ახალგაზრდები
მცნებების დაცვა და სხვათა მიმართ სიყვარული
როცა სიყვარულზე ვფიქრობთ, ხშირად პირველი, რაც აზრად მოგვდის, არის რომანტიული ფილმები, შოკოლადი და ყვავილები. მაგრამ სიყვარული -ჭეშმარიტი სიყვარული, ამაზე მეტად ღრმა და ნაკლებად ეგოისტურია. იესო ქრისტე ჩვენთვის ცხოვრობდა და ჩვენთვის აღესრულა, ჩვენს მიმართ სიყვარულის გამო. ფაქტიურად, ორი დიდი მცნებაა - გიყვარდეს ღმერთი და ყოველი ადამიანი (იხ. მათე 22:36-40). მაგრამ როგორ შეგვიძლია ვუჩვენოთ სხვებს, რომ ისინი გვიყვარს?
პრეზიდენტი უხტთორფი გვიყვება ქრისტეს იგავს ორ ძეზე, ერთი მამას ეხმარება და მეორე - არა. მხსნელი ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ იმ ძეს, რომელიც მამას დაემორჩილა, ჭეშმარიტად უყვარდა იგი. ამის მსგავსად, როცა ვემორჩილებით ღვთის მცნებებს, ჩვენ ვუჩვენებთ მას, რომ გვიყვარს იგი და გვინდა მასთან დაბრუნება.
მაგრამ როგორ შეგვიძლია ვუჩვენოთ სხვებს, რომ ყველა გვიყვარს? პრეზიდენტი უხთდორფი ამასაც გვიხსნის: “თუ ჭეშმარიტად გვიყვარს მოყვასი, ჩვენ დავეხმარებით ‘ღარიბებსა და ღატაკებს, სნეულებს და გაჭირვებულებს’. “რადგან რომელნიც თანაგრძნობისა და მსახურების უანგარო საქციელს იჩენენ, ისინი ქრისტეს მოწაფენი არიან”.
ასე რომ, როცა შემდგომ მშობელს, დედმამიშვილს ან მეგობარს იხილავთ, იფიქრეთ მათთვის მსახურების გზაზე, რათა გამოხატოთ მათ მიმართ ნაზი გრძნობები. ეს არა მხოლოდ თქვენ და მათ გაგაბედნიერებთ, არამედ მამაზეციერსაც გაახარებს.