საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
ჩემი საყვარელი ადამიანი გეია. რა უნდა ვქნა?


„ჩემი საყვარელი ადამიანი გეია“. რა უნდა ვქნა? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ოჯახი და მეგობრები (2020)

„ჩემი საყვარელი ადამიანი გეია“. რა უნდა ვქნა? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ოჯახი და მეგობრები

ჩემი საყვარელი ადამიანი გეია. რა უნდა ვქნა?

დაიწყეთ სიყვარულით

საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვაზე საუბარი შეიძლება შემაშინებელი და უხერხული იყოს. თქვენმა შვილმა, მეუღლემ ან ოჯახის წევრმა შეიძლება არ იციან, როგორ დაგელაპარაკონ ამის შესახებ. ზოგჯერ შეიძლება თავი არაადეკვატურად იგრძნოთ. გინდაც ზოგჯერ არ იცოდეთ, როგორ უპასუხოთ იმ ბრძოლას, რომელსაც თქვენი ოჯახის წევრი გადის, თქვენ არ ინანებთ იმას, რომ გამოხატეთ მის მიმართ სიყვარული და გაგება.

არასდროს ინანებთ, თუ იტყვით „მიყვარხარ“.

არასოდეს ინანებთ, თუ საყვარელ ადამიანს მკლავებში მოიქცევთ და ჩაეხუტებით. არასდროს ინანებთ, თუ მოუსმენთ. არასდროს ინანებთ, თუ ეცდებით, გაიგოთ.

თუ გადაჭარბებული რეაგირება მოახდინეთ ან ამბობთ იმას, რაზედაც მერე ინანებთ, არ გაიტეხოთ გული. ეს მთელი თქვენი ცხოვრების ყველა საუბრიდან მხოლოდ ერთი მომენტია. არასდროს არ არის გვიანი ბოდიშის მოხდა.

თუ საყვარელი ადამიანის შესახებ სხვისგან შეიტყობთ, რომ იგი საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვას გრძნობს, ნუ მიიღებთ ამას პირადულად. საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვაზე საუბარი შეიძლება შემაშინებელი და უხერხული იყოს. შეიძლება თქვენმა საყვარელმა ადამიანებმა არ იციან, როგორ დაგელაპარაკონ ამის შესახებ.

ბუნებრივია, ეს მტკივნეულია. ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ „სრულყოფილ“ ოჯახზე ოცნება დაგემსხვრათ? გრძნობთ, რომ ახლო ურთიერთობას კარგავთ? გეშინიათ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს კარგად არ მოექცევიან? ეს გრძნობები ბუნებრივია. ტკივილი არ არის სირცხვილი.

ნუ იდანაშაულებთ თავს იმაში, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვას გრძნობს. ეს არავისი ბრალი არ არის. დანაშაულის გრძნობა არც აუცილებელია და არც არაფერში გეხმარებათ.

ეძიეთ სულიერი მითითებები

ოჯახის წევრისთვის ყველაზე ნაკლებად ეფექტური ლოცვა უკავშირდება კითხვას „რატომ“? მეორეა „გთხოვ, ახლავე მომაშორე ეს“. ყველაზე ეფექტური კითხვაა „როგორ“? როგორ დავეხმარო? როგორ გავხდე საყვარელი ადამიანისთვის ის საყრდენი, რომელიც მას ასე ესაჭიროება? რა შეიძლება ვისწავლოთ აქედან?

ეძიეთ ცოდნა და შეისწავლეთ ყველაფერი, რაც კი შეგიძლიათ. გაესაუბრეთ თქვენს ეპისკოპოსს ან მრევლის პრეზიდენტს და მიიღეთ რჩევა უფლის უფლებამოსილი პირისაგან. თუ იგრძნობთ ამის საჭიროებას, სთხოვეთ მღვდლობის კურთხევა, რომელიც დაგეხმარებათ, უპასუხოთ საყვარელი ადამიანის საჭიროებას. ზოგი ადამიანი პოულობს პერსპექტივას დახმარების ჯგუფებში ან ტაძარში სიარულით. ფაქტობრივად, სიმშვიდისა და პერსპექტივის პოვნისთვის არ არსებობს ტაძარზე უკეთესი ადგილი.

ეცადეთ, გაგიგონ

თქვენს ირგვლივ იყოლიეთ ადამიანები, რომლებიც აგამაღლებენ. არიან ისეთები, ვინც ზრუნავენ. არიან ცნობისმოყვარენი. კითხვებზე პასუხის გაცემა შეიძლება დაგეხმაროთ გაგების თვალსაზრისით, თუმცა შესაძლოა, ძალიან დამღლელი აღმოჩნდეს. დარწმუნდით იმაში, რომ წმინდა ადგილში ყოფნისას სულიერად დაიმუხტებით. და არავინ არ ზრუნავს თქვენზე მამაზეციერზე მეტად.

ამ მოგზაურობის დროს მშობლის როლში ყოფნა თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. როცა სულიწმინდის მეგზურობას ეძიებთ, თქვენ მიუახლოვდებით ღმერთს, თქვენს შვილს და ალბათ თქვენს მეუღლესაც. გახსოვდეთ, რომ თავისუფალ არჩევანს უნდა სცეთ პატივი. თუ თქვენი მეუღლის ხედვა თქვენისაგან განსხვავდება, პატივისცემით მოაგვარეთ ეს საკითხი. თუ თქვენი შვილი აკეთებს არჩევანს, რომელსაც თქვენ არ ეთანხმებით, კეთილად გაუზიარეთ მას თქვენი გრძნობები. ნურასოდეს ნუ ეცდებით მათ კონტროლს ან მანიპულირებას. დაუთმეთ მათ დრო და დაარწმუნეთ თქვენს სიყვარულში.

სიყვარულისა და კანონის გაწონასწორება

„ჩვენ, როგორც უკანასკნელი დღეების წმინდანებს, მრავალ ჩვენგანს, თუმცა არა ყოველ წევრს, გვაქვს მიდრეკილება იმისკენ, რომ კანონი სიყვარულზე ზემოთ დავაყენოთ.

„მე უამრავ წერილს ვიღებ ადამიანებისგან, რომლებიც სასოწარკვეთილები არიან მათი ოჯახის წევრების მიერ გაკეთებული არჩევნის გამო. და ისინი ამბობენ: „რა უნდა ვქნათ“? პირველი, რასაც ყოველთვის ვთავაზობ: გიყვარდეთ ისინი მიუხედავად ყველაფრისა. ბოლოსდაბოლოს, ყოველთვის შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს უფლის მცნება, რომელსაც მოიხსენიებენ, როგორც კანონს და ასევე დიდ მცნებას - გიყვარდეთ ერთმანეთი. და ეს შეუსაბამობაში მოდის, როცა ვინმე, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს, არ იცავს მცნებებს ანუ კანონს. და ამიტომ მათთან ურთიერთობა და მათი სიყვარული უფრო რთული ხდება. და მაინც, თუ გვიყვარს ვინმე და იმავე დროს მტკიცედ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს, ეს შესაძლებელი ხდება. …

„ჩვენ არ უნდა დავიწყოთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი სურვილების საწინააღმდეგო არჩევანს აკეთებენ, იმით, რომ ვიკამათოთ ამის შესახებ. ჩვენთვის უკეთესი იქნება, თუ დავიწყებთ საუბარს თემებზე: სადაური ხართ? რა არის თქვენი ძირითადი ფასეულობები? რისი მიღწევა გსურთ? და შემდეგ, ამ კონტექსტში, ჩვენ შევძლებთ, ავხსნათ, რომ ჩვენ უფლის მცნებებს დიდ პატივს ვცემთ, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავრჩეთ მარადიულ ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე.

„ჩვენ მცნებები გვიბოძეს. როცა ამ მცნებებს ვიცავთ, ჩვენ მორჩილებას გამოვხატავთ. მცნებების მიმართ მორჩილების შედეგია ის, რომ ჩვენ მარადიულ კანონთან ჰარმონიაში ვიმყოფებით და ეს ნებას გვრთავს, გავიზარდოთ და მოვახდინოთ წინსვლა მარადიული ცხოვრების გზაზე. უფალმა უბრძანა თავის მიმდევრებს: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ“ (იოანე 13:34). ასე რომ, ჩვენ ვუყურებთ იმას, როგორ შეგვიყვარა ჩვენ უფალმა.  მან თავი შესწირა ჩვენ გამო. იგი ყოველთვის ზრუნავდა ცალკეულ პირზე. მას საოცრად შეუძლია, მისწვდეს ადამიანებს. მე ვფიქრობ, ყოველივე ეს არის იმის მახასიათებელი, თუ როგორ შეგვიძლია, გვიყვარდეს ერთმანეთი მის მსგავსად. თუ ჩვენ მას მაგალითად ავიღებთ, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, მივწვდეთ ყველას, რათა არავინ არ დარჩეს გარეთ“ (დალინ ჰ. ოუქსი, „სიყვარული და კანონი“, ChurchofJesusChrist.org).

ღვთიური სიყვარული არ იწონებს ცოდვას - „მე, უფალი, ვერ შევხედავ ცოდვას ვერანაირი შემწყნარებლობით; თუმცა, სიხარულით მიუტევებს: „ამისდა მიუხედავად, მიეტევება მას, ვინც ინანიებს და იცავს უფლის მცნებებს“ (მოძღვრება და აღთქმები 1:31-32). ამის მსგავსად ჩვენც არ უნდა დავთმოთ არაფერი, რაც ღვთის კანონებით ცხოვრებას და მათ დაცვას ითვალისწინებს, თუმცა იმისთვის, რომ სრულად ავირეკლოთ ღვთის სიყვარული, ჩვენ უნდა ასევე გვიყვარდეს ერთმანეთი ისე ღიად და სრულად, რომ არავინ არ გრძნობდეს თავს მიტოვებულად, მარტოდ ან უიმედოდ.

დეპრესიასა და თვითმკვლელობაზე საუბარი

დეპრესიის გრძნობები რეალურია და ისინი შეიძლება იყოს დამთრგუნველი და გამომფიტავი. ხშირად პროფესიონალის კონსულტაცია და სამედიცინო დახმარების გაწევა ეხმარება ადამიანებს დეპრესიასთან გამკლავებაში. როცა დეპრესიული აზრები თვითმკვლელობის ფიქრებში გადადის, აუცილებელია ვინმესთან საუბარი. თვითმკვლელობის ზღვარზე მყოფნი დიდ ფიზიკურ, მენტალურ ამ ემოციურ ტკივილს განიცდიან; ისინი ხშირად გარიყულნი არიან; შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მომავლის არანაირი იმედი არ აქვთ. ისინი შესაძლოა ფიქრობენ, რომ ამ აუტანელი ტკივილის დასრულებას მხოლოდ სიცოცხლის დასრულებით შეძლებენ. სიკვდილზე ფიქრი თვითმკვლელობის ჩადენამდე ხშირად დაწვრილებით განიხილება. ამ განხილვის პერიოდის დროს ჩარევას შეუძლია, გადაარჩინოს სიცოცხლე.

თვითმკვლელობის თავიდან არიდება იწყება მაფრთხილებელი ნიშნების შენიშვნით. მაფრთხილებელი ნიშნების ჩამონათვალის სანახავად ეწვიეთ American Foundation of Suicide Prevention.

თუ ვინმე რისკის წინაშე დგას, ყველაზე კარგი, რაც შეიძლება, გააკეთოთ ამ პიროვნებისთვის - დაელაპარაკოთ მას ამის შესახებ. შეიძლება ეს უხერხულად ან თავხედურად მოგეჩვენოთ, მაგრამ დეპრესიაში მყოფი ადამიანები ხშირად უაღრესად საჭიროებენ ვინმესთან საუბარს, ვინც დაეხმარება მათ, გაერკვიონ აზრებში და გრძნობებში. ასეთი საუბარი შეიძლება რთული აღმოჩნდეს, მაგრამ იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იზოლირებისა და უიმედობის გრძნობების შემცირებაში, რომლებიც შესაძლოა, თვითმკვლელობამდე მიიყვანონ ადამიანი. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება მზადაა, ჩაიდინოს თვითმკვლელობა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თვითმკვლელობის თავიდან აცილების ეროვნულ ცენტრს ნომერზე 1-800-273-TALK (8255).

კრიზისში მყოფთა დახმარების ხაზი, ChurchofJesusChrist.org