2017
მღვდლობის ძალა, რომელიც მოდის აღთების დაცვით
June 2017


შინა მასწავლებლის გზავნილი, ივნისი 2017

მღვდლობის ძალა, რომელიც მოდის აღთქმების დაცვით

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ მოამზადებს მოწყალების საზოგადოების მიზნის გააზრება ღვთის ასულთ, მარადიული ცხოვრების დალოცვებისთვის?

გამოსახულება
Relief Society seal

რწმენა ოჯახი მოწყალება

ჩემი გზავნილი … ყველასთვის შემდეგია: გარემოების მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ‘მღვდლობის ძალით კურთხევით’ ყოველ საათს, — თქვა უხუცესმა ნილ ლ. ანდერსენმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან.

“… როდესაც ღირსეულად იღებთ მონაწილეობას მღვდლობის წეს-ჩვეულებებში, უფალი მოგცემთ უფრო მეტ ძალას, სიმშვიდესა და მარადიულ პერსპექტივას. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სიტუაცია, თქვენი ოჯახი „კურთხეული იქნება მღვდლობის ძალის სიმტკიცით“.1

როგორ მოვიწვიოთ მღვდლობის ძალა ჩვენს ცხოვრებაში? უხუცესი მ. რასელ ბალარდი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან გვახსენებს, რომ „ისინი, ვინც შევიდნენ ნათლობის წყალში და შემდეგ შეიმოსნენ უფლის სახლში, იმსახურებენ უხვ და შესანიშნავ კურთხევებს. შემოსვა სიტყვასიტყვით ძალის ძღვენია … [და] მამაზეციერი თავის ძალას უხვად გვიბოძებს“. იგი გვახსენებს, რომ ქალებსა და მამაკაცებს „ორივეს იგივე ძალა ებოძათ“ ტაძარში, „რაც განიმარტება როგორც მღვდლობის ძალა“.2

ლინდა კ. ბერტონმა, მოწყალების საზოგადოების გენერალურმა პრეზიდენტმა, თქვა: „რადგან მღვდლობის ძალა არის ის, რაც ყველას გვსურს, რომ ვიქონიოთ სახლებში, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვიწვიოთ ეს ძალა ჩვენს ცხოვრებაში? პირადი სამართლიანობა ყველაზე მთავარია სამღვდელოების მისაღებად”.3

„თუ თავმდაბლად წარვუდგენთ უფალს ჩვენს თავს და ვთხოვთ, გვასწავლოს, იგი გვიჩვენებს, როგორ გავზარდოთ ჩვენი წვდომა მისი ძალის მიმართ“,— თქვა თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტმა, რასელ მ. ნელსონმა.4

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან და ინფორმაცია

1 ნეფი 14:14; მოძღვრება და აღთქმები 121:36; 132:20; reliefsociety.lds.org

შენიშვნები

  1. Neil L. Andersen, “Power in the Priesthood,” Liahona, Nov. 2013, 92,95.

  2. მ. რასელ ბალარდი, “Men and Women and Priesthood Power,” Liahona, სექტ. 2014, 36

  3. ლინდა კ. ბერტონი, “Priesthood Power—Available to All,” ლიახონა ივნისი 2014, 21.

  4. რასელ მ. ნელსონი, “The Price of Priesthood Power,” Liahona, მაისი 2016, 69.

ამობეჭდვა