სასწავლო ბუკლეტები
ტერმინების სია


ტერმინების სია

აარონის მღვდლობადაბალი საფეხურის მღვდლობა. ამ მღვდლობის უფლებამოსილებებით შეიძლება ადამიანების მონათვლა და ძველ აღთქმაში მოიხსნიება აარონის სახელით.

განდგომაროდესაც ეკლესია, პიროვნებები ან მთლიანად ერები, მიატოვებენ ან უარყოფენ იესო ქრისტეს სახარებას. განდგომას მოაქვს განცალკავება, დაბნეულობა, მღვდლობის უფლებამოსილებების და ღმერთის სახელით მოქმედების უფლების დაკარგვა.

მოციქულიიესო ქრისტემ მისცა ეს წოდება თორმეტ მამაკაცს, რომლებიც მან აირჩია დედამიწაზე ქადაგებისას და რომლებსაც მისცა უფლებამოსილება ემოქმედათ მისი სახელით. თანამედროვე დროს, იესო ქრისტემ მოუწოდა სხვა ადამიანებს, რომ ყოფილიყვნენ მის სამსახურში მოციქულებად. ისე როგორც ძველ დროს, მოციქული არის იესო ქრისტეს განსაკუთრებული მოწმე და მისგან აქვს მიღებული უფლებამოსილებები.

გამოსყიდვამოვლენა, რითაც მოგვეცა ღმერთთან შერიგების შესაძლებლობა. გამოსყიდვა ნიშნავს ცოდვის საზღაურად ტანჯვას, რითაც ცოდვილებს, რომლებიც ინანიებენ, შეუძლიათ განთავისუფლდნენ ცოდვის სასჯელისგან. იესო ქრისტე იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო სრულყოფილად გამოესყიდა მთელი კაცობრიობის ცოდვები. გამოსყიდვა მოიცავს ჩვენი ცოდვებისათვის მის მიერ ჯვარზე გადატანილ ტანჯვას, დაღვრილ სისხლს და აღდგომას. მისი გამოსყიდვის გამო, ყველა ადამიანი აღდგება, ვისაც ოდესმე უცოცხლია. გამოსყიდვა ასევე გვაძლევს, ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვების შენდობის გზას და მამაზეციერთან მარადიულად ყოფნის საშუალებას.

ნათლობანათლობა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცოდვების შენდობისკენ. სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ, მიღებული ნათლობით და წევრად დამტკიცებით, ჩვენ ვხდებით, უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები. წყალში ნათლობა, ნიშნავს როდესაც ადამიანი მთლიანად წყლით იფარება. ნათლობა ნიშნავს ჩვენს მზადყოფნას, რომ ვიაროთ ქრისტეს გზით და დავდოთ აღთქმები ღმერთთან.

სახარებამამაზეციერის გეგმა, რომელიც ჩვენ გვეხმარება, რომ გვქონდეს მშვიდობა ამ ცხოვრებაში და მარადიული ბედნიერება. სახარება ეფუძვნება, იესო ქრისტეს გამოსყიდვას და ჩვენგან მოითხოვს, რომ ვიქონიოთ მასში რწმენა, მოვინანიოთ, მოვინათლოთ, მივიღოთ სულიწმინდა და ვიყოთ ბოლომდე ერთგულნი.

სული წმინდაასევე მოიხსენიებენ, როგორც წმინდა სული, ღვთის სული და მანუგეშებელი. ის არის, მამაზეციერის და იესო ქრისტეს მოწმე, რომელიც გვასწავლის და გვეუბნება ჭეშმარიტებას.

მელქიცედეკის მღვდლობამაღალი მღვდლობა. ბიბლიის ძველ აღთქმაში მოიხსენიება, როგორც მელქიცედეკის მღვდლობა, რომელიც იყო სამართლიანი, მღვდელთ მთავარი და მეფე.

საეკლესიო წესჩვეულებამღვდლობის უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მიერ ჩატარებული სასულიერო საეკლესიო წესჩვეულება, მაგალითად ნათლობა.

მღვდლობაღმერთის მიერ ნაბოძები უფლებამოსილება და ძალა. ღმერთი აძლევს კაცს ამ ძალას, რომ იმოქმედოს მისი სახელით. აარონის მღვდლობა, იყო აღდგენილი, იესოს ნათლისმცემლის, იოანეს მიერ, იოსებ სმითის მეშვეობით. მელქიცედეკის მღვდლობა აღდგენილი იქნა, იესოს თორმეტი მოციქულებიდან პეტრეს, იაკობის და იოანეს მიერ.

აღდგენანიშნავს რაიმეს აღდგენას, მის საწყის ფორმაში, განახლებულ ფორმით. როდესაც დედამიწაზე დაიკარგა ჭეშმარიტება და უფლებამოსილება, სახარება აღდგა წინასწარმეტყველი იოსებ სმიტის მეშვეობით. აღდგენა განსხვავდება რეფორმისგან, რადგან რეფორმა ნიშნავს არსებული ორგანიზაციის ან წესების შეცვლას მისი საწყისი ფორმაში დასაბრუნებლად, ხოლო აღდგენა ნიშნავს ორგანიზაციის და წესების თავიდან ჩამოყალიბებას, მის თავდაპირველ ფორმაში.

აღდგომაფიზიკური სიკვდილის შემდეგ, სულის და სრულყოფილ ფიზიკური სხეულის, ხორცის და ძვლების ხელახალი ერთობა. იესო ქრისტე იყო პირველი ვინც აღდგა.

გამოცხადებაღმერთის და მისი შვილების ურთიერთობა, ხდება როგორც წესი სულიწმინდის მეშვეობით. ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ გამოცხადება, მათი ცხოვრებისათვის ხელმძღვანელობების მისაღებად, მაგრამ ღმერთის მიერ ამორჩეული წინასწარმეტყველი იღებს გამოცხადებას მთელი მსოფლიოსთვის. გამოცხადება მოდის სხვადასხვა ფორმებით, მაგრამ ყველაზე ხშირად მას ვიღებთ ფიქრებში, გრძნობებით და შთაბეჭდილებებით.

ამობეჭდვა