ლიახონა
პატიება
ივლისი, 2024 წ.


რეგიონის ხელმძღვანელობის გზავნილი

პატიება

როდესაც მხსნელი ცხოვრობდა დედამიწაზე, მას უყვარდა ხალხი და ამას მსახურებით გამოხატავდა. მან გააზიარა სიბრძნე და ცოდნა ასწავლა რა მათ ზეციერი მამის ბედნიერების გეგმა. ის ყველას ეპატიჟებოდა, რომ მისულიყვნენ მასთან - ის ამბობდა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“. იგივე მოწვევა ჯერ კიდევ ძალაშია და ასე მოგვიწოდებს თითოეულ ჩვენგანს, რათა შევიცნოთ იგი და უფრო მეტად დავემსგავსოთ მას.

იესო ქრისტე არის პატიების სრულყოფილი მაგალითი ჩვენთვის. მან თავის მოწაფეებს ასწავლა რამდენჯერ უნდა ეპატიებინათ ძმა, თუ მათი ძმა განაგრძობდა ცოდვების ჩადენას: „არ გეუბნები, შვიდჯერ... არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ“. ეს გულისხმობს მუდმივ პატიებას. ქრისტემ გვასწავლა როგორ გველოცა ჩვენი ზეციერი მამისთვის: „და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს თანამდებს“. მაცხოვრის პატიების უნარის საბოლოო მაგალითი იყო მისი ვედრება ღმერთს, როდესაც ის ჯვარს აცვეს და თქვა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ“.

„პატიება არის საღვთო თვისება. ეს არის ვინმეს შეწყალება ან გამართლება დანაშაულისთვის ან არასწორი ქმედებისთვის. წმინდა წერილები პატიებას მოიხსენიებენ ორნაირად. უფალი გვიბრძანებს მოვინანიოთ ცოდვის ჩადენა და ვეძიოთ მისი პატიება. ის ასევე გვიბრძანებს ვაპატიოთ მათ ვინც გვატკინეს ან გვაწყენინეს“. ქრისტე გვასწავლიდა: „მიუტევეთ და მოგეტევებათ“. „მე, უფალი, შევუნდობ მას, რომელსაც მივუტევებ, მაგრამ თქვენ მოგეთხოვებათ, შეუნდოთ ყოველ ადამიანს“.

ჩვენ მოვევლინეთ სამყაროს და მივიღეთ ფიზიკური სხეული, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვისწავლოთ, გავიზარდოთ და განვვითარდეთ. ჩვენ განვიცდით დაპირისპირებებს და გვაქვს თავისუფალი არჩევანი, რაც შეესაბამება ზეციერი მამის გეგმას. მაქსიმუმის გაკეთების შემდეგაც კი, ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს, ვცოდავთ, ვცდებით და ვიღებთ არასწორ არჩევანს. იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ პატიება ჩვენი ცოდვებისთვის გულწრფელი და სრული მონანიებით, რაც მოიცავს გატეხილ გულს, მომნანიებელ სულს და ღვთიური მწუხარების განცდას.

„პატიება მოითხოვს ჩვენი ცოდვების მონანიებას და ამავე დროს რწმენის ზრდას და განმტკიცებას იესო ქრისტეს მიმართ. როდესაც ჩვენ მოვინანიებთ და მივდივართ მასთან, ჩვენ მივდივართ მიტევების გზაზე“.

უხუცესმა ნილ ლ. ანდერსენმა გვასწავლა: „მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ შენდობის ღვთაებრივი ძღვენის დამსახურება შეუძლებელია; მხოლოდ მისი მიღებაა შესაძლებელი. დიახ, მცნებები უნდა შესრულდეს და წეს-ჩვეულებები ჩატარდეს პატიების მისაღებად, მაგრამ პირადი ძალისხმევა, რაც არ უნდა დიდი იყოს, არაფერია გამოსყიდვის საფასურთან შედარებით. სინამდვილეში, არ არსებობს შედარება. „პატიება არის საჩუქარი და ერთადერთი, ვისაც შეუძლია საჩუქრის გაცემა, არის სამყაროს გამომსყიდველი და მხსნელი, იესო ქრისტე. ის თავის ფასდაუდებელ საჩუქარს ნებით წირავს ყველას, ვინც მიმართავს მას მის მისაღებად“.

ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს გვახსენებს, რომ ბედნიერი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია პატიება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი ეკუთვნის ჩვენს ოჯახს: „ოჯახში ბედნიერება შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ოჯახური ცხოვრება დაფუძვნებულია უფლის, იესო ქრისტეს სწავლებებზე. წარმატებული ქორწინებები და ოჯახები ყალიბდება და ეფუძვნება რწმენის, ლოცვის, მონანიების, შენდობის, პატივისცემის, სიყვარულის და ჯანმრთელი ცხოვრების კანონებზე.“

პრეზიდენტმა ნელსონმა ასეთი თხოვნა მოგვიძღვნა: „ჩემი დღევანდელი მოწოდებაა, ძვირფასო ძმებო და დებო, დაასრულოთ თქვენს გულში, თქვენს სახლში, თქვენს ცხოვრებაში მძვინვარე კონფლიქტები. … მე გავიმეორებ ჩემს მოწოდებას, დაასრულოთ კონფლიქტი თქვენს ცხოვრებაში. გამოავლინეთ მიტევებისა და მიტევების ძიებისთვის საჭირო თავმდაბლობა, სიმამაცე და ძალა. მხსნელი დაგვპირდა, რომ ,ვინაიდან, თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, [ჩვენც მოგვიტევებს ჩვენი] ზეციერი მამა‘“. „აჰა, რომელმაც მოინანია თავისი ცოდვები – მას მიეტევა და მე, უფალი, მეტს აღარ გავიხსენებ“.

ანალოგიურად, ჩვენ უნდა ვაპატიოთ და დავივიწყოთ ის გულისტკივილები, რომლებსაც განვიცდით. პატიება არის ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი რაც ზეციერმა მამამ გვიბოძა. იესო ქრისტეს გამომსყიდველი საქმის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მიტევების სასიხარულო სასწაული - განვიცადოთ უდიდესი ცვლილება გულში, გავხდეთ „წმინდანი…, როგორც ბავშვი - მორჩილი, თვინიერი, თავმდაბალი, მომთმენი, სიყვარულით აღსავსე“, ვიგრძნოთ სიმშვიდე და დარწმუნება, და მივიღოთ ნუგეში და ძალი, რომ სიხარულით გავაგრძელოთ აღთქმის გზა.

სწორედ ამიტომ „ჩვენ ვლაპარაკობთ ქრისტეზე, ჩვენ ვხარობთ ქრისტეში, ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეზე, ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ ქრისტეზე და ჩვენ ვწერთ ჩვენი წინასწარმეტყველებების შესაბამისად, რათა ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რომელ წყაროს დაეყრდნონ თავიანთი ცოდვების მისატევებლად“.

შენიშვნები

  1. მათე 11:28.

  2. იხილეთ მათე 18:21-22.

  3. ლუკა 11:4 (ასევე იხილეთ მუხლები 1-3)

  4. ლუკა 23:34

  5. სახარების თემა: პატიება, https://www.churchofjesuschrist.org/study/manual/gospel-topics/forgiveness?lang=eng#p3

  6. ლუკა 6:37.

  7. მოძღვრება და აღთქმები 64:10.

  8. იხილეთ ნილ ლ. ანდერსენი, პატიების ღვთაებრივი საჩუქარი, 146.

  9. ნილ ლ. ანდერსენი, „პატიების საჩუქარი,“ ლიახონა, თებერვალი, 2021, 11.

  10. „ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს,“ https://www.churchofjesuschrist.org/study/scriptures/the-family-a-proclamation-to-the-world/the-family-a-proclamation-to-the-world?lang=kat

  11. რასელ მ. ნელსონი, „სულიერი იმპულსის ძალა,“ ლიახონა, მაისი, 2022, 97, 100.

  12. მოძღვრება და აღთქმები 58:42.

  13. იხილეთ მოსია 5:2.

  14. მოსია 3:19.

  15. 2 ნეფი 25:26.

ამობეჭდვა