ლიახონა
უფლის დიდი საქმე და ჩვენი დიდი შესაძლებლობა
ივლისი, 2024 წ.


„უფლის დიდი საქმე და ჩვენი დიდი შესაძლებლობა“, ლიახონა, ივლისი, 2024 წ.

ყოველთვიური ჟურნალი ლიახონა 2024 წ. ივლისის გზავნილი

უფლის დიდი საქმე და ჩვენი დიდი შესაძლებლობა

როდესაც ვიყენებთ პრინციპს შეიყვარე, გაუზიარე და მოიწვიე, ჩვენ ვიღვწით უფალთან ერთად, რათა დავეხმაროთ თითოეულ ძვირფას სულს მასთან მისვლაში.

გამოსახულება
ორი ქალი ქუჩაში მიდის და საუბრობს

ყველა წინასწარმეტყველი ამ უკანასკნელ, დიდ წყობაში ასწავლიდა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს, გაეზიარებინათ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარება. ჩემს სიცოცხლეში რამდენიმე მაგალითი მახსენდება:

პრეზიდენტმა დევიდ ო. მაკქეიმ (1873–1970), ჩემი ახალგაზრდობის წინასწარმეტყველმა, განაცხადა: „თითოეული წევრი მისიონერია“.

პრეზიდენტი სპენსერ ვ. კიმბალი (1895–1985) ასწავლიდა: „სახარების გავრცელების დღე უფრო მეტ ადგილას და ხალხში არის აქ და ახლა“ და „ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო გრძელი ნაბიჯი“ სხვებისთვის სახარების გაზიარებისთვის.

პრეზიდენტმა გორდონ ბ. ჰინკლიმ (1910–2008) თქვა: „დიდია ჩვენი შრომა, უზარმაზარია ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ დავეხმაროთ იმ ადამიანების პოვნაში, ვისაც უნდა ვასწავლოთ. უფალმა მოგვცა განკარგულება, ვასწავლოთ სახარება ყველა ქმნილებას. ამას დასჭირდება [ჩვენი] უდიდესი ძალისხმევა.”

ხოლო პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი ასწავლიდა: „მისიონერული საქმე ისრაელის შეკრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს შეკრება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს დედამიწაზე ხდება. სხვა ვერაფერი ვერ შეედრება ამას სიდიადით. სხვა ვერაფერი ვერ შეედრება ამას მნიშვნელობით. უფლის მისიონერები — მისი მოწაფენი — დღესდღეობით არიან ჩართულნი უდიდეს გამოწვევაში, უდიდეს საქმეში, უდიდეს შრომაში დედამიწაზე“.

ეს მე თვითონ შევიმეცნე, როგორც ახალგაზრდა მისიონერმა ბრიტანეთის მისიაში. დღეს კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ ამაში. როგორც უფალი იესო ქრისტეს მოციქული მე ვმოწმობ, რომ ყველგან არის შესაძლებლობები, დავეხმაროთ სხვებს ქრისტესთან მისვლაში ჩვენი სიყვარულის გამოვლენით, ჩვენი მრწამსის გაზიარებითა და მოწვევით, შემოგვიერთდნენ, რათა განიცადონ იესო ქრისტეს სახარების სიხარული.

სამუშაო წინ მიიწევს

მე მქონდა პრივილეგია, ვყოფილიყავი ეკლესიის მისიონერულ განყოფილებაში, როდესაც იქადაგე ჩემი სახარება -ს პირველი გამოცემა გამოვიდა 2004 წელს და კვლავ, როდესაც მეორე გამოცემა გამოვიდა 2023 წელს. მე მჯერა, რომ იქადაგე ჩემი სახარება -მ განსაკუთრებულად აკურთხა მისიონერული საქმიანობა.

იქადაგე ჩემი სახარება -ს ახალი გამოცემა მოიცავს ყველაფერს, რაც ვისწავლეთ 2004 წლიდან - პირველი პრეზიდენტობის ყოველი წევრისა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის შთაგონებულ მითითებებს და ციფრულ ეპოქაში სახარების გაზიარებისთვის განხორციელებულ ცვლილებებს. ზოგიერთმა ამ ცვლილებამ მნიშვნელოვანი წარმატება მოიტანა.

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სახარების მარტივი, ჩვეულებრივი და ბუნებრივი გზებით გავრცელება – „შეიყვარე, გაუზიარე, მოიწვიე“ პრინციპების მეშვეობით დიდად აკურთხებს სასუფეველს. იესო ქრისტე ასე ავრცელებდა სახარებას, როდესაც ის დედამიწაზე ცხოვრობდა. მან გაუზიარა თავისი ცხოვრება და სიყვარული სხვებს და მიიწვია ყველა, მასთან მისულიყვნენ (იხილეთ მათე 11:28). ეკლესიის თითოეული წევრისთვის პრინციპი „შეიყვარე, გაუზიარე და მოიწვიე“, რომელსაც უფალი იყენებდა, განსაკუთრებული კურთხევა და პასუხისმგებლობაა.

დაიწყეთ სიყვარულით

გეთსიმანიის ბაღში და ჯვარზე იესო ქრისტემ აიღო თავის თავზე ქვეყნიერების ცოდვები და განიცადა ყველა მწუხარება და „ყველანაირი ტკივილი და ტანჯვა და ცდუნება“ (ალმა 7:11). ამან „თავად ღმერთი, ყველაზე დიადი, [აიძულა] ტკივილისგან [ეკანკალა], სისხლი [წამოსვლოდა] ყოველი ფორიდან“ (მოძღვრება და აღთქმები 19:18). იესო ქრისტემ, გამოსყიდვისა და აღდგომის მეშვეობით, ყველასთვის შესაძლებელი გახადა ხსნა და ამაღლება.

მხსნელისკენ შემობრუნება და იმაზე ფიქრი, რაც მან გააკეთა ჩვენთვის, ჩვენში ქმნის მისდამი სიყვარულით სავსე გულს. შემდეგ ის ჩვენს გულებს მოაბრუნებს სხვებისკენ და გვიბრძანებს, გვიყვარდეს ისინი (იხილეთ იოანე 13:34–35) და გავუზიაროთ მათ უფლის სახარება (იხილეთ მათე 28:19; მარკოზი 16:15). თუ ჩვენს ირგვლივ მყოფები გრძნობენ, რომ ჩვენ გულწრფელად გვიყვარს ისინი და ვზრუნავთ მათზე, ისინი სავარაუდოდ გაუხსნიან გულებს ჩვენს გზავნილებს, ისევე როგორც მეფე ლამონმა გაუხსნა გული სახარების მისაღებად ამონის სიყვარულისა და მსახურების გამო (იხილეთ ალმა 17–19).

როდესაც ჩვენ ვავრცელებთ სახარებას, მოდით, დავიწყოთ სიყვარულით. როდესაც ჩვენ სიყვარულით მივუდგებით სხვებს, გვეხსომება რა, რომ ისინი ჩვენი ძმები და დები და ჩვენი მამაზეციერის საყვარელი შვილები არიან — ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, გავუზიაროთ მათ ის, რაც ვიცით, რომ არის ჭეშმარიტი.

მღელვარებით ჩაერთეთ და გაავრცელეთ

არავინ იყო უფრო თავდადებული სახარების გავრცელების საქმეში, ვიდრე პრეზიდენტი მ. რასელ ბალარდი (1928–2023). გენერალური კონფერენციის ბოლო გამოსვლაში მან დაამოწმა: „ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და მშვენიერი რამ, რაც ამქვეყნად ნებისმიერმა შეიძლება იცოდეს, არის ის, რომ ჩვენმა მამაზეციერმა და უფალმა იესო ქრისტემ გამოავლინეს თავი ამ უკანასკნელ დღეს და რომ ჯოზეფ [სმითი] აღზარდეს იესო ქრისტეს მარადიული სახარების სისავსის აღსადგენად“.

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პრეზიდენტი ბალარდი გულმოდგინედ იყო დაკავებული ყველასთვის ამ ძვირფასი გზავნილის გაზიარებით. მან მოგვიწოდა, იგივე გაგვეკეთებინა. ის გვასწავლიდა, რომ ჩვენ უნდა გავავრცელოთ სახარება „კარგი მეზობლობით, ზრუნვითა და სიყვარულის გამოვლენით“. ამგვარად, „ჩვენ ვასხივებთ სახარებას საკუთარ ცხოვრებაში და … [სხვებს] ვასხივებთ კურთხევებს, რომლებსაც სახარება გვთავაზობს“. ჩვენ ასევე „ვმოწმობთ იმას, რაც [ჩვენ] ვიცით, გვწამს და რასაც ვგრძნობთ“. პრეზიდენტი ბალარდი ასწავლიდა: „სუფთა მოწმობა … სულიწმინდის ძალით შეიძლება მიტანილ იქნეს სხვათა გულებში, რომლებიც ღიაა მის მისაღებად“.

იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების გავრცელება პრეზიდენტ ბალარდის გულის უდიდესი სურვილი იყო. ჩვენ შეგვიძლია, გულმოდგინედ ვიყოთ ჩართული — როგორც ის იყო — სახარების გავრცელების საქმეში სიტყვით და საქმით. არასდროს ვიცით, ჩვენ შორის ვინ შეიძლება ეძებდეს სახარების ნათელს, და არ იცოდეს, სად იპოვოს ის (იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 123:12).

გამოსახულება
ორი კაცი კიბეებზე ადის

გულწრფელად მოიწვიეთ

როდესაც ვეხმარებით სხვებს ქრისტესთან მისვლაში, ჩვენ ვიწვევთ მათ, განიცადონ სიხარული, რომელიც მოაქვს მხსნელსა და მის სახარებას. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება მათი მოწვევით ისეთ ღონისძიებებზე, როგორებიცაა მორმონის წიგნის წაკითხვა ან მისიონერებთან შეხვედრა. ჩვენ ასევე შეგვიძლია, გულწრფელად მოვიწვიოთ ისინი, დაესწრონ ზიარების შეკრებას ჩვენთან ერთად.

ჩვენ ყოველ კვირას ვესწრებით ზიარების შეკრებას, რათა „თაყვანი ვცეთ ღმერთს და მივიღოთ ზიარება, რათა გავიხსენოთ იესო ქრისტე და მის მიერ გამოსყიდვა“. ეს არის ხელსაყრელი დრო, რათა ადამიანებმა იგრძნონ სულიწმიდა, მიუახლოვდნენ მხსნელს და გააძლიერონ თავიანთი რწმენა მის მიმართ.

როდესაც ჩვენ ვეძებთ გზებს იმისთვის, რომ შევიყვაროთ, გავაზიაროთ და მოვიწვიოთ, ჩვენი დაგეგმვა და ძალისხმევა უნდა მოიცავდეს ზიარების შეკრებაზე დასასწრებად ადამიანების დახმარებას. თუ ისინი მიიღებენ ჩვენს მოწვევას და დაესწრებიან ზიარების შეკრებას, უფრო სავარაუდოა, რომ გააგრძელებენ ნათლობისა და მოქცევის გზას. მთელი გულით მჯერა, რომ დიდი წარმატება მოვა, როცა მოვიწვევთ სხვებს ზიარების შეკრებაზე დასასწრებად და დავეხმარებით მათ კურთხევების ამოცნობაში, რომელთა მიღებაც მათ შეეძლებათ ამის შედეგად.

უფალი გვიხელმძღვანელებს

ჩვენ არასდროს ვიცით, რა წარმატებებსა და გამოწვევებს ვუპირისპირდებით „შეიყვარე, გაუზიარე და მოიწვიე“ პრინციპის გაზიარებით. მოსიას ვაჟები „დადიოდნენ ქალაქიდან ქალაქში, ერთი სამლოცველო სახლიდან მეორეში, … ლამანიელთა შორის, რათა მათ შორის ექადაგათ და ესწავლებინათ ღვთის სიტყვა; და ამგვარად, მათ დაიწყეს დიდი წარმატების მიღწევა“. მათი ძალისხმევით, „ათასები იქნენ მიყვანილნი უფლის ცოდნამდე“ და ბევრი „მოქცეულ იქნა … [და] არასდროს აღარ ასცდენია გზას“ (ალმა 23:4–6).

მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველთვის არ იქნება ჩვენი გამოცდილება, უფალი დაგვპირდა, რომ ის ჩვენთან ერთად იშრომებს, რადგან ყოველი სული მისთვის ძვირფასია. როდესაც ჩვენ ვენდობით უფალს და ჩართული ვართ მის სამსახურში, ის გვიხელმძღვანელებს, თუ როგორ გავუზიაროთ მისი სახარება სხვებს მათ მიმართ სიყვარულით, მათთან ჩვენი ცხოვრებისა და მოწმობების გაზიარებით და მოწვევით - შემოგვიერთდნენ და იყვნენ უფლის მიმდევრები.

„დიდი იქნება [ჩვენი] სიხარული“ (მოძღვრება და აღთქმები 18:15), როდესაც გამოვიყენებთ ჩვენ გარშემო არსებულ შესაძლებლობებს, რათა დავეხმაროთ უფალ იესო ქრისტეს მასთან სულების მიყვანის დიდ საქმეში.

შენიშვნა

  1. Teachings of Presidents of the Church: David O. McKay [ეკლესიის პრეზიდენტების სწავლებები: დევიდ ო. მაკქეი] (2003), xxii.

  2. Teachings of Presidents of the Church: Spencer W. Kimball [ეკლესიის პრეზიდენტების სწავლებები: სპენსერ ვ. კიმბალი] (2006) 261, 262.

  3. გორდონ ბ. ჰინკლი, „Find the Lambs, Feed the Sheep [იპოვე კრავები, გამოკვებე ცხვრები]“, ლიახონა, ივლისი, 1999, 121. ეს მიმართვა წარმოითქვა 1999 წლის 21 თებერვალს, სატელიტური გადაცემის დროს სოლთ-ლეიქ-სითის ტაბერნაკალიდან (Salt Lake Tabernacle).

  4. რასელ მ. ნელსონი, „The Everlasting Covenant [მარადიული აღთქმა]”, ლიახონა, ოქტომბერი, 2022, 9.

  5. მ. რასელ ბალარდი, „Praise to the Man [ლოცვა-დიდება ადამიანს]“, ლიახონა, ნოემბერი, 2023, 74.

  6. მ. რასელ ბალარდი, „The Essential Role of Member Missionary Work [წევრის მისიონერული სამუშაოს არსებითი როლი]“, ლიახონა, მაისი, 2003, 40.

  7. მ. რასელ ბალარდი, „Remember What Matters Most [გახსოვდეთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი]“, ლიახონა, მაისი, 2023, 107.

  8. Preach My Gospel: A Guide to Sharing the Gospel of Jesus Christ [იქადაგე ჩემი სახარება: იესო ქრისტეს სახარების გაზიარების სახელმძღვანელო] (2023), 88.

  9. იხილეთ Preach My Gospel [იქადაგე ჩემი სახარება], 172.

ამობეჭდვა