2014
იესო ქრისტეს ღვთიური მისია: მწყემსი კეთილი
თებერვალი 2014


შინა მასწავლებლის მოწოდება, თებერვალი 2014

იესო ქრისტეს ღვთიური მისია: მწყემსი კეთილი

ლოცვისეული განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ ამ მასალიდან სხვებს. როგორ ზრდის მხსნელის მისიისა და ცხოვრების გაგება თქვენს რწმენას მასში და ლოცავს მათ, ვისაც თქვენ სტუმრობთ შინა მასწავლებლის პროგრამით? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ reliefsociety.lds.org.

რწმენა • ოჯახი • მოწყალება

იესო ქრისტეს ღვთიური მისია: მწყემსი კეთილი, გვასწავლიდა:

„რომელიმე თქვენგანს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი დაეკარგოს, განა არ დატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებრად, ვიდრე არ იპოვის? …

„თქვენ გეუბნებით, რომ … სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია“ (ლუკა 15:4, 7).

როცა მივალთ იმის გაგებამდე, რომ იესო ქრისტე არის მწყემსი კეთილი, ჩვენი სურვილი – მივყვეთ მის მაგალითს და ვემსახუროთ გაჭირვებულებს, გაიზრდება. იესომ თქვა: „მე ვარ მწყემსი კეთილი, მე ვიცნობ ჩემსას და ჩემი მიცნობს მე. … ჩემს სულს ვდებ ცხვართათვის“. (იოანე 10:14–15). ქრისტეს გამოსყიდვის გამო არც ერთი არ დაიკარგება ისე, რომ სახლისკენ მიმავალი გზა ვერ ვიპოვოთ (იხ. ლუკა 15).

პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა თქვა: „ჩვენი მოვალეობაა – მოვუაროთ ფარას. … დაე თითოეულმა ჩვენგანმა წინ გადმოდგას ნაბიჯი მსახურებისთვის“.1

წმინდა წერილიდან

ფსალმუნები 23; ესაია 40:11; მოსია 26:21

ჩვენი ისტორიიდან

ელიზაბეთ ენ უიტნიმ, რომელიც ესწრებოდა მოწყალების საზოგადოების პირველ შეკრებას, ასე ილაპარაკა საკუთარ მოქცევაზე 1830 წ: „როგორც კი მოვისმინე უხუცესებისგან სახარება, მე ვიცოდი, რომ ეს კეთილი მწყემსის ხმა იყო“. 2 ელიზაბეთი მიჰყვა კეთილი მწყემსის ხმას, მოინათლა და წევრად დამტკიცდა.

ჩვენც შეგვიძლია კეთილი მწყემსის ხმის გაგონება და მისი სწავლების გაზიარება. პრეზიდენტმა მონსონმა ბრძანა: „ჩვენ ვართ უფლის ხელები აქ, დედამიწაზე და გვაქვს დავალება – ავამაღლოთ მისი შვილები.“3

ისევე, როგორც მწყემსი ეძებს დაკარგულ ცხვარს, მშობლებსაც შეუძლიათ გზიდან გადახვეული შვილის ძებნა. პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა, პრეზიდენტმა ჯეიმს ე. ფაუსტმა, თქვა: „იმ გულგატეხილ მშობლებს, რომლებიც იყვნენ მართალნი, ბეჯითნი და ურჩი შვილების განსწავლისთვის ლოცულობდნენ, ჩვენ ვეუბნებით, რომ მათ კეთილი მწყემსი უყურებთ. ღმერთმა იცის მათი ღრმა მწუხარების შესახებ და ესმის იგი. არსებობს იმედი.“4

შენიშვნები

  1. Thomas S. Monson, “Heavenly Homes, Forever Families,” ლიახონა, ივნისი 2006, 70.

  2. Elizabeth Ann Whitney, in Daughters in My Kingdom: The History and Work of Relief Society (2011), 128.

  3. James E. Faust, “Dear Are the Sheep That Have Wandered,” ლიახონა, მაისი 2003, 68.

  4. James E. Faust, “Dear Are the Sheep That Have Wandered,” ლიახონა, მაისი 2003, 68.

რა შემიძლია გავაკეთო?

  1. როგორ შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში სიმშვიდე იმის ცოდნას, რომ მხსნელი არის მწყემსი კეთილი?

  2. როგორ შეგვიძლია ვემსახუროთ მათ, ვინც „დაკარგულნი“ არიან ეკლესიური აქტიურობისთვის ან მათ, ვინც ჩვენი რწმენის არ არიან?

  3. როგორ შემიძლია მხარი დავუჭირო იმ მშობლებს, რომელთა შვილებმაც სახარებით ცხოვრების გზიდან გადაუხვიეს?

ამობეჭდვა