„როგორ დავეხმარო ადამიანებს ჩემს მეურვეობაში ან პალოში, იგრძნონ საკუთარი თავის მიმართ სიყვარული, დაფასება და საჭიროება“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები ( 2020)
„როგორ დავეხმარო ადამიანებს ჩემს მეურვეობაში ანპალოში, იგრძნონ საკუთარი თავის მიმართ სიყვარული, დაფასება და საჭიროება“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები
როგორ დავეხმარო ადამიანებს ჩემს მრევლში ან მეურვეობაში, იგრძნონ საკუთარი თავის მიმართ სიყვარული, დაფასება და საჭიროება?
ადამიანებს სჭირდებათ იგრძნონ, რომ საჭირონი არიან
ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრებს, გვაკისრია ვალდებულება, შევუქმნათ ყოველ ჩვენს დასა და ძმას სიყვარულისა და მხარდაჭერის გარემო. ასეთი მხარდაჭერის ქსელი ძალიან აადვილებს სახარების მიხედვით ცხოვრებასა და სულიწმინდის ძიებას მორალის ნებისმიერი ასპექტის ძებნისას.
„ვერ დავიჯერებ, რომ მოიძებნება ვინმე, ვინც არ ისურვებდა, გამხდარიყო ისეთი საზოგადოების ნაწილი, სადაც იგი თავს ღირსეულად და დაფასებულად იგრძნობდა.
„როცა ადამიანებს აინტერესებთ, არის თუ არა მათთვის ადგილი, ამის უკან შეიძლება უამრავი რამ იმალებოდეს და ახლა ისინი ეკითხებიან საკუთარ თავს: ეს საჩემო ადგილია? ვეკუთვნი აქაურობას? მართლა ვჭირდები ამათ? და მე მინდა ხაზგასმით ვთქვა: „დიახ“!
„მე ვფიქრობ პავლე მოციქულის მეტაფორაზე, რომელიც ძალიან მომწონს, სადაც იგი ეკლესიას ადარებს ქრისტეს სხეულს. და იგი ამბობს, რომ ჩვენ ამ სხეულისთვის მოვინათლეთ. და იგი ამბობს, რომ ეს ერთი სხეულია. მრავალი წევრი, მაგრამ ერთი სხეული.
„მესმის ადამიანების გრძნობები, როცა ზოგჯერ ისინი საჭირონი არ არიან. და ზოგჯერ სხვები აშავებენ, როცა ამბობენ, რომ მათ არ სჭირდებათ ესა თუ ის ადამიანი, რომ ისინი მშვენივრად გრძნობენ თავს მის გარეშე. არც ერთი ეს მტკიცებულება არ არის ჭეშმარიტი. ეს არ არის ქრისტიანული მიდგომა. ასე არ გვხედავს ქრისტე. იგი ყველას გვხედავს, როგორც უსასრულო ღირებულების ადამიანებს. და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობა, ქრისტეს სხეული მზადაა, გვერდში ამოუდგეს ყოველ წევრს. როცა ადამიანი თავს გრძნობს იზოლირებულად - მე არ უარვყოფ ამ გრძნობის რეალობას და იმას, რატომ არის ასე ბუნებრივი ეს გრძნობა, მაგრამ ყოველი ჩვენგანი, როცა ეს გრძნობა მოგვერევა, უნდა გაჩერდეს და გაიხსენოს: ქრისტე ჩემთვის აღესრულა. იესო ქრისტემ მე თავის სისხლის ღირსად ჩამთვალა. და მე მას ვუყვარვარ. მას ჩემი იმედი აქვს. და მას შეუძლია, შეცვალოს ჩემი ცხოვრება. მის მადლს შეუძლია ჩემი შეცვლა. და იქნებ ეს პიროვნება, რომელიც ჩემს გვერდით ზის, ჩემ იგნორირებას ახდენს ან სულაც გადაჯდომა სურს ან სულაც არ არის ასე. მაგრამ ამით არ იცვლება ის რეალობა, რას გრძნობს ქრისტე ჩემ მიმართ და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ქრისტეში მაქვს.
„გულგასატეხია, როცა მოდის ვინმე ძალიან დაუცველი და ამბობს: მინდა, ვცადო. მინდა, აქ ვიყო“, სანაცვლოდ კი სიცივესა და ინტერესის ნაკლებობას გრძნობს. და ეს ტრაგედიაა. ეს მართლაც ტრაგედიაა. ჩვენ ამაზე უკეთესად უნდა ვიქცეოდეთ.
„მრავალფეროვნება, რომელსაც ახლა ეკლესიაში ვხედავთ, შეიძლება უბრალოდ დასაწყისი იყოს. სიმართლე რომ გითხრათ ვფიქრობ, ჩვენ ვიხილავთ უფრო და უფრო მეტ მრავალფეროვნებას. ძველი დროის ეკლესიაში დიდძალი მრავალფეროვნება იყო. და ეს მრავალფეროვნება უბრალოდ მრავალფეროვნებისთვის კი არა არამედ იმისთვის არსებობდა, რომ ადამიანებს სხვადასხვა ნიჭი და ხედვა შემოეტანათ და გამოცდილების დიდი ნაირსახეობა და გამოწვევები, რომლების წინაშეც ადამიანები დგებიან, გვიჩვენებს, რა არის სინამდვილეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იესო ქრისტეს სახარებაში. და რომ დანარჩენის დიდი ნაწილი, რაც, სავარაუდოდ, დროის განმავლობაში მოიპოვეს და უფრო კულტურას ეკუთვნის და არა დოქტრინას, შეიძლება ხელიდან გაგვისხლტეს და ჩვენ ნამდვილად ვისწავლით მოწაფეობას“ (დ. ტოდ კრისტოფერსონი“,არის აქ ჩემი ადგილი?“ ChurchofJesusChrist.org).