2014
ემსახურე უფალს სიყვარულით
თებერვალი 2014


პირველი პრეზიდენტობის მოწოდება, თებერვალი 2014

ემსახურე უფალს სიყვარულით

გამოსახულება
პრეზიდენტი თომას ს. მონსონი

უფალი, იესო ქრისტე, გვასწავლიდა: „ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას“ (ლუკა 9:24).

“მე მჯერა“, – ბრძანა პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა, რომ „მხსნელი გვეუბნება: თუკი არ დაივიწყებთ საკუთარ თავს სხვებისთვის მსახურებაში, ჩვენი ცხოვრების დანიშნულება ძალიან უმნიშვნელო იქნება. ისინი, ვინც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ, საბოლოოდ პატარავდებიან და მხატვრულად რომ ვთქვათ, კარგავენ საკუთარ სიცოცხლეს, იმ დროს როცა ისინი, ვინც სხვების მსახურებაში კარგავენ საკუთარ თავს იზრდებიან და ყვავიან და ფაქტიურად იხსნიან საკუთარ სიცოცხლეს“.1

ქვემოთ მოყვანილ ამონარიდში პრეზიდენტ მონსონის გამოცდილებიდან, იგი ახსენებს უკანასკნელი დღეების წმინდანებს, რომ ისინი წარმოადგენენ უფლის ხელებს და რომ მარადისობის კურთხევები ელიან მათ, ვინც ერთგულად ემსახურებიან სხვებს.

ტაძარში მსახურება

„ჩვენ, ჩანაცვლებითი წეს-ჩვეულებების ჩატარების დროს, დიდ მსახურებას ვუწევთ მათ, ვინც იმ ქვეყნად იმყოფებიან. მრავალ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცნობთ მათ, ვისთვისაც ვასრულებთ ამ სამუშაოს. ჩვენ არ ველით მადლობას, არც იმაში ვართ დარწმუნებულნი, რომ ისინი მიიღებენ იმას, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. მაგრამ ჩვენ მაინც ვეწევით მსახურებას და ამ პროცესში ჩვენ ვაღწევთ იმას, რაც არც ერთი სხვა მცდელობით არ მიიღწევა: ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით ვხდებით მხსნელნი სიონის მთაზე. როგორც უფალმა შეწირა საკუთარი სიცოცხლე ჩვენთვის, ჩამნაცვლებელი მსხვერპლის სახით, ასევე ჩვენც, მცირე ზომით, იმავეს ვაკეთებთ, როდესაც ტაძარში ვატარებთ შემცვლელ სამუშაოს მათთვის, ვისაც არ აქვთ წინსვლის საშუალება,თუკი ვინმე დედამიწაზე მცხოვრები რაიმეს არ მოიმოქმედებს მათთვის”.2

ჩვენ ვართ უფლის ხელები

ჩემო დებო და ძმებო, ჩვენს ირგვლივ იმყოფებიან ისინი, ვინც საჭიროებენ ჩვენს ყურადღებას, შეგულიანებას, მხარდაჭერას, ნუგეშს, სიკეთეს, არიან ესენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები თუ უცნობები. ჩვენ აქ, დედამიწაზე, უფლის ხელებს წარმოვადგენთ და გვაქვს დავალება – ვემსახუროთ უფლის შვილებს და ავამაღლოთ ისინი. იგი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. …

„მსახურება, რომლისკენაც ყველანი ვართ მოწოდებულნი, არის უფალი იესო ქრისტეს მსახურება“.3

უფლის ჩრდილში მსახურება

აღმდგარმა უფალმა იქადაგა ახალ კონტინენტზე: თქვენ იცით, რაც უნდა აკეთოთ ჩემს ეკლესიაში; რამეთუ ის, რასაც მე ვაკეთებდი, თქვენც უნდა გააკეთოთ; ჩემი საქმენი თქვენც უნდა გააკეთოთ. [3 ნეფი 27:21].

„ჩვენ, ‘ნაზარეველი იესოს’ ჩრდილში მსახურებისას … ‘რომელიც დადიოდა და ქველმოქმედებდა’ , სხვებს ვლოცავთ [საქმეები 10:38]. ღმერთმა დაგვლოცოს, მამაზეციერისთვის მსახურებისას ვიპოვოთ სიხარული, როცა ჩვენ მის შვილებს ვემსახურებით დედამიწაზე“.4

მსახურების საჭიროება

„ჩვენ უნდა მოგვეცეს მსახურების შანსი. იმ წევრებისათვის, რომლებიც აქტიურობას გაურბიან ან თავს იკავებენ დაპირებების შესრულებისგან, ჩვენ ლოცვით უნდა ვეძიოთ იმ გზებს, რომელთა მეშვეობითაც მივწვდებით მათ. როცა მათ რაიმეში მსახურებას ვთხოვთ, ეს შეიძლება გახდეს ის სტიმული, რომელიც მათ სრული აქტიურობისკენ შემოაბრუნებს. მაგრამ ის ხელმძღვანელები, რომლებსაც შეუძლიათ ამ მიმართულებით დახმარების გაწევა, ზოგჯერ არ იჩენენ ამის სურვილს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანები იცვლებიან. მათ შეუძლიათ უარი თქვან ცუდ ჩვევებზე. მათ შეუძლიათ მოინანიონ ცოდვები. მათ შეუძლიათ, ღირსეულად ატარონ მღვდლობა და ბეჯითად ემსახურონ უფალს“.5

ყველაფერს ვაკეთებთ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ?

„მსოფლიოს სჭირდება ჩვენი დახმარება. ვაკეთებთ ჩვენ ყველაფერს, რაც შეგვიძლია? გვახსოვს ჩვენ, პრეზიდენტ ჯონ ტეილორის სიტყვები: „თუ თქვენ არ განადიდებთ თქვენს მოწოდებებს, ღმერთი პასუხს მოგთხოვთ იმაზე, ვისი ხსნაც შეგეძლოთ, თქვენი მოვალეობა რომ შეგესრულებინათ“? [Teachings of Presidents of the Church: John Taylor (2001), გვ.164]. არსებობს ფეხები, რომლებიც უნდა გავაძლიეროთ, ხელები, რომლებსაც უნდა ჩავეჭიდოთ, გონება, რომელიც უნდა წავაქეზოთ, გულები, რომლებიც უნდა შთავაგონოთ და სულები, რომლებიც უნდა გადავარჩინოთ. თქვენ მარადისობის ლოცვა-კურთხევები გელით. თქვენ გეძლევათ პრივილეგია, იყოთ მსახურების … სცენაზე არა მაყურებელნი, არამედ მონაწილენი“.6

შენიშვნები

  1. „ვის რა ვარგე დღეს“?ლიახონა, ნოემბერი 2009, 85.

  2. “Until We Meet Again,” ლიახონა, მაისი 2009, 113–14.

  3. „ვის რა ვარგე დღეს“? 86, 87.

  4. „უფლის მოწოდება მსახურებისთვის“ლიახონა, აგვისტო 2012, 5.

  5. “See Others as They May Become,” ლიახონა, ნოემბერი 2012, 68.

  6. “Willing and Worthy to Serve,” ლიახონა, May 2012, 69.

  7. Teaching, No Greater Call: A Resource Guide for Gospel Teaching (1999), 12

ამ მოწოდების სწავლება

„თუ ქრისტესმიერი სიყვარული გაგაჩნიათ, თქვენ უკეთ იქნებით მომზადებულნი სახარების სწავლებისთვის.7 თქვენ მიიღებთ შთაგონებას დაეხმაროთ სხვებს, შეიცნონ უფალი და მიჰყვენ მას. ილოცეთ მომატებული მოწყალებისთვის მათ მიმართ, ვისთანაც სტუმრობთ. მათ მიმართ ქრისტესმიერი სიყვარულის განვითარებით თქვენ უკეთ შეძლებთ მნიშვნელოვან მსახურებას უფლისთვის და მათთვის, ვისაც ასწავლით.

ამობეჭდვა