2016
სიყვარულის შემდეგ, რა?
სექტემბერი 2016


პირველი პრეზიდენტობის გზავნილი, სექტემბერი 2016

სიყვარულის შემდეგ, რა?

ჩვენმა საყვარელმა წინასწარმეტყველმა, თომას ს. მონსონმა, გვასწავლა, რომ “სიყვარული არის სახარების არსი”.1

სიყვარული იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იესომ დაარქვა მას “პირველი და ყველაზე დიდი მცნება”. მან თქვა, რომ მასზეა დამოკიდებული კანონის ყოველი სხვა ნაწილი და წინასწარმეტყველების სიტყვები.2

სიყვარული არის ცენტრალური მამოძრავებელი ძალა ყოველივე იმისა, რასაც ეკლესიაში ვაკეთებთ. ყოველი პროგრამა, შეკრება, მოქმედება, სადაც ჩვენ წარვდგებით როგორც იესო ქრისტეს მოწაფენი, უნდა გამომდინარეობდეს ამ თვისებიდან, რადგან მოწყალების გარეშე, “ქრისტეს წმინდა სიყვარულისა”, ჩვენ არაფერნი ვართ.3

როგორც კი ამას გონებაში და გულში გავიაზრებთ, როგორც კი გამოვაცხადებთ სიყვარულს ღმერთისა და მოყვასის მიმართ, მერე რა უნდა ვქნათ?

საკმარისია სხვების მიმართ გრძნობდე სიყვარულსა და თანაგრძნობას? აკმაყოფილებს ჩვენს ვალდებულებას ღმერთის მიმართ ჩვენ მიერ ღმერთისა და მოყვასისადმი გამოცხდებული სიყვარული?

იგავი ორ ძეზე

იერუსალიმის ტაძარში მღვდელთმთავარი და იუდეველთა უხუცესები მიუახლოვდნენ იესოს, რათა მისივე სიტყვებში გამოეჭირათ. თუმცა მხსნელმა მაგიდები ამოაყირავა, როცა მათ ამბავს უყვებოდა.

“ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა”,- დაიწყო მან. მივიდა პირველთან და უთხრა, რომ წასულიყო და ვენახში ემუშავა. მაგრამ შვილმა უარი უთხრა. მერე კი “ინანა და წავიდა”.

მივიდა მეორესთან და უთხრა, რომ წასულიყო და ვენახში ემუშავა. მეორე შვილმა უთხრა, რომ დაეხმარებოდა, თუმცა არ დახმარებია.

შემდეგ მხსნელი მოუბრუნდა მღვდლებსა და უხუცესებს და ჰკითხა: “რომელმა შეასრულა თავისი მამის ნება”?

მათ უნდა ეღიარებინათ, რომ პირველმა ანუ რომელმაც თქვა, რომ არ წავიდოდა მაგრამ მოგვიანებით ინანა და წავიდა ვენახში სამუშაოდ.4

მხსნელმა გამოიყენა ეს ამბავი მნიშვნელოვანი პრინციპის საჩვენებლად: ვინც იცავს მცნებებს, მას ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი.

ალბათ ამიტომ სთხოვა იესომ ადამიანებს, მოესმინათ ფარისევლებისა და მწიგნობრების სიტყვები, მაგრამ არ მიყოლოდნენ მათ მაგალითს.5 ეს რელიგიის მასწავლებლების სიტყვები და საქმენი განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მათ მოსწონდათ რელიგიაზე საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ მისი დედაარსი არ ესმოდათ.

ქმედებანი და ჩვენი გადარჩენა

ერთ-ერთ ბოლო გაკვეთილზე მხსნელი თავის მოწაფეებს ესაუბრებოდა ბოლო სამსჯავროზე. ბოროტნი და მართალნი განცალკევდებიან. კეთილნი მარადიულ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ, ბოროტნი კი მარადიულ სასჯელს მიიღებენ.

რითი განსხვავდებოდა ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისაგან?

ისინი, ვინც ქმედებებით სიყვარულს გამოხატავდნენ - გადარჩნენ. ისინი, ვინც არა - სასჯელი მიიღეს.6 იესო ქრისტეს სახარებასა და მის ღირებულებებში ჭეშმარიტი მოქცევა ყოველდღიური ცხოვრების ქმედებებში გამოვლინდება.

ბოლოს, უბრალოდ ღმერთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის გამოცხადება არ იქნება საკმარისი ჩვენი ამაღლებისთვის. რადგან, როგორც იესომ გვასწავლა: “ყოველი, რომელიც მეუბნება: უფალო, უფალო, როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას”.7

რა მოსდევს სიყვარულს?

პასუხი კითხვაზე “სიყვარულის მერე, რა”? შეიძლება იყოს უბრალო და პირდაპირი. თუ მართლა გვიყვარს მხსნელი, ჩვენ გულით მისკენ გადავიხრებით, შემდეგ კი მოწაფეობის გზაზე ვივლით. როცა ღმერთი გვიყვარს, ჩვენ ვეცდებით მისი მცნებების დაცვას.8

თუ ჭეშმარიტად გვიყვარს მოყვასი, ჩვენ დავეხმარებით “ღარიბებსა და ღატაკებს, სნეულებსა და გაჭირვებულებს”.9 რადგან რომელნიც თანაგრძნობისა და მსახურების უანგარო საქციელს იჩენენ,10 ისინი ქრისტეს მოწაფენი არიან.

ეს არის ის, რაც მოსდევს სიყვარულს.

ეს არის იესო ქრისტეს სახარების არსი.

ამ მოწოდების სწავლება

პრეზიდენტი უხთდორფი განსაზღვრავს იესო ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეებს როგორც მათ, ვინც უფლისა და სხვების მიმართ თავიანთი ქცევით სიყვარულს გამოხატავენ. იგი გვასწავლის, რომ “თუ მართლა გვიყვარს მხსნელი, ჩვენ გულით მისკენ გადავიხრებით, შემდეგ კი მოწაფეობის გზაზე ვივლით”. ჰკითხეთ, ვისაც ასწავლით, როგორ უბიძგა მათ სიყვარულმა მოწაფეობის გზაზე სიარულისკენ. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ მათ საკუთარი გამოცდილება. შეგიძლიათ მოიწვიოთ ისინი, ილოცონ მეტი მოწყალებისა და ძალისთვის, რათა იმოქმედონ სიყვარულით.

ამობეჭდვა