საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
საუკეთესოდ როგორ გამოვავლინო ქრისტესმიერი სიყვარული?


„საუკეთესოდ როგორ გამოვავლინო ქრისტესმიერი სიყვარული“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ოჯახი და მეგობრები (2020)

„საუკეთესოდ როგორ გამოვავლინო ქრისტესმიერი სიყვარული“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ოჯახი და მეგობრები

საუკეთესოდ როგორ გამოვავლინო ქრისტესმიერი სიყვარული?

სხვების ამაღლება

საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა ცოდვა არ არის, თუმცა შეიძლება, რთული იყოს. პიროვნება თავად არ ირჩევს ამ გრძნობებს, მაგრამ მას შეუძლია, აიღოს ვალდებულება და დაიცვას ღმერთის მცნებები. არიან ეკლესიის ისეთი აქტიური წევრები, რომლებიც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ გრძნობენ ლტოლვას, თუმცა ირჩევენ, არ გამოიყენონ არანაირი იარლიყი საკუთარი თავის იდენტიფიცირებისთვის. ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრთა თემმა, უნდა ავირჩიოთ კითილგანწყობიანი თემის შექმნა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა გავიგოთ ის, რომ ყველანი ვიმყოფებით გზის სხვადასვა მონაკვეთზე და ვზრდით ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ცნობიერებას.

„მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ყოველ კვირას მოდიან ეკლესიაში, რათა მიიღონ შთაგონება და ამაღლდნენ და ისინი მიდიან და გრძნობენ, რომ მათ განიკითხავენ და სიყვარულს აკლებენ. რომ ისინი არ არიან საჭირონი. თითქოს მათთვის არ არის ადგილი ეკლესიაში. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. კარგად უნდა გვესმოდეს კვირაობით ეკლესიაში მოსვლის მიზეზი და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყოველი ადამიანი, ვინც იქ მოდის, გრძნობს ჩვენგან სიყვარულს, არის ჩვენ მიერ მიღებული და ამაღლებული. ყოველი ადამიანი გადის ბრძოლას, რომლის შესახებაც ჩვენ არაფერი ვიცით. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ირგვლივ მყოფი ყოველი ადამიანი ღმერთს უყვარს და ჩვენ მათ უნდა ვუყუროთ ქრისტეს მსგავსად. ჩვენ არ უნდა დავრთოთ ნება განკითხვას, გვიკარნახოს, როგორ მოვექცეთ სხვებს. ეს არ არის სწორი. მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უფალი გამიზნულად გვამყოფებს გარკვეულ ადგილას, გარკვეული ადამიანების გარემოცვაში. რადგან ეს მარტო ჩვენს წინსვლას კი არა, არამედ სხვების წინსვლასაც ეხება. მე იმასაც მივხვდი, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ ადგილას ვიმყოფებით, რათა სხვები შევიყვაროთ და ავამაღლოთ.

„ჩვენ ქრისტეს მოწაფედ ვერ დავირქმევთ თავს, თუ არ ვეხმარებით სხვებს ამ გზაზე სიარულში. იესო ქრისტეს სახარება არ განაცალკევებს ადამიანებს. ადამიანები განაცალკევებენ ადამიანებს. და ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მგრძნობიარენი და გვიყვარდეს ისინი, უნდა მივცეთ მათ ზრდისა და აყვავების საშუალება, რათა ისინი საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად იქცნენ. მათ აქვთ ნიჭი და უნარები, ასევე პიროვნული თვისებები, რომლებიც საჭიროა ღვთის სასუფეველში. და თუ ვაპირებთ დედამიწაზე ღვთის სასუფევლის შენებას, საჭიროა, ყველა მოვიდეს; მოვიდეს და თავისი წვლილი შეიტანოს. და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ. როცა ვინმეს ჩამქრალი ნათელის ჩრდილი სამლოცველოს კარს აბნელებს, ასეთმა ადამიანმა უნდა უმალვე იგრძნოს ჩვენგან სიყვარული და სითბო, შთაგონება და ამაღლება, რათა მან შეძლოს იმავე კარიდან გასვლა და უკეთესად ცხოვრება. რადგან ეცოდინება, რომ უფალს უყვარს იგი. და რომ მას თავისი რწმენის მეგობრები ჰყავს“ (ქეროლ ფ. მაკ კონკი, “Lifting Others,” ChurchofJesusChrist.org).

თქვენი მოყვასისადმი მსახურება და სიყვარული

„შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.მათე 22:37–39).

„ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ (იოანე 15:12).

ღმერთის მცნებების დაცვით (იხ. იოანე 14:15) და ერთმანეთის სიყვარულით (იხ. იოანე 13:34) ჩვენ ვამჟღავნებთ მის მიმართ სიყვარულს. თუ გყავთ ოჯახის წევრი ან მეგობარი, რომელნიც საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ გრძნობენ ლტოლვას ან თავს გეად თვლიან - გიყვარდეთ ისინი. პრეზიდენტმა ჰენრი ბ. აირინგმა აღნიშნა:

„თუ გსურთ, თქვენთვის ძვირფას ადამიანთან, რომელთანაც ერთად არ ხართ, ახლო ურთიერთობა შეინარჩუნოთ, თქვენ იცით, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის. თქვენ ყველანაირად ეცდებით, დაელაპარალოთ მას, მოუსმინოთ და ერთმანეთისთვის რამე სასიამოვნო გააკეთოთ. რაც უფრო ხშირად იზამთ ამას, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ურთიერთობა, მით უფრო ღრმა იქნება თქვენი ურთიერთობის კავშირი. რაც უფრო დიდ ხანს არ ილაპარაკებთ, არ მოუსმენთ, არაფერს არ მოიმოქმედებთ ერთმანეთისთვის, მით უფრო სუსტი იქნება ეს კავშირი.

„ღმერთი სრულყოფილი და ყოვლისშემძლეა, მე და თქვენ კი მოკვდავები. მაგრამ იგი ჩვენი მამაა, მას ვუყვარვართ, იგი მოსიყვარულე მეგობრის მსგავსად გვთავაზობს, დავუახლოვდეთ მას. და თქვენც ამას თითქმის იგივენაირად მოიმოქმედებთ: საუბრით, მოსმენითა და საქციელით“ (“To Draw Closer to God,” Ensign, May 1991, 66).

თქვენ ამჟღავნებთ სიყვარულს ღმერთის მიმართ იმით, რომ ემსახურებით სხვებს და გიყვართ ისინი.

და აჰა, ყოველივე ამას გეუბნებით, რომ თქვენ ჩაწვდეთ სიბრძნეს, რათა შეიცნოთ, რომ როდესაც ემსახურებით მოყვასს, თქვენ ემსახურებით მხოლოდ თქვენს ღმერთს“. (მოსია 2:17).

რას ნიშნავს, გიყვარდეთ ერთმანეთი? სიყვარული ზრუნავს. სიყვარული უსმენს. სიყვარული აერთიანებს. სიყვარული შთააგონებს. სიყვარული არის შუაგული იმისა, რაც ჩვენ ადამიანებად გვხდის, რადგან ჩვენ ღვთის შვილები ვართ და „ღმერთი სიყვარულია“. ბოლო სერობაზე მხსნელმა გაიმეორა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამით გაიგებენ ყველანი, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ“ (იოანე 13:35).

პატივით მოვექცეთ განსხვავებულობას

თუ გყავთ ოჯახის წევრი ან მეგობარი, რომელნიც საკუთარი სქესის ადაიანების მიმართ გრძნობენ ლტოლვას ან თავს გეად თვლიან - გიყვარდეთ ისინი. მცნება - გიყვარდეთ ერთმანეთი, მოიცავს მათაც, ვისი სამყაროს აღქმა თქვენისგან განსხვავდება.

როგორც პრეზიდენტმა დალინ ოუქსმა აგვიხსნა:

„ცხოვრებაში არსებული ამდენი ურთიერთობებითა და ვითარებებით ჩვენ უნდა ვიცხოვროთ განსხვავებებთან ერთად. სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ არ უნდა უარვყოთ ან უარი ვთქვათ საკუთარ პოზიციაზე, მაგრამ როგორც ქრისტეს მიმდევრებმა ჩვენ მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ მათთან, ვინც არ იზიარებენ ჩვენს ფასეულობებს ან არ იღებენ სწავლებებს, რომლებსაც ეს ფასეულობები ეყრდნობა. მამაზეციერის ხსნის გეგმა, რომელიც ჩვენ ვიცით წინასწარმეტყველური გამოცხადების წყალობით, გვაყენებს ისეთ მიწიერ ვითარებაში, სადაც უნდა დავიცვათ მისი მცნებები. ეს გულისხმობს ჩვენგან განსხვავებული კულტურის ან მრწამსის მოყვასის სიყვარულს ისე, როგორც მას ვუყვარდით. როგორც მორმონის წიგნის წინასწარმეტყველი გვასწავლიდა, ჩვენ უნდა წინ მივიწევდეთ, “ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით“.(2 ნეფი 31:20)” (“Loving Others and Living with Differences,” Liahona, Nov. 2014, 28).

ამობეჭდვა