სასწავლო ბუკლეტები
იესო ქრისტეს სახარების აღდგენა


ღმერთი არის სიყვარულით აღსავსე ზეციური მამა

ღმერთი არის თქვენ ი ზეციური მამა. ის გიცნობთ პირადად და უყვარხართ იმაზე მეტად ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. მას უნდა, რომ იყოთ ბედნიერი, ამ ცხოვრებაში და სამარადისოდ.

ამ მიზნის მისაღწევად, მამაზეციერმა მოგვცა გეგმა, რომელსაც ჰქვია, იესო ქრისტეს სახარება*. იესო ქრისტე არის ღმერთის ძე, მისი ცხოვრება და სწავლებები არის გზა მშვიდობისაკენ და სიხარულისაკენ, ამ ცხოვრებაში და სამარადისოდ.

სახარება არის კურთხევა, ოჯახებისათვის და მარტოხელა ადამიანებისთვის

იესო ქრისტეს სახარება, არის კურთხევა, მათთვის ვინც მას მიიღებს. ყველაზე საუკეთესო ადგილი, სადაც ისწავლება და გამოიყენება სახარება არის ოჯახები. ღმერთმა ჩამოაყალიბა ოჯახები, იმისათვის რომ მოუტანოს ბედნიერება მის შვილებს, რომ ჩვენ შევძლოთ სწორი პრინციპების შესწავლა სიყვარულით აღსავსე გარემოში და შევძლოთ უკან დაბრუნება მასთან, ჩვენი გარდაცვალების შემდეგ. თუმცა ოჯახური ურთიერთობები შეიძლება წინაღობებით იყოს სავსე, მაგრამ მამაზეციერი დაგვლოცავს ჩვენს ძალისხმევაში, იესო ქრისტეს მოძღვრების მიხედვით ცხოვრებისათვის. ეს მოძღვრებები გვეხმარებიან ჩვენი ოჯახების განმტკიცებაში.

მამაზეციერი გვაძლევს მის სახარებას

მისი გეგმის მიხედვით, ღმერთი ირჩევს წინასწარმეტყველებს, როგორებიც არიან ადამი, ნოე, აბრაამი და მოსე. წინასწარმეტყველები:

  • ასწავლიან ღმერთის შესახებ და არიან მისი ძის, იესო ქრისტეს, განსაკუთრებული მოწმეები.

  • უფალისგან იღებენ გამოცხადებებს, ან მითითებებს.

  • მსოფლიოს ასწავლიან სახარებას და განუმარტავენ უფალის სიტყვას.

წინასწარმეტყველები იღებენ მღვდლობას, ან უფლებამოსილებას, იმისათვის, რათა იქადაგონ, იმოქმედონ ღმერთის სახელით და წინ გაუძღვნენ ღმერთის შვილებს. ადამიანები, რომლებიც მიჰყვებიან წინასწარმეტყველებს, იღებენ ღმერთისაგან დაპირებულ კურთხევებს. ისინი, ვინც უარყოფენ სახარებას და ღმერთის წინასწარმეტყველებს, კარგავენ ამ კურთხევებს და შორდებიან ღმერთს. განდგომა ეწოდება იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც უარყოფენ წინასწარმეტყველებს და არ მიჰყვებიან ღმერთს, მათ მიერ აღებულ ვალდებულებების შესაბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მისი შვილი, კვლავ და კვლავ უარყოფდა მას და მის წინასწარმეტყველებს, მამაზეციერს, მაინც უყვარს თავისი შვილები. მას უნდა, რომ მოგვცეს, ყველაფერი, რაც გვჭირდება ბედნიერებისათვის დღეს, რათა გარდაცვალების შემდეგ, დავუბრუნდეთ მას. წმინდა წერილები გვასწავლიან, რომ ღმერთი ყოველთვის ცდილობდა მიეწვდინა ხმა მისი შვილებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის არ ვუსმენდით მას.

  • ღმერთი ირჩევს წინასწარმეტყველს.

  • წინასწარმეტყველი ასწავლის სახარებას და წინ უძღვება ადამიანებს.

  • ღმერთი აკურთხებს ადამიანებს.

  • ადამიანები ნელნელა უგულვებელყოფენ და არ ემორჩილებიან წინასწარმეტყველის სწავლებებს. საბოლო ჯამში მათ უარყოფენ წინასწარმეტყველს და მის სწავლებებს, რის შემდეგად ისინი გახდებიან განდგომილები.

  • განდგომის შედეგად, ადამიანები კარგავენ ცოდნას სახარებაზე და მათ ერთმევათ მღვდლობის უფლებამოსილება.

  • როდესაც დგება საჭირო დრო და ადამიანები მზად არიან, რომ გაჰყვნენ ღმერთს, ის ირჩევს ახალ წინასწარმეტყველს, აღადგენს მღვდლობას, ეკლესიას და უბრძანებს წინასწარმეტყველს, რათა ასწავლოს სახარება.

იესო ქრისტემ ჩამოაყალიბა მისი ეკლესია

შექმნის დღიდან, ღმერთის შვილები ელოდებოდნენ მხსნელის, იესო ქრისტეს მოსვლას. დანაპირებისამებრ, მამაზეციერმა მოავლინა მისი ძე, იესო ქრისტე, დედამიწას 2000 წლის წინ.

იესო ქრისტე ცხოვრობდა სრულყოფილი, უცოდველი ცხოვრებით. მან ჩამოაყალიბა მისი ეკლესია, იქადაგა მისი სახარება და მოახდინა მრავალი სასწაულები. მან ამოირჩია თორმეტი მამაკაცი, რომ ყოფილიყვნენ მისი მოციქულები, პეტრეს, იაკობის, და იოანეს ჩათვლით. ის მათ ასწავლიდა და უბოძა მღვდლობის უფლებამოსილება, რომ ექადაგათ მისი სახელით და ჩაეტარებინათ წმინდა საეკლესიო წესჩვეულებები, როგორიც არის ნათლობა.

როდესაც იესომ ჩამოაყალიბა მისი ეკლესია, მან მიიღო მითითებები მამაზეციერისაგან. შემდეგ მან გადასცა ეს მითითებები თავის მოწაფეებს. იესო ასწავლიდა მის მიმდევრებს, რომ ღმერთისაგან მიღებული გამოცხადება არის ის კლდე, რომელზეც ის ააშენებდა ეკლესიას.

მისი ცხოვრების ბოლოს, იესო დაიტანჯა და მოკვდა ყველა ადამიანების ცოდვებისათვის, ვინც მანამდე ცხოვრობდა ან იცხოვრებენ დედამიწაზე. ამ მსხვერპლშეწირვას ეწოდება გამოსყიდვა. მისი ტანჯვით, სიკვდილით და აღდგომით, მაცხოვარმა მოგვცა მიტევების შესაძლებლობა. ვისაც სწამს მისი, მოინანიებენ და დაიცავენ მის მცნებებს და მიეტევებათ ცოდვები, აღივსებიან მშვიდობით და სიხარულით.

მისი აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტე მოციქულებს ასწავლიდა გამოცხადებებით. ბიბლიაში მრავალჯერ აღწერილია თუ როგორ ხელმძღვანელობდა ის თავის ეკლესიას (იხილეთსაქმეები 10; გამოცხადება 1:1). ამგვარად იესო ქრისტეს ეკლესია ხელმძღვანელობდა ღმერთი, და არა ადამიანები.

დიდი განდგომა

იესო ქრისტეს სიკვდილის შემდეგ, ბოროტი ადამიანებმა, ბევრი ეკლესიის წევრები განდევნეს და მოჰკლეს. დანარჩენი ეკლესიის წევრები დაშორდნენ იმ პრინციპებს, რომლებსაც ასწავლიდნენ იესო და მისი მოციქულები. მოციქულები მოჰკლეს ამიტომ დედამიწიდან წართმეული იქნა მღვდლობის უფლებამოსილებები, ასევე გასაღებები, რომლის მეშვეობით იმართებოდა ეკლესია და მიიღებოდა გამოცხადება. კეთილი ადამიანები და ჭეშმარიტების დიდი ნაწილი შენარჩუნებული იქნა, მაგრამ სახარება, რომელიც ჩამოაყალიბა იესო ქრისტემ დაიკარგა. ამ დროს ეწოდება დიდი განდგომა.

ამ განდგომამ მოიტანა მრავალი ეკლესიების შექმნა, რომელთა სწავლებები ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს. ამ დროის განმავლობაში, მრავალი ადამიანები ეძებდნენ სიმართლეს, მაგრამ მათ არ ჰქონდათ მისი პოვნის საშუალება. მრავალ კეთილ ადამიანს სწამდა ღმერთის და იესო ქრისტესი და ცდილობდნენ ჭეშმარიტების გაგებას და სწავლებას, მაგრამ მათ არ ჰქონდათ მთლიანი სახარება და მღვდლობის უფლებამოსილება. ამის შედეგად, ყოველი თაობა მემკვიდრეობით იღებდა განდგომას, რადგან ადამიანები იყვნენ იმის გავლენის ქვეშ, რასაც მათ გადასცემდა წინა თაობა, ქრისტეს შეცვლილი სახარების ჩათვლით.

ზოგიერთი შთაგონებული ადამიანები, როგორც, მარტინ ლუთერი და ჯონ კალვინი, ხვდებოდნენ, რომ წესჩვეულებები და მოძღვრებები იყო დაკარგული და სახეშეცვლილი. მათ სცადეს, რომ შეეცვალათ ეკლესიები, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებოდნენ, მაგრამ მღვდლობის უფლებამოსილების გარეშე, შეუძლებელი იყო ქრისტეს სახარების დაბრუნება მის საწყის ფორმაში. საჭირო იყო აღდგენა.

ღმერთმა იცოდა, რომ იქნებოდა განდგომის ხანა. ძველი აღთქმის წინასწარმეტყველით მან სთქვა:

„აჰა, დგება დღეები, ამბობს უფალი ღმერთი, როცა მოვავლენ ქვეყანაზე შიმშილს, არა შიმშილს პურისას და წყურვილს წყლისას, არამედ უფლის სიტყვების მოსმენისას.

იხეტიალებენ ზღვიდან ზღვამდე და ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე; მი-და-მოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ.”

სახარების აღდგენა

1820 წელს, მამაზეციერმა კვლავ ამოირჩია წინასწარმეტყველი, ისე როგორც მანამდე წარსულში გაუკეთებია, რათა აღედგინა სახარება და მღვდლობა დედამიწაზე. ამ წინასწარმეტყველის სახელი იყო იოსებ სმითი. მისი ახალგაზრდობისას, იოსები განიცდიდა დაბნეულობას იმ განსხვავებების გამო, რომელიც არსებობდა სხვადასხვა ეკლესიებს შორის და სურდა გაერკვია თუ რომელი ეკლესია იყო ჭეშმარიტი. მან იცოდა, რომ არ იყო განათლებული და მიყვა ბიბლიიდან მიღებულ რჩევას, „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს და მიეცემა” (იაკობი 1:5).

იოსებ სმითმა გადაწყვიტა ეკითხა ღმერთისათვის, თუ რა უნდა გაეკეთებინა. როდესაც იოსები ლოცულობდა, რათა გაეგო ჭეშმარიტება, მამაზეციერი და იესო მას გამოეცხადნენ. იესომ უთხრა იოსებს რომ არ გამხდარიყო არც ერთი ეკლესიის წევრი, რადგან „არც ერთი მათგანი არ იყო მართალი” და „ისინი მიახლოვდებიან ბაგეებით, მათი გული კი შორს არის ჩემგან, ისინი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან, ღვთიურად მოაქვთ თავი ისინი კი უარყოფენ ღმერთის ძალას” (იოსებ სმითი—ისტორია 1:19).

ისე, როგორც ღმერთმა მოუწოდა ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს და სხვა წინასწარმეტყველებს, მან მოუწოდა იოსებ სმითს, რომ ყოფილიყო წინასწარმეტყველი, რომლის მეშვეობითაც სახარების მთლიანობა იქნა აღდგენილი.

მღვდლობის აღდგენა

1829 წელს იოსებ სმითმა მიიღო იგივე მღვდლობის უფლებამოსილება, როგორიც იესო ქრისტემ მისცა თავის მოციქულებს. იოანე ნათლისმცემელმა, რომელმაც მონათლა იესო ქრისტე, გამოეცხადა იოსებს და მიანიჭა აარონის მღვდლობას, ან უფრო დაბალი საფეხურის მღვდლობას. მოგვიანებით იოსებს გამოეცხადნენ, პეტრე, იაკობი და იოანე (ქრისტეს პირვანდელი მოციქულები) და მიანიჭეს მას მელქიცედეკის მღვდლობა, ან უფრო მაღალ მღვდლობა.

იმის შემდეგ, როდესაც იოსებმა მიიღო მღვდლობის უფლებამოსილებები, მას მიეცა ბრძანება, რომ თავიდან ჩამოეყალიბებინა იესო ქრისტეს ეკლესია დედამიწაზე. მისი მეშვეობით იესო ქრისტემ კვლავ მოუწოდა თორმეტ მოციქულს.

ისე, როგორც იესო ქრისტე მიუძღვოდა თავის მოციქულებს, გამოცხადებებით, მისი აღდგომის შემდეგ, ის დღესაც აგრძელებს ეკლესიის მართვას ცოცხალი წინასწარმეტყველების და მოციქულების მეშვეობით. უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პრეზიდენტი არის დღევანდელი ღმერთის მიერ რჩეული წინასწარმეტყველი. ის, მისი მრჩევლები და თორმეტი მოციქულები, ფლობენ მღვდლობის უფლებამოსილებებს, რომლებსაც ფლობდნენ წარსულის ყველა წინასწარმეტყველები და მოციქულები. ეს მამაკაცები არიან წინასწარმეტყველები, ნათელმხილელები და გამომ ცხადებლები.

მორმონის წიგნი

როგორც სახარების აღდგენის ნაწილი, ღმერთმა მოგვცა მორმონის წიგნი: კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ. ღმერთის ძალით, იოსებ სმითმა ეს წიგნი გადათარგმნა, უძველესი ხელნაწერებიდან, რომლებიც იყო ამოკვეთილი ოქროს ფირფიტებზე. მორმონის წიგნში აღწერილია „ღმერთის ურთიერთობა, ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებ ხალხებთან და მოიცავს მარადიული სახარებას მთელი სისავსით” (მორმონის წიგნის წარდგენის შესავალი).

მორმონის წიგნი არის ძლიერი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ. ის გვეხმარება მისი სწავლებების აზრის გაგებაში, ბიბლიის ჩათვლით.

მორმონის წიგნი არის, იმის დამადასტურებელი მოწმობა, რომ სახარება აღდგენილ იქნა იოსებ სმითის მიერ. თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გაიგოთ არის თუ არა მორმონის წიგნი ჭეშმარიტი. იმისათვის, რომ მიიღოთ ეს ცოდნა, თქვენ უნდა წაიკითხოთ ის, დაფიქრდეთ მის შინაარსზე და მოისურვოთ ჭეშმარიტების გაგება მასზე. თქვენ უნდა შეეკითხოთ მამაზეციერს იმის დასადასტურებლად, რომ ეს არის მისი სიტყვა. როდესაც თქვენ ასე გააკეთებთ, ის სულიწმინდის მეშვეობით გეტყვით, რომ ეს არის ჭეშმარიტება.

როდესაც გაიგებთ, რომ მორმონის წიგნი არის ჭეშმარიტება, თქვენ სულიწმინდის ძალით ასევე გაიგებთ, რომ იოსებ სმითი იყო ღმერთის წინასწარმეტყველი, იესო ქრისტეს სახარება აღდგენილ იქნა მისი მეშვეობით და უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას ხელმძღვანელობენ დღევანდელი მოციქულები და წინასწარმეტყველი.

როგორ შემიძლია გავიგო?

თქვენ გაიგებთ ამ მოწოდების ჭეშმარიტებას, თუ ლოცვის დროს, შეეკითხებით მამაზეციერს, და მისგან, სულიწმინდის ძალით მიიღებთ პასუხს. სულიწმინდას ასევე ეძახიან ღმერთის სულს და ერთერთი მისი დანიშნულებაა, რომ დაამოწმოს ჭეშმარიტება და იყოს მისი მოწმე.

მიღებული ცოდნა შეიძლება იყოს ცხოვრების სასწაულებრივი გარდაქმნის საწინდარი, მაგრამ როგორც წესი მას ვიღებთ, როგორც წყნარ დასტურს, ღმერთის ძალის სანახაობრივი დემონსტრაციის გარეშე. სულიწმინდა ჭეშმარიტებას დაგიმოწმებთ გრძნობებით, ფიქრებით და შთაბეჭდილებებით. ისე როგორც წერია ბიბლიაში, „ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე/ თავშეკავება,, (გალატელთა 5:22–23). სულიწმინდისგან ეს მიღებული გრძნობები არის თქვენთვის პირადი გამოცხადება, რომ იოსებ სმითის მიერ იესო ქრისტეს აღდგენილ სახარება არის ჭეშმარიტება. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ იცხოვრებთ თუ არა თქვენს მიღებული ცოდნის მიხედვით.

  • წითლად აღნიშნული სიტყვების განმარტება მოცემულია გვერდებზე 18 და 19.

ამობეჭდვა