ლიახონა
ჩვენი მოწოდებაა სიკეთის კეთება
2024 წლის ივნისი


„ჩვენი მოწოდებაა სიკეთის კეთება“, ლიახონა, 2024 წლის ივნისი.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , 2024 წლის ივნისი

ჩვენი მოწოდებაა სიკეთის კეთება

ჩვენ ვაშენებთ ღვთის სასუფეველს, როცა ვემსახურებით სხვებს, აღვმართავთ ჩვენს სინათლეს და ვიცავთ რელიგიურ თავისუფლებას.

გიდეონმა ამოიცნო ცრუ მოძღვრება, როდესაც მოისმინა იგი. მას ეს ადრეც სმენოდა მეფე ნოესა და მისი მღვდლებისგან - მღვდლებისგან, რომლებიც „აღზევებულნი იყვნენ გულის ამპარტავნობით“ და რომლებსაც „უზრუნველყოფდნენ თავიანთ სიზარმაცეში და კერპთაყვანისმცემლობაში და მრუშობაში ბეგარით, რომელიც მეფე ნოემ დაუწესა თავის ხალხს“ (მოსია11:5–6).

უარესიც - მეფე ნოემ მოკლა წინასწარმეტყველი აბინადი და ცდილობდა ალმასა და მის მოქცეულთა განადგურებას (იხილეთ მოსია 17; 18:33–34). ასეთი ბოროტების დასასრულებლად გიდეონმა პირობა დადო, რომ შეაჩერებდა მეფეს, რომელიც მან მხოლოდ ლამანიელთა შემოსევის გამო დაინდო (იხილეთ მოსია 19:4–8).

მოგვიანებით, გიდეონმა სამართლიანად დაადანაშაულა ნოეს მღვდლები 24 ლამანიელი ქალიშვილის წაყვანის გამო. მან შენიშნა, რომ აბინადის წინასწარმეტყველება ხალხის წინააღმდეგ აღსრულდა, რადგან მათ უარი თქვეს მონანიებაზე. (იხილეთ მოსია 20:17–22.) ის დაეხმარა ლიმხის ხალხს, რომელიც ლამანიელების მონობაში იყო (იხილეთ მოსია 22:3–9).

ახლა, წლების შემდეგ, გიდეონი კვლავ ამპარტავნებასა და სიბოროტეს ებრძობა, როდესაც ნეჰორის წინაშე იდგა, რომელმაც ხალხში სამღვდელოების ვერცხლისმოყვარეობა დაამკვიდრა. ნეჰორი, „გამოდიოდა რა ეკლესიის წინააღმდეგ“, ხალხის გზიდან აცდენას ცდილობდა. (იხილეთ ალმა 1:3, 7, 12; ასევე იხილეთ 2 ნეფი 26:29.)

გამოიყენა რა ღვთის სიტყვა იარაღად, მამაცმა გიდეონმა ნეჰორი მისი ბოროტების გამო გააფრთხილა. განრისხებულმა ნეჰორმა შეუტია გიდეონს და მახვილით მოკლა. (იხილეთ ალმა 1:7–9.) ასე დასრულდა „სამართლიანი კაცის“ დღეები, რომელმაც „ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ხალხში“ (ალმა 1:13).

უკანასკნელი დღეები, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ, გვთავაზობს უამრავ შესაძლებლობას მივბაძოთ გიდეონს, როგორც „იარაღს ღვთის ხელში“ (ალმა 1:8) სხვების მსახურებისას (მოსია 22:4), სამართლიანობის დაცვისას და ღმერთისადმი თაყვანისცემისა და მსახურების თავისუფლების მუქარის შეწინააღმდეგებით. როდესაც გიდეონის სანდო მაგალითს ვითვალისწინებთ, ბევრი სიკეთის გაკეთება შეგვიძლია.

გამოსახულება
ქალი ლანგარზე საკვებით, დგას ლოგინში მწოლიარე ქალთან

გაერთიანდით მსახურებაში

პირველი პრეზიდენტობის თანახმად, „როგორც [მაცხოვრის] მიმდევრები, ჩვენ ვცდილობთ გვიყვარდეს ღმერთი და ჩვენი მოყვასი მთელ მსოფლიოში“. „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას სურს დალოცოს სხვები და დაეხმაროს გაჭირვებულებს. ჩვენ დალოცვილები ვართ, რომ გვაქვს უნარი, რესურსები და სანდო გლობალური კავშირები ამ წმინდა პასუხისმგებლობის შესასრულებლად“.1

მადლიერი ვარ უანგარო მსახურებისა და მზრუნველობის, რომელსაც ეკლესიის წევრები გვთავაზობენ ჩვენს ტაძრებში და მეურვობებში, მრევლებსა და პალოებში. ასევე მადლობელი ვარ, რომ ეკლესიის წევრები მსახურობენ უამრავ სათემო, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ორგანიზაციებში და რომ ისინი ყოველწლიურად ერთვებიან ათასობით ჰუმანიტარულ პროექტში, მილიონობით საათის განმავლობაში მოხალისეებად მუშაობენ თითქმის 200 ქვეყანაში და ტერიტორიაზე.2

ერთ-ერთი გზა, რომლითაც ეკლესია აფართოებს მომსახურების შესაძლებლობებს რამდენიმე ქვეყანაში, არის JustServe.org. ეკლესიის მიერ დაფინანსებული, მაგრამ ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც სურს სხვების დალოცვა, JustServe.org „აკავშირებს თემის მოხალისეების საჭიროებებს მოხალისეებთან“, რომლებიც „აუმჯობესებენ ცხოვრების ხარისხს საზოგადოებაში“.3

ამასთან, ეკლესია და მისი წევრები აერთიანებენ მომსახურე ორგანიზაციებს მთელ მსოფლიოში. ეკლესია, მისი წევრების წყალობით, 2022 წელს გახდა „წითელი ჯვრის ყველაზე დიდი სისხლის დონორი “. გარდა ამისა, ეკლესიამ ცოტა ხნის წინ წითელ ჯვარს 8,7 მილიონი დოლარი შესწირა.4

ეკლესია ასევე უერთდება ორგანიზაციებს, რათა მოახდინოს უზრუნველყოფა სუფთა წყლითა და სანიტარული პროექტებით მთელ მსოფლიოში. 2022 წელს ეკლესიამ მონაწილეობა მიიღო 156 ასეთ პროექტში.5 ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სხვა ორგანიზაციებთან და ვაკეთებთ შემოწირულობებს, რასაც შვება მოაქვს ღვთის ტანჯული შვილებისთვის.6

„როდესაც ჩვენ ვერთიანდებით, რათა გაჭირვებულ ადამიანებს ვემსახუროთ“, - თქვა პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა, პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა, „უფალი აერთიანებს ჩვენს გულებს“.7

გამოსახულება
ორი პეშვი მზის სხივებით

აღმართეთ თქვენი სინათლე

როგორც მაცხოვრის მოწაფეები, ჩვენ ასევე ვაკურთხებთ ჩვენს მოყვასს, როდესაც ვიცავთ ჩვენს აღთქმებს და ქრისტეს მსგავსად ვცხოვრობთ. მორმონის წიგნი გვასწავლის, რომ „ეკლესიის ხალხ[მა]“ არა მხოლოდ სამართლიანობა უნდა აირჩიოს, არამედ გააგონოს თავისი სამართლიანი ხმები, თუ მათ სურთ, რომ უფალმა დაიცვას და ააყვავოს ისინი. (იხილეთ ალმა 2:3–7; ასევე იხილეთ მოსია 29:27). უფალი მოელის ჩვენგან, რომ გავაზიაროთ ჩვენი სარწმუნოება და რწმენა და აღვმართოთ ჩვენი სინათლე. „აჰა, მე ვარ სინათლე, რომელიც მაღლა უნდა აღმართოთ“ (3 ნეფი 18:24).

„ჩვენ სათანადოდ არ ვემსახურებით ჩვენს მაცხოვარს, თუ ადამიანის უფრო გვეშინია, ვიდრე ღმერთის“, - თქვა , პირველი პრეზიდენტობის მრჩეველმა, პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა. „ჩვენ მოწოდებულნი ვართ დავამყაროთ უფლის და არა მსოფლიოს სტანდარტები“, - დასძინა მან.8

სკოლაში, სამსახურში თუ თამაშის დროს თუ შვებულებაში, პაემანზე თუ ინტერნეტში, უფლის მოწაფეებს არ „[რცხვენიათ] საკუთარ თავზე ქრისტეს სახელის აღება“ (ალმა 46:21). ჩვენი სიტყვებითა და ჩვენი საქმეებით ჩვენ ვმოწმობთ, რომ ღმერთი არსებობს და ჩვენ მისი ძის მიმდევარნი ვართ.

„ჩვენი რწმენა არ არის დაყოფილი და, რა თქმა უნდა, მსგავსი რამ უნდა ავიცილოთ თავიდან. რწმენა არ არის მხოლოდ ეკლესიისთვის, ის არ არის მხოლოდ სახლისთვის, ის არ არის მხოლოდ [სკოლისთვის]“ - შენიშნა უკანასკნელ დღეთა წმინდანმა და რელიგიური პლურალიზმის საკითხების ექსპერტმა, პოლ ლამბერტმა. „ის განკუთვნილია ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ“.9

ჩვენ არ ვიცით, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ჩვენმა მოწმობამ, კარგმა მაგალითმა და კარგმა საქციელმა სხვებზე. მაგრამ როცა ჩვენ სიმართლეს ვიცავთ და მაცხოვრის სინათლეს აღვმართავთ, ხალხი დაინახავს ამას და ზეცა გვიგულშემატკივრებს.

გამოსახულება
ქალი დგას ტაძრის გარეთ

დაიცავით რელიგიური თავისუფლება

დღევანდელი სამღვდელოების ვერცხლისმოყვარეობა, მზარდი საერო საზოგადოებებით, რომელნიც ეწინააღმდეგება მორწმუნე ადამიანებს, არც ისე განსხვავდება იმისგან, რაც მორმონის წიგნის დროს იყო. მათი ხმა, ვინც ეწინააღმდეგება რელიგიის სასიცოცხლო როლს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე, სულ უფრო ხმამაღალი ხდება. სეკულარისტები და მთავრობები, მათ შორის მრავალი სკოლა და უნივერსიტეტი, აიძულებენ ქცევას და ქადაგებენ უზნეობას, ათეიზმს და მორალურ რელატივიზმს.

რელიგიურ თავისუფლებაზე თავდასხმები წარმატებით გაგრძელდება, თუ ჩვენ არ დავიცავთ ჩვენს რელიგიურ უფლებებს. არჩთუ ისე დიდი ხნის წინ მე ვასწავლიდი: „როგორც ეკლესია, ჩვენ ვუერთდებით სხვა რელიგიებს, რომლებიც იცავს ყველა რწმენისა და შეხედულების ადამიანებს და მათ უფლებას, გამოხატონ თავიანთი რწმენა“.10

ომი ზეცაში მიმდინარეობდა მორალური არჩევნის თავისუფლების გამო—ჩვენი არჩევნის თავისუფლების გამო. ჩვენი არჩევნის თავისუფლების შესანარჩუნებლად საჭიროა, გულმოდგინედ დავიცვათ ჩვენი რელიგიური თავისუფლება.

ცოცხალი რელიგიური რწმენა აძლიერებს და იცავს ოჯახებს, თემებსა და ერებს. ის ხელს უწყობს კანონმორჩილებას, აღძრავს პატივისცემას სიცოცხლისა და ქონების მიმართ და ასწავლის გულმოწყალებას, პატიოსნებასა და ზნეობას — სათნოებებს, რომლებიც საჭიროა სამართლიანი, თავისუფალი და სამოქალაქო საზოგადოების გასამტკიცებლად. ჩვენ არასდროს უნდა მოვიხადოთ ბოდიში ჩვენი სარწმუნოებისთვის.

ჩვენი მისიონერული ძალისხმევა, ტაძრებში ჩვენი გარდაცვლილებისთვის სამუშაო, ჩვენი ძალისხმევა ღვთის სასუფევლის ასაშენებლად და ჩვენი ბედნიერებაც კი მოითხოვს, რომ ვიბრძოლოთ რელიგიური რწმენისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ ვერ დავკარგავთ ამ თავისუფლებას სხვა თავისუფლებების დაკარგვის გარეშე.

წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი ასწავლიდა: „თავისუფლების სიყვარული შთააგონებს ჩემს სულს - საზოგადოებრივი და რელიგიური თავისუფლება ადამიანთა მთელი რასის მიმართ“.11 რელიგიური თავისუფლება შთააგონებს ჩვენს სულებს, როცა მივყვებით ეკლესიის წინამძღვართა დარიგებებს:

  • „იყავით ინფორმირებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე და შემდეგ ისაუბრეთ თამამად და თავაზიანად“.12

  • „აღიარეთ, რომ რელიგიური თავისუფლების შერყევა მნიშვნელოვნად იმოქმედებს ჩვენს შესაძლებლობებზე, განვამტკიცოთ ძალა და სახარების ცოდნა, ვიყოთ კურთხეულნი წმინდა წეს-ჩვეულებებით და ვენდოთ უფალს, როდესაც ის უძღვება თავის ეკლესიას“.13

  • „ადექით და ისაუბრეთ, რათა დაადასტუროთ, რომ ღმერთი არსებობს და რომ არსებობს მისი მცნებებით დადგენილი სრული ჭეშმარიტება“.14

  • „მიეცით გამოწვევა კანონებს, რომლებიც ზღუდავს ჩვენი აღმსარებლობის თავისუფლებას“.15

  • „წადით ამ სამყაროში სიკეთის ქმნისთვის, ყოვლისშემძლე ღმერთისადმი რწმენის გასამტკიცებლად და სხვების დასახმარებლად, გახდნენ უფრო ბედნიერნი“.16

  • რესურსები მოიძიეთ აქ religiousfreedom.ChurchofJesusChrist.org და religiousfreedomlibrary.org/documents.

ჩვენ ვაშენებთ ღვთის სასუფეველს, როდესაც ვემსახურებით სხვებს, აღვმართავთ ჩვენს სინათლეს და ვიცავთ რელიგიურ თავისუფლებას. დაე, უფალმა დალოცოს ჩვენი მცდელობა ვაკეთოთ „ბევრი სიკეთე“ ჩვენს ოჯახებში, თემებსა და ერებში.

შენიშვნები

  1. “A Message from the First Presidency,” in Caring for Those in Need: 2022 Annual Report of The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, 3, ChurchofJesusChrist.org.

  2. იხილეთ Caring for Those in Need: 2022 Annual Report, 4, ChurchofJesusChrist.org.

  3. Justserve.org/about. JustServe მოქმედებს 17 ქვეყანაში. ათასობით ადამიანი და ორგანიზაცია დაილოცება ამ ინიციატივით.

  4. იხილეთ კეიტლინ ბანკროფტის, „Church Donates $8.7 M as Part of Red Cross Collaboration,“ Church News, 22 აპრ. 2023 წელი, 23.

  5. იხილეთ მერი რიჩარდსის, „Church Joins with Groups around the World to Tap into the Gift of Water,“ Church News, 27 აპრილი, 2023 წელი, 12.

  6. იხილეთ დალინ ჰ. ოუქსის “Helping the Poor and Distressed,” Liahona, ნოემბ. 2022 წელი, 6–8.

  7. ჰენრი ბ. აირინგის “Opportunities to Do Good,” Liahona, 2011 წლის მაისი, 25.

  8. დალინ ჰ. ოუქსი, “Unselfish Service,” Liahona, მაისი, 2009 წელი , 94–95.

  9. პოლ ლამბერტი, რეიჩელ სტერზერ გიბსონი: „Why Is There a Need for Faith in the Workplace?“ Church News, 22 აპრ. 2023 წელი, 16.

  10. რონალდ ა. რასბანდი, „To Heal the World“, Liahona, 2022 წლის მაისი, 92.

  11. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2011), 345.

  12. დ. ტოდ კრისტოფერსონის “Religious Freedom—A Cherished Heritage to Defend” (გამოსვლა Freedom Festival Patriotic Service-ზე, პროვოში, იუტაში, 2016 წლის 26 ივნისი), 5–6, speeches.byu.edu.

  13. რონალდ ა. რასბანდი, “Free to Choose” (ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის სულიერების საათი, 21 იან., 2020 წელი), 3, speeches.byu.edu

  14. დალინ ჰ. ოუქსი, “Truth and Tolerance” (ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის სულიერების საათი, 11 სექტემბერი, 2011 წელი), 2, speeches.byu.edu.

  15. დალინ ჰ. ოუქსი, “Truth and Tolerance,” 4.

  16. რონალდ ა. რასბანდი, “Free to Choose,” 5, speeches.byu.edu.

ამობეჭდვა