოძღვრება და აღთქმებში და რომელიც ასევე თქვენი იქნება: „მე თქვენ წინ წარგიძღვებით. მე ვიქნები შენს მარჯვენა და მარცხენა მხარეს და ჩემი სული იქნება თქვენს გულებში, ჩემი ანგელოზები იქნებიან შენს თავს გარშემორტყმულნი, რათა მხარში ამოგიდგნენ” (მოძღვრება და აღთქმები 84:88).

მსახურებისას თქვენ შექმნით ღრმა მარადიულ მოგონებებსა და მეგობრობას. მე არ ვიცი სხვა ველი, რომელზეც შეიძლება უფრო უხვი მოსავლის მოყვანა, ვიდრე მისიის ველში.

ახლა, მინდა ვუთხრა სიტყვა იმ უხუცესებს, დებს და შეუღლებულ წყვილებს, რომლებიც რა მიზეზის გამოც არ უნდა იყოს ეს, ბოლომდე ვერ იმსახურებენ მისიაში: უფალს უყვარხართ. იგი აფასებს თქვენს მსხვერპლშეწირვას. მან იცის თქვენი გულგატეხილობის შესახებ. იცოდეთ, რომ მას თქვენთვის ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. არ მისცეთ ნება სატანას, სხვა რამე შთაგაგონოთ. არ დაღონდეთ; არ გაიტეხოთ გული; არ გადავარდეთ სასოწარკვეთილებაში.

სულ მალე მას შემდეგ, რაც ეკლესიის სათავეში დამაყენეს, გენერალურ კონფერენციაზე დავაკვირდი შემდეგ სიტყვებს: “ნუ გეშინია. იყავი კარგ განწყობაზე. მომავალი ისეთივე ნათელია, როგორიც შენი რწმენაა“.3 ეს დაპირება კვლავ ჭეშმარიტია თქვენთვის. ასე რომ, არ დაკარგოთ რწმენა, რადგან უფალს არ დაუკარგავს რწმენა თქვენში. დაიცავით აღთქმები და იარეთ წინ.

სამყაროს სჭირდება იესო ქრისტეს სახარება. დაე, დალოცოს უფალმა ყოველი თავისი წმინდანი — მიუხედავად მათი მსახურების ადგილისა, მისიონერის გულით.

შენიშვნები

  1. ჰიბერ ს. კიმბალი, ორსონ ფ. უითნი, Life of Heber C. Kimball მე-3 გამოცემა, (1967), 104.

  2. Teachings of Presidents of the Church: John Taylor (2001), გვ.73.

  3. Thomas S. Monson, “Be of Good Cheer,” Liahona, May 2009, 92.

ამობეჭდვა