„აარონი ასწავლის მეფეს“, მეგობარი ივლისი, 2024 წ., 26–27.
ყოველთვიური გზავნილი ჟურნალიდან მეგობარი ივლისი, 2024 წ.
აარონი ასწავლის მეფეს
აარონი იყო მოსიას ერთ-ერთ ძეთაგანი. ის იყო მისიონერი. ის ასწავლიდა ლამანიელთა მეფეს მთელ ქვეყანაში.
აარონმა ჰკითხა მეფეს, სჯეროდა თუ არა მას ღმერთის. მეფემ თქვა, რომ იგი იწამებდა, თუ აარონი ეტყოდა, რომ ღმერთი რეალური იყო. მან სთხოვა აარონს, მეტი ეამბო ღმერთის შესახებ მისთვის.
აარონმა მეფეს წმინდა წერილი წაუკითხა. მას ასწავლა დედამიწის შექმნის შესახებ. მან ასწავლა ღვთის გეგმა. მან უამბო მეფეს იესო ქრისტეს შესახებ.
ამის შემდეგ მეფემ ილოცა. მან ჰკითხა ღმერთს, იყო თუ არა აარონის ნათქვამი სიმართლე. მეფემ მიიღო პასუხი, რომ ეს მართალი იყო!
მეფემ იწამა, რასაც აარონი ასწავლიდა. მის ოჯახშიც ყველამ იწამა. ისინი მოინათლნენ და აირჩიეს იესო ქრისტეს კვალზე სიარული.
გასაფერადებელი გვერდი
მე შემიძლია, სიყვარულის გამოვლენით გავყვე იესოს
ილუსტრაცია ადამ კოფორდის მიერ
როგორ ავლენთ სიყვარულს სხვების მიმართ?
© 2024 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. Translation of Monthly Friend Message, July 2024. Georgian. 19348 131