„როგორ ვემსახურო „ერთს“ ლგბტქ წევრთა შემთხვევაში“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები ( 2020)
„როგორ ვემსახურო „ერთს“ ლგბტქ წევრთა შემთხვევაში“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები
როგორ ვემსახურო „ერთს“ ლგბტქ წევრთა შემთხვევაში?
აამაღლეთ და გააძლიერეთ
„როდესაც ახდენთ ფოკუსირებას „ერთზე“, თქვენ შეგიძლიათ, ჭეშმარიტად აამაღლოთ და გააძლიეროთ. მე მქონდა შესაძლებლობა, მომენახულებინა სამყაროს სხვადასხვა კუთხე. და ჩვენ ვეწვიეთ ეკლესიის მრავალ სხვადასხვა მრევლსა და მეურვეობას. და სანამ არ იხილავთ ადამიანებს, რომლებიც თქვენგან ძალიან განსხვავდებიან, ვფიქრობ, ადვილია, მოახდინოთ ფოკუსირება ძალიან ვიწრო სეგმენტზე და გეგონოთ, რომ ეს ერთადერთი გზაა. ჩემი აზრით, როცა საკუთარ ჩარჩოებს გავცდებით, როცა სხვების მიმართ ყურადღებით ვიქნებით, ეს დაგვეხმარება, გავიაზროთ, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთი ოჯახი, ჩვენი მამაზეციერის ოჯახი. …
„შეიძლება ვინმემ თქვას: „მე არ მჭირდება სხვა ადამიანები“. მაგრამ იქნებ თქვენ სჭირდებით მათ? როცა აკეთებთ არჩევანს, გაუწოდოთ სხვებს ხელი, თქვენ ვიღაცის ცხოვრებას ლოცავთ ამით.
„ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ამ „ერთზე“ ფოკუსირება. შეგიძლიათ იპოვოთ ერთი ადამიანი, რომელიც სიამოვნებით გაგესაუბრებოდათ ან ვინმე, ვისაც სჭირდება, რომ მოუსმინოთ მას? შეგიძლიათ, მოძებნოთ პიროვნება, რომელიც გარეთ ზის, ზის ნაპირზე? ეს მიზანს მაძლევს. ეს ჩვენ გვაძლევს მიზანს, როცა არც თუ ისე კომფორტულად ვგრძნობთ თავს დიდ ჯგუფებში მაგრამ შეგვიძლია, მოვახდინოთ ფოკუსირება ერთზე.
„კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა - ამ ადამიანთან მივიდეთ არა რაღაც მოსაზრებებით ან წინასწარგანწყობით, არამედ ღია გონებითა და ღია გულით. ზოგჯერ გვაქვს ტენდენცია, კატეგორიებად დავყოთ ადამიანები ან ვივარაუდოთ, რომ ისინი ასეთები არიან მათ ცხოვრებაში ან ოჯახში გარკვეული სიტუაციის გამო. და ეს ყოველთვის საკვირველია; თუ გონება გახსნილი გექნებათ, გული კი - ღია, თქვენ იმ ადამიანებში ისეთ უამრავ საოცარ თვისებას იპოვით, რომლის არსებობას არც კი ელოდებოდით მათში. როცა გამოსცადეთ, იხილეთ, გული გაუხსენით სხვა ადამიანებს, თქვენ დაინახავთ, რომ ჩვენ ყველანი ერთ ჯგუფს ვეკუთვნით“ (ჯინ ბ. ბინგამი, „მოახდინეთ ფოკუსირება ერთზე“, ChurchofJesusChrist.org).
განამტკიცეთ ურთიერთობა ქრისტესთან
„ყოველი პიროვნებისთვის მნიშვნელოვანია, დაამყაროს ურთიერთობა ქრისტესთან, რადგან ხსნა არის პირადი, ინდივიდუალური გამოცდილება.
„ჩვენ არ ვიხსნით ადამიანებს ჯგუფურად. ჩვენ თავად გვიხსნეს, თითო-თითო. ეს ქრისტესთან ძალიან პირადი ურთიერთობაა. მხსნელს ესმის ჩვენი, რადგან იგი აბსტრაქტული არსება არ არის. იგი არის ცოცხალი, სულიერი, რეალური ძე ღვთისა. ცოცხალი ღმერთის ცოცხალი ძე. მინდა ვუთხრა ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრი ცოდვა ჩაიდინეს ან ძალიან ღრმად შეტოპეს ან ძალიან დიდხანს წრის მიღმა იმყოფებოდნენ და ამიტომ ვეღარ შევლენ მასში: ვერავინ ვერ დაეცემა იმ დონემდე, სადაც ქრისტეს ნათელი ვერ შეაღწევს. ეს შეუძლებელია.
„ვფიქრობ … ყველაზე ძლიერი ხერხი, რომლითაც შეგვიძლია, ვაჩვენოთ უფალს, რომ გვსურს, მისი ნაწილი ვიყოთ, არის ყოველკვირეული მონაწილეობა ზიარებაში ანუ უფლის ვახშამში, როცა მოვდივართ, რათა მონაწილეობა მივიღოთ და მყარად დავდგეთ მხსნელის გვერდით ამ მოქმედებაში, ეს სიმყარე და ჩართულობა უკან გვიბრუნდება და ჩვენ ვტოვებთ იმ მრევლს, იმ შეხვედრას ისეთი ძალითა და წვდომით, რომელიც იქამდე არასოდეს არ გვქონია. ნაწილობრივ ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ მისი უკეთ გვესმის. მაგრამ ცხადია, ეს წარმოადგენს იმ ფაქტს, რომ მას ესმის ჩვენი. ჩემი პირადი გამოცდილება, ასევე ჩემი მოციქულის წოდებაა პირადად გამოვაცხადო, რომ ქრისტე გვიცნობს. მან გამოიარა ჩვენი ცხოვრების ეკლიანი, რთული, ქვიანი გზა. მე არ ვიცი, როგორ მოახერხა მან ეს. არ ვიცი. მას არ გამოუცდია გაყრა. ასე რომ, შეგიძლიათ თქვათ: „საიდან იცის მან ჩემი მდგომარეობა, მას ხომ ეს არ გამოუცდია“? მე არ ვიცი, ეს როგორ ხდება. მაგრამ თუ ვინმე მეუღლეს გაეყარა, უფალს ესმის ეს გრძნობა.
„უხერხულია ამის თქმა, მაგრამ ღმერთს ვუყვარდი თითქმის ისე, როგორც მას უყვარდა თავისი მხოლოდშობილი ძე. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა: მან ჩემი გულისთვის შეწირა თავისი ერთადერთი ძე. და ამით რაღაც არის ნათქვამი ჩემი ღირებულების შესახებ მხსნელის თვალში და მის მზაობაზე, წავიდეს გეთსიმანიის ბაღში და გოლგოთაზე ჩემი გულისთვის. მე არასოდეს მომიწევს ამის გაკეთება. არ წამომივა სისხლი. არ მომიწევს სხვისი ცოდვის გამო სიკვდილი. და არ მომიწევს ასე მარტოდ ყოფნა. მაგრამ მე მესმის ეს. და მე ეს ძალიან მომწონს. და მე ამას ძალიან ვაფასებ. და ეს ნიშნავს, რომ მას ესმის ჩემი, მე მას ვუყვარვარ და იგი მე მწვდება თავისი სიყვარულით. და მე არ ვიცი, ეს როგორ ხდება. მე უბრალოდ ვიცი, რომ ეს ხდება“ (ჯეფრი რ. ჰოლანდი, „მხსნელს ესმის ჩემი“, ChurchofJesusChrist.org