ლიახონა
მონათვლისას, კერძოდ რა დაპირებას ვიძლევით?
2024 წლის ივნისი


„მონათვლისას, კერძოდ რა დაპირებას ვიძლევით?“ ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2024 წლის ივნისი.

ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად , 2024 წლის ივნისი

მონათვლისას, კერძოდ რა დაპირებას ვიძლევით?

გამოსახულება
ნათლობა

Baptism [ნათლობა], ენი ჰენრი ნადერის მიერ

წმინდა წერილები გვასწავლის, რომ როდესაც მოვინათლებით, ჩვენ ვდებთ აღთქმას (ან დაპირებას), რომ მზად ვიქნებით ჩვენზე ავიღოთ იესო ქრისტეს სახელი, ვემსახუროთ ღმერთს და დავიცვათ მისი მცნებები (იხილეთ მოსია 18:10; მოძღვრება და აღთქმები 20:37, 77).

ჩვენ ასევე ვსწავლობთ წმინდა წერილებში, რომ ნათლობა გვეხმარება შევასრულოთ ჩვენი სურვილი „[შევიდეთ] ღმერთის ფარაში და [გვეწოდოს] მისი ხალხი“ (მოსია 18:8). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი მონათვლის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ გვსურს შევუერთდეთ იესო ქრისტეს ეკლესიას და ვისარგებლოთ სიყვარულითა და კუთვნილებით, რაც მოდის ქრისტესთან გაერთიანების შედეგად.

უფლის მსახურებისა და მისი მცნებების დაცვის ვალდებულება შეიძლება მოიცავდეს ბევრ რამეს მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. მაგალითად, ის მოიცავს მზაობას „ატაროთ ერთმანეთის ტვირთი, … იგლოვოთ მათთან ერთად, ვინც გლოვობს; დიახ, ანუგეშოთ ისინი, რომლებსაც სჭირდებათ ნუგეში, და ყოველთვის, ყველაფერში, და ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ღმერთის მოწმენი იყოთ“ (მოსია 18:8–9).

ამობეჭდვა