2016
მამობა და დედობა - წმინდა დავალებაა
სექტემბერი 2016


შინა მასწავლებლის გზავნილი, სექტემბერი 2016

მამობა და დედობა - წმინდა მოვალეობაა

ლოცვის განწყობით შეისწავლეთ ეს მასალა და ეძიეთ გაიგოთ, რა უნდა გაუზიაროთ სხვებს. როგორ გაზრდის “მოწოდება მსოფლიოს” წვდომა თქვენს რწმენას ღმერთში და დალოცავს მათ, ვინც თქვენ გაბარიათ, სტუმრად მოსული მასწავლებლის როლში? დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ www.reliefsociety.lds.org.

მოწყალების საზოგადოების ბეჭედი

რწმენა, ოჯახი, მოწყალება

მამაზეციერმა დააწესა ოჯახები, რათა დაგვეხმაროს სიყვარულის ატმოსფეროში სწორი პრინციპების სწავლებაში. პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა თქვა: “გაამხნევეთ ბავშვი და ჩაეხუტეთ მას; უფრო ხშირად უთხარით: ‘მიყვარხარ’; ყოველთვის გამოხატეთ მადლიერება. არ მისცეთ ნება გადასაწყვეტ პრობლემას გახდეს საყვარელ ადამიანზე უფრო მნიშვნელოვანი”.1

სუზან ვ. ტენერი, ახალგაზრდა ქალების ყოფილი გენერალური პრეზიდენტი, გვასწავლიდა: “ჩვენი მამაზეციერი განასახიერებს იმ მაგალითს, რომელსაც უნდა მივყვეთ. იგი გვასწავლის, მას ვუყვარვართ, იგი თავისუფალ არჩევანს გვიბოძებს. … ზოგჯერ დისციპლინა, რაც ნიშნავს სწავლებას, კრიტიკაში ერევათ. ბავშვების საქციელი, ისევე როგორც ყველა ასაკის ადამიანისა - სიყვარულისგან და გამხნევიბისგან უფრო მეტად იცვლება უკეთესობისკენ, ვიდრე დატუქსვით”.2

“თუ ჩვენ ერთგულად ვლოცულობთ მთელი ოჯახით, ვსწავლობთ წმინდა წერილს, ვატარებთ ოჯახურ საღამოს, ვაძლევთ სამღვდელოების დალოცვას და ვიცავთ წმინდა შაბათს,” - თქვა თორმეტ მოციქულთა ქვორუმის უხუცესმა, ქუენთინ კუკმა, “ჩვენი შვილები … მოემზადებიან ზეცაში მარადიული ცხოვრებისთვის, მიუხედავად იმისა, რა შეემთხვევათ მათ ამ რთულ სამყაროში”.3

დამატებითი მასალები წმინდა წერილიდან

1 ნეფი 8:37; 3 ნეფი 22:13; მოძღვრება და აღთქმები 93:40; 121:41

ისტორიები ცხოვრებიდან

უხუცესმა რობერტ დ. ჰეილსი, თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან, თქვა: “მე გაზეთს ვკითხულობდი, როცა ერთ-ერთი შვილიშვილი მომეკრო”. “ვკითხულობდი და მესმოდა მისი ტკბილი ლაპარაკი, რომელიც ძალიან მსიამოვნებდა. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა რამდენიმე წუთის შემდეგ იგი გაზეთსა და ჩემს შორის შემოძვრა. მან ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ცხვირი ცხვირზე მომაწება და მკითხა: ‘პაპა! აქ ხარ?’

“… აქ ყოფნა ნიშნავს გესმოდეს ჩვენი ახალგაზრდების გულების და იყო კავშირში მათთან . მათთან კავშირი კი ნიშნავს არა მხოლოდ მათთან საუბარს, არამედ მათთან ერთად საქმის კეთებასაც. …

“ჩვენ უნდა სწავლების მომენტები დავგეგმოთ და გამოვიყენოთ ისინი. …

“… რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობ, მით უფრო ვხვდები, რომ სწავლების მომენტები ჩემს ახალგაზრდობაში, განსაკუთრებით კი მშობლების მიერ უზრუნველყოფილი, ჩამოაყალიბეს ჩემი ცხოვრება და მეც, როგორც პიროვნება”.4

შენიშვნები

  1. თომას ს. მონსონი, “Love at Home—Counsel from Our Prophet,” ლიახონა, აგვისტო 2011, 4.

  2. სუზან ვ. ტენერი, “Did I Tell You … ?” Liahona, მაისი 2003, 74.

  3. ქუენთინ ლ. ქუქი “The Lord Is My Light,” ლიახონა, მაისი 2015, 64.

  4. რობერტ დ. ჰეილსი “Our Duty to God: The Mission of Parents and Leaders to the Rising Generation,” ლიახონა, მაისი, 2010 წ, 96, 95.

განიხილეთ შემდეგი

რატომ არის სახარების სწავლების საუკეთესო გზა სიყვარულის ენისა და მაგალითის გამოყენებით?