ბავშვები
სიყვარულის გამოხატვა
იესომ გაგვიზიარა ამბავი მამისა და ორი ძის შესახებ. მამა ვენახში მუშაობდა და სთხოვა თავის ორ შვილს, დახმარებოდნენ მას. პირველმა შვილმა თავიდან უარი უთხრა, მაგრამ მოგვიანებით მოვიდა ვენახში დასახმარებლად. მეორე შვილმა უთხრა, რომ დაეხმარებოდა, თუმცა არ დახმარებია. იესომ გვიჩვენა, რომ პირველმა შვილმა მეტი სიყვარული გამოხატა მამისადმი მორჩილებით.
გაითამაშეთ ეს ამბავი! შემდეგ დაწერეთ ან დახატეთ სამი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ იმისთვის, რომ გამოხატოთ სიყვარული მამაზეციერისადმი.