ლიახონა
რატომ აღთქმები
2024 წლის ივნისი


რეგიონის ხელმძღვანელობის შეტყობინება

რატომ აღთქმები

წინამიწიერ სამყაროში, ჩვენმა მამაზეციერმა, იესო ქრისტეს გამოსყიდვის გზით, შეიმუშავა გეგმა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ მის გარემოცვაში დაბრუნებას. შინისკენ მიმავალ გზას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც აღთქმის გზას, რადგან ის ცხადყოფს ჩვენი დაბრუნების პირობებს. აღთქმა არის წმინდა შეთანხმება ღმერთსა და ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს შორის. ღმერთი ადგენს გარკვეულ პირობებს და გვპირდება, რომ გვაკურთხებს, როდესაც ჩვენ ვემორჩილებით ამ პირობებს1. პრეზიდენტი ნელსონი ასწავლიდა: „თქვენი ვალდებულებაა, მიჰყვეთ მაცხოვარს მასთან აღთქმების დადების გზით და შემდეგ ამ აღთქმების დაცვა, გაუხსნის კარს ყველა სულიერ კურთხევასა და უპირატესობას, რომელიც ხელმისაწვდომია მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის მთელ მსოფლიოში“2.

უფალმა გამოუცხადა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს: „ზეცაში არის შეუქცევლად გამოცხადებული კანონი, ამაქვეყნის დასაბამამდე, რომელზეც დაფუძნებულია ყოველი კურთხევა – და როდესაც ღმერთისგან ვიღებთ რაიმე კურთხევას, ეს ხდება იმ კანონისადმი მორჩილებით, რომელზეც ეს კურთხევა არის დაფუძნებული“3. უხუცესი დ. ტოდ კრისტოფერსონი გვახსენებს: „აღთქმები, რომლებსაც ღმერთი სთავაზობს თავის შვილებს, გაცილებით მეტია, ვიდრე მითითებები. ღმერთთან ერთად ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერს მოვერიოთ“4. უფალი დაგვპირდა, რომ აკისრია ვალდებულება, როდესაც ვასრულებთ იმას, რასაც იგი ბრძანებს „მაგრამ როდესაც არ ასრულებთ, რასაც ვამბობ, დაპირება არ გექნებათ“5.

დროთა განმავლობაში ღმერთმა აღთქმა დადო თავის ხალხთან. ჩვენ ვიცით, რომ უფალმა აღთქმა დაუდო ადამსა და ევას, მათ შემდეგ წინასწარმეტყველებს და ბევრ სხვას. ჩვენს დროში ხშირად ვსაუბრობთ აღთქმაზე, რომელიც ღმერთმა დადო აბრაამთან, აბრაამის აღთქმა. ღმერთი დაჰპირდა, რომ აკურთხებდა აბრაამს და მის შთამომავლობას „სახარების კურთხევითაც კი, რაც არის ხსნის კურთხევები – მარადიული სიცოცხლის“6.

როგორც აბრაამის აღთქმის მემკვიდრეებს, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, მივაწვდინოთ სახარება დედამიწის ყველა ხალხს, მოვიწვიოთ სხვები, მიუახლოვდნენ ქრისტეს და შეუერთდნენ მას. სხვების მოწვევა ქრისტესთან არის მოწვევა, დაადგეთ აღთქმის გზას, გააღოთ კარი „ნათლობის აღთქმით ყოველგვარი კურთხევისთვის“ და საბოლოოდ მიიღოთ ღვთის ყველაზე დიდი ძღვენი - მარადიული სიცოცხლე7.

ღმერთის დაპირებული კურთხევები აბრაამს და მის შთამომავლობას უკანასკნელი დღეების დიდი შეკრების შესახებ დღეს სრულდება. პრეზიდენტმა ნელსონმა განაცხადა: „ეს შეკრება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს დედამიწაზე ხდება. ვერაფერი ვერ შეედრება ამას სიდიადით, მნიშვნელობითა და დიდებულებით“. „ყოველთვის, როცა აკეთებთ იმას, რაც ვინმეს ეხმარება რამეში – საბურველის ორივე მხარეს – ღმერთთან აღთქმის დასადებად და მისი ძირითადი ნათლობისა და სატაძრო წეს-ჩვეულებების მისაღებად ნაბიჯის გადადგმით, თქვენ ეხმარებით შეკრიბოთ ისრაელი. ეს ისეთი მარტივია“8.

ყოველ კვირას გვეძლევა შესაძლებლობა ჩავუფიქრდეთ ღმერთთან დადებულ აღთქმებს. როდესაც ჩვენ ღირსეულად ვიღებთ ზიარებას, ჩვენ ხელახლა ვივალდებულებთ თავს და ვცდილობთ ყოველთვის გვახსოვდეს იესო ქრისტე და ავიღოთ მისი სახელი საკუთარ თავზე. როდესაც ჩვენ ვიცავთ მის მცნებებს, მისი სული ყოველთვის იქნება ჩვენთან9. სწორედ ჩვენი ღმერთთან აღთქმის კავშირის საშუალებით, ჩვენ შევიცნობთ მას და ვემზადებით შინ დასაბრუნებლად, იმისთვის, რომ მივიღოთ ღვთის უდიდესი ძღვენი. „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს“10.

შენიშვნები

  1. სახარების ბიბლიოთეკა, Topical Guide.

  2. რასელ მ. ნელსონი, “As We Go Forward Together”, Ensign ან ლიახონა, 2018 წ. აპრ. 7.

  3. მოძღვრება და აღთქმები 130:20-21.

  4. დ. ტოდ კრისტოფერსონი, „რატომ აღთქმის გზა“, გენერალური კონფერენცია 2021 წლის აპრილი.

  5. მოძღვრება და აღთქმები 82:10.

  6. აბრაამი 2:9-11.

  7. მოძღვრება და აღთქმები 14:7.

  8. რასელ მ. ნელსონი, “Hope of Israel”, მსოფლიო სულიერების საათი ახალგაზრდებისთვის, 2018 წლის 3 ივნისი.

  9. მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79.

  10. იოანე 17:3.

ამობეჭდვა