სასწავლო ბუკლეტები
ეცით თაყვანი, ჩვენთან ერთად


ეცით თაყვანი, ჩვენთან ერთად

მოდით და ნახეთ თუ როგორ შეცვლის თქვენს ცხოვრებას აღდგენილი სახარება

გამოსახულება
სამეურვეოს წევრები

ზიარების შეკრება არის ღმერთის თაყვანისაცემი მთავარი საეკლესიო სამსახური. როგორც წესი ის გრძელდება ერთ საათზე ცოტა მეტი და მიმდინარეობს შემდეგნაირად:

საგალობლები:საგალობლებს მღერიან ზიარებაზე დამსწრენი (საგალობლების წიგნები არის დარბაზში)

ლოცვები:ლოცვებს ამბობენ ადგილობრივი ეკლესიის წევრები.

ზიარება:იესო ქრისტეს გამოსყიდვის მოსახსენიებლად, პური და წყალი, კურთხევის შემდეგ ჩამოერიგებათ ზიარების დამსწრეებს.

სიტყვით გამომსვლელებიროგორც წესი, სამრევლოდან ერთი ან ორი ეკლესიის წევრი სიტყვით გამოდის სახარების თემაზე.

ჩაცმულობა:მამაკაცები და ბიჭები, უმთავრესად ჩაცმულები არიან შარვალ–კოსტუმში თეთრი პერანგით და ჰალსტუხით. ქალები და გოგოები ჩაცმულები არიან კაბებში.

ზიარების დროს შემოწირულობების შეწირვა არ მოითხოვება.

ჩვენ ასევე გეპატიჟებით, რომ დაესწროთ დამატებით შეკრებებს, თქვენი ინტერესების და ასაკის მიხედვით. ამ შეკრებების თანმიმდევრობა შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი.

საკვირაო სკოლა:სამეცადინო კლასი, სადაც ტარდება წმინდა წერილების და სახარების მოძღვრებების შესწავლა.

მღვდლობის შეკრებები:სამეცადინო კლასი მამაკაცებისათვის და ბიჭებისთვის 12 წლიდან.

მოწყალების საზოგადოება:სამეცადინო კლასი ქალებისთვის და გოგოებისთვის 18 წელს ზევით.

ახალგაზრდა ქალები:სამეცადინო კლასი გოგონებისთვის 12 წლიდან 18 წლამდე.

საბავშვო დამწყები კლასი:ჯგუფები და სამეცადინო კლასი 3წლიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ხშირად ხელმისაწვდომია საბავშვო ოთახი 18 თვიდან 3 წლამდე.

გამოსახულება
ზიარების შეკრება

ზიარების შეკრების დრო:

ეკლესიის მისამართი

ამობეჭდვა