საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა
ეკლესია ოდესმე შეიცვლის პოზიციას და დაუშვებს ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინებას?


„ეკლესია ოდესმე შეიცვლის პოზიციას და დაუშვებს ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინებას“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები ( 2020)

„ეკლესია ოდესმე შეიცვლის პოზიციას და დაუშვებს ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინებას“? საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები

ეკლესია ოდესმე შეიცვლის პოზიციას და დაუშვებს ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინებას?

ქორწინების დოქტრინა მარადიულია

ღვთის გეგმის ცენტრალური ნაწილია ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინება და ეს არის უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის განუყოფელი სწავლება, რომელიც არ შეიცვლება:

„ეკლესია ადასტურებს, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ქორწინება აუცილებელია შემოქმედის გეგმისთვის მისი შვილების მარადიული დანიშნულების ადგილის მისაღწევად და ეს გახლავთ წმინდა წერილზე დაფუძნებული დოქტრინალური პრინციპი. ეკლესია ასევე ამტკიცებს, რომ ღვთის კანონი განმარტავს ქორწინებას როგორც კანონიერ კავშირს ქალსა და მამაკაცს შორის.

„მხოლოდ კანონიერად შეუღლებულ ქალსა და მამაკაცს შორის შესაძლოა დამყარდეს სექსუალური ურთიერთობები. ნებისმიერი სხვა ტიპის სექსუალური ურთიერთობები, მათ შორის ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის, ცოდვილია და ძირს უთხრიან ღვთიურად დაწესებულ ოჯახის ინსტიტუტს“ (“ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება“, General Handbook: Serving in The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, 38.6.13).

იქადაგეთ დოქტრინა სიყვარულით

2:3

ეკლესიის პოზიცია მორალთან დაკავშირებით უცვლელია. თუმცა იცვლება ერთი რამ, რაც მართლაც შესაცვლელია: ეკლესიის წევრები გაგებით და გააზრებულად უნდა მოეკიდონ საკუთარ ოჯახში, ეკლესიის წევრთა შორის თუ სადმე სხვაგან საკუთარი სქესის მქონე ადამიანთა მიმართ ლტოლვის მქონე პირებს“ (იხ. დალინ ჰ. ოუქსი, „რა უნდა შეიცვალოს“, ChurchofJesusChrist.org

ქორწინება არის ჩვენი ბედნიერებისთვის ღვთის გეგმის აუცილებელი ნაწილი. ქალსა და მამაკაცს შორის მარადიული ქორწინება აუცილებელია (გარკვეულ ეტაპზე) ჩვენს წინსვლაში ამაღლების მისაღწევად ანუ იმ მდგომარეობისა, რომელიც განიმარტება როგორც ისეთი ცხოვრებით ცხოვრება, რომლითაც ამჟამად ტკბებიან ჩვენი ზეციური მშობლები.

„ცელესტიალურ ბრწყინვალებაში არის სამი წოდების სასუფეველი ანუ სავანე; და უმაღლესი სასუფევლის მისაღწევად ადამიანმა უნდა მიიღოს მღვდლობის ეს წესი [იგულისხმება ახალი და მარადიული ქორწინების აღთქმა]; თუ იგი ამას არ იზამს, ამას ვერ მიიღებს. მას შეუძლია, შევიდეს სხვაგან, მაგრამ ეს იქნება მისი სასუფევლის დასასრული; მას არ ექნება ზრდა“ (მოძღვრება და აღთქმები 131:1- 4).