2017
იესო ქრისტეს მოწაფის სიხარული
August 2017


ახალგაზრდები

იესო ქრისტეს მოწაფის სიხარული

ოდესმე გქონიათ წარუმატებელი დღე? რა გააკეთეთ იმისთვის, რომ გამხიარულდეთ? პრეზიდენტმა უხტდორფმა იცის, რომ „ყველას გვაქვს გულის ტკივილი, გულგატეხილობა და მწუხარება. ზოგჯერ შეიძლება გადაღლიალობა და გულგატეხილობა ვიგრძნოთ.

მისი აზრით გამოსავალია ვიცხოვროთ ისე, რასაც იგი უწოდებს „მოწაფის ცხოვრებას“: „დავრჩეთ ერთგულნი და გავაგრძელოთ წინსვლა რწმენით“. როცა წინ მივიწევთ რწმენით, ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ღმერთს, დავიცვათ მისი მცნებები და ვემსახუროთ სხვებს, თანაც ყოველივე ამის დროს ვიგრძნოთ სიხარული! როგორც პრეზიდენტმა უხტდორფმა თქვა: „ისინი, ვინც ცხოვრობენ მოწაფის ცხოვრებით … არიან ისინი, ვინც პატარა ქმედებებით ხშირად ახდენენ დიდ სხვაობას“.

შეადგინეთ სია, სადაც ჩამოწერთ მოწაფეობის ცხოვრებით ცხოვრების სხვადასხვა ხერხს. მაგალითად, შეგიძლიათ ჩაიწეროთ მსახურების იდეა, როგორიცაა „დავეხმარო მშობელს სადილის კეთებაში“ ან მცნებების დაცვის იდეა, როგორიცაა „ვილოცო დედმამიშვილების მიმართ მეტი მოთმინებისთვის“. შემდეგში, როცა იგრძნობთ გადაღლილობას ან გულგატეხილობას, ამოიღეთ სია, აირჩიეთ იდეა და სცადეთ იგი!

ამობეჭდვა