საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
როგორ მესმის და როგორ ვიყენებ თემში ლგბტქ-სთან დაკავშირებულ ტერმინებს ?


„როგორ მესმის და როგორ ვიყენებ თემში ლგბტქ-სთან დაკავშირებულ ტერმინებს“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ოჯახი და მეგობრები (2020)

„როგორ მესმის და როგორ ვიყენებ თემში ლგბტქ-სთან დაკავშირებულ ტერმინებს“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ოჯახი და მეგობრები

როგორ მესმის და როგორ ვიყენებ თემში ლგბტქ-სთან დაკავშირებულ ტერმინებს ?

ტერმინები

სექსუალური ორიენტაცია შეიძლება ეხებოდეს ემოციურ, რომანტიკულ ან სექსუალურ ლტოლვას, ისევე როგორც იდენტურობის განცდას. ზოგისთვის სასარგებლოა სქესობრივი ლტოლვის, ემოციური ლტოლვისა და იდენტურობის გარჩევა და არა მათი დაჯგუფება, როგორც ”სექსუალური ორიენტაცია“.

ყველაზე გავრცელებული იარლიყებია ლესბოსელი (ქალი იზიდავს ქალს), გეი (კაცი იზიდავს კაცს) და ბისექსუალი (კაცი ან ქალი იზიდავს ორივე სქესის წარმომადგენელს). ზოგი ქალი, საკუთარი თავის დახასიათებისას, ასევე იყენებს ტერმინს გეი. ადამიანები ზოგჯერ იყენებენ სხვა იარლიყებს, ზოგიერთი ადამიანი კი, რომელიც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ გრძნობს ლტოლვას, ირჩევს, არ გამოიყენოს იარლიყი საკუთარი თავის დასახასიათებლად. დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს ის, როგორ ახდენენ ადამიანები იდენტიფიცირებას.

ლტოლვა არ ნიშნავს იდენტიფიცირებას. ადამიანებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ, როგორ მოახდინონ იდენტიფიცირება. არსებობენ აქტიური, ტაძარში შესასვლელად ღირსი წევრები, რომლებიც იცავენ უმანკოების კანონს და ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას როგორც გეი, ლესბოსელი ან ბისექსუალი. არიან ეკლესიის ისეთი აქტიური წევრებიც, რომლებიც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ გრძნობენ ლტოლვას, თუმცა ირჩევენ, არ გამოიყენონ არანაირი იარლიყი საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის. ჩვენი მთავარი იდენტურობა - ღვთის შვილი - უცვლელია. გენდერულ იდენტურობასა და გენდერულ დისფორიასთან დაკავშირებული მეტი ინფორმაცია იხილეთ ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება და ტრანსგენდერი: სხვების მხარდაჭერა, ChurchofJesusChrist.org.

სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტიფიცირება

საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა (სსლ) შეიძლება ეხებოდეს ემოციურ, რომანტიკულ ან სექსუალურ ლტოლვას იმავე სქესის მქონე ადამიანის მიმართ. თუ თქვენ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვას განიცდით, შეგიძლიათ აირჩიოთ, გამოიყენოთ ან არ გამოიყენოთ სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული იარლიყი. ასე თუ ისე, საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა გახლავთ ტექნიკური ტერმინი, რომელიც აღწერს მდგომარეობას და არა აწებებს იარლიყს. ეს ვებგვერდი გამოიყენებს ამ ტერმინს, რათა მოიცვას ადამიანები, რომლებიც არ გრძნობენ თავს კომფორტულად, გამოიყენონ იარლიყი და არა იმიტომ, რომ უარყოს გეების, ლესბოსელების ან ბისექსუალების იდენტიფიცირება.

საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა და გენდერული დისფორია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, ისინი, ვინც განიცდიან გენდერულ დისფობიას, შესაძლოა ასევე განიცდიდნენ ან არ განიცდიდნენ საკუთარი სქესის მქონე ადამიანებს მიმართ ლტოლვას და მრავალ მათგანს, ვინც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ განიცდის ლტოლვას, არ სურს სქესის შეცვლა. ფსიქოლოგიური და საუწყებო თვალსაზრისით ეს ორი მდგომარეობა განსხვავდება.