2014
სიყვარულის ჯაჭვი
თებერვალი 2014


ბავშვები

სიყვარულის ჯაჭვი

სთხოვეთ ვინმე მოზარდს, დაგეხმაროთ ქაღალდის 28 წვრილი ზოლის ამოჭრაში, დაახლოებით 2.5 სმ სიგანისა და 20 სმ სიგრძის. ყოველ დღე, ამ თვის განმავლობაში, ჩაატარეთ მსახურების აქტი, ამ პიროვნების მიმართ თქვენი სიყვარულის გამოსახატავად. შეიძლება დაეხმაროთ მშობლებს სახლის დალაგებაში ან მისწეროთ მეზობელს სასიამოვნო ბარათი.

ყოველ ზოლზე დაწერეთ, თუ როგორ ემსახურებოდით სხვებს ყოველი დღის განმავლობაში და შემდეგ დააწებეთ ან სტეიპლერით შეაერთეთ ზოლის ბოლოები რგოლის მისაღებად. თქვენ შეგიძლიათ გაუყაროთ ახალი ზოლი მზა რგოლს და შეაერთოთ ახალი ზოლის ბოლოები. შეხედეთ, როგორ გაიზრდება თქვენი სიყვარულის ჯაჭვი! თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ მსახურების რგოლების დამატება თებერვლის გასვლის შემდეგაც კი.

ამობეჭდვა