2017
მიძღვნილი ცხოვრებით ცხოვრება
August 2017


შინა მასწავლებლის მოწოდება, აგვისტო 2017

მიძღვნილი ცხოვრებით ცხოვრება

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ მოამზადებს მოწყალების საზოგადოების მიზნის გააზრება ღვთის ასულთ, მარადიული ცხოვრების დალოცვებისთვის?

გამოსახულება
Relief Society seal

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

„მიუძღვნა ნიშნავს ხელი დაასხა ან გადასცე რაღაც, წმინდა მიზნისთვის“, – თქვა უხუცესმა დ. ტოდ კრისტოფერსონმა თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან. „ჭეშმარიტი წარმატება ამ ცხოვრებაში მიიღწევა ჩვენი ცხოვრების მიძღვნით, კერძოდ კი დროისა და არჩევანის მიძღვნით ღმერთის მიზნებისთვის“.1

უხუცესმა ნილ ა. მაქსველმა (1926-2004) თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან თქვა: „ჩვენ მიგვაჩნია ფიქრი მიძღვნაზე როგორც მატერიალური ქონების დათმობაზე, როცა ამას ზეციდან მიგვითითებენ. მაგრამ საბოლოო მიძღვნა ნიშნავს საკუთარი თავის დათმობას ღმერთისთვის“.2

როცა საკუთარ თავს მივუძღვნით ღმერთის მიზნებს, ჩვენი რწმენა იესო ქრისტეში და მის გამოსყიდვაში გაიზრდება. როცა მიძღვნითი ცხოვრებით ვცხოვრობთ, შეგვიძლია წმინდანებად ვიქცეთ ჩვენი ქმედებების გამო.

კეროლ მ. სტეპენსმა, მოწყალების საზოგადოების პირველი მრჩეველმა, თქვა: „უხუცესმა რობერტ დ. ჰეილსმა გვასწავლა, რომ როცა ვდებთ და ვიცავთ აღთქმას, ჩვენ ამით ვშორდებით ამასოფელს და შევდივართ ღვთის სასუფეველში.

„ჩვენ ვიცვლებით. ჩვენ სხვანაირად გამოვიყურებით და სხვანაირად ვმოქმედებთ. იცვლება ის, რასაც ვუსმენთ, ვკითხულობთ და ვამბობთ, რასაც ვიცვამთ, რადგან ვხდებით ღმერთის ასულნი, რომლებიც მასთან აღთქმით ვართ დაკავშირებულნი“.3

მიძღვნა არის ის აღთქმა, რომელსაც ღმერთი დაუდებს „ისრაელის სახლს; იმ დღეების შემდეგ, – სიტყვა უფლისა, – მივცემ მათ ჩემს რჯულს და მათ გულებზე დავწერ ამას, და მე ვეყოლები მათ ღმერთად და ისინი მეყოლებიან მე ერად“ (იერემია 31:33). მიღვნითი ცხოვრებით ცხოვრება ჰარმონიაშია ღმერთის გეგმასთან ჩვენთვის.

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან

1 თესალონიკელთა 1:3; მოძღვრება და აღთმები 105:5

reliefsociety.lds.org

შენიშვნები

  1. D. Todd Christofferson, “Reflections on a Consecrated Life,” Liahona, Nov. 2010, 16.

  2. Neal A. Maxwell, “Consecrate Thy Performance,” Liahona, July 2002, 39.

  3. Carole M. Stephens, “Wide Awake to Our Duties,” Liahona, Nov. 2012, 115–16.

ამობეჭდვა