2014
ზაფხულის მსახურება
თებერვალი 2014


ახალგაზრდები

ზაფხულის მსახურება

ავტორი ცხოვრობს ვირჯინიაში, აშშ.

ერთი ზაფხული მე უცხო ქვეყანაში გავატარე; იქ მე უნარშეზღუდულ ბავშვებთან ვმუშაობდი. როცა პირველად შევხვდი ამ ბავშვებს, ძალიან ვნერვიულობდი. მე მათი ენა არ ვიცოდი, მაგრამ მჯეროდა, რომ მათთან ურთიერთობაში სულიწმინდა გამიძღვებოდა წინ. როცა თითოეულ ბავშვს გავეცანი მივხვდი, რომ ენა სულაც არ წარმოადგენდა სიყვარულისთვის ბარიერს. მე ვთამაშობდი, ვიცინოდი, ხელსაქმით ვიყავი მათთან დაკავებული და მათ მიმართ სრულ სიყვარულს ვგრძნობდი. მე ამით ცოტათი ვიგრძენი მამაზეციერის სიყვარული თავისი შვილების მიმართ და სიტყვებით აღუწერელი სიხარული.

როცა კი სხვებს ვემსახურები, მე ვგრძნობ სიყვარულს არა მხოლოდ მათ მიმართ, ვისაც მსახურებას ვუწევ, არამედ მამაზეციერის მიმართაც. მე დანამდვილებით ვიცი, რომ მოყვასის მსახურებით ჩვენ ღმერთს ვემსახურებით (იხ.მოსია 2:17 ). ჩემი მსახურების მიზანია, იქნება ეს დიდი მასშტაბის მსახურება თუ პატარა კეთილი საქმე, ვადიდო ღმერთი (მათე 5:16). იმედი მაქვს, რომ ჩემი სხვებისთვის მსახურებისას ადამიანები ამოიცნობენ მამაზეციერის მიერ ჩემს სიყვარულს და ქრისტეს სინათლეს, რომელიც გიზგიზებს ჩემში.

ამობეჭდვა