„რას ურჩევთ სექსუალურ იმპულსებთან დაკავშირებით“? საკუთარი სქესის მქონე ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები ( 2020)
„რას ურჩევთ სექსუალურ იმპულსებთან დაკავშირებით“? საკუთარი სქესის მქონე ადამიანების მიმართ ლტოლვა: ეკლესიის ხელმძღვანელები
რას ურჩევთ სექსუალურ იმპულსებთან დაკავშირებით?
სუფთა ცხოვრებით ცხოვრება
„ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში“? (1 კორინთელთა 3:16).
ჩვენი სხეული ღვთის ძღვენია. იგი სულს აძლევს იმის საშუალებას, რომ ფიზიკური სამყარო შეიცნოს. იგი ჩვენი პოტენციური ამაღლების გასაღებია. სხეულის დახვეწა ზეციერი მშობლების დამსგავსების მნიშვნელოვანი ნაწილია. დახვეწა საჭიროებს დროს, პრაქტიკასა და მოთმინებას, მაგრამ მარადისობის შედეგი მოაქვს ჩვენთვის.
ღმერთმა გვიბრძანა: „მოთოკე შენი ყოველი ვნება, რომ აღსავსე იყო სიყვარულით“ (ალმა 38:12).
უმანკოების კანონით ცხოვრება დიდი კურთხევების წყაროა. როგორც პრეზიდენტმა მარიონ გ. რომნიმ განაცხადა: „არ ვიცი იმაზე უფრო სანატრელი კურთხევები ვიდრე ისინი, რომლებიც სუფთა და კეთილშობილ ადამიანებს დაპირდნენ. იესო ლაპარაკობდა კონკრეტულ ჯილდოებზე სხვადასხვა კეთილშობილ თვისებასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე დიადი ჯილდო ელის, ჩემი აზრით, გულით სუფთებს, „რამეთუ ისინი“, - თქვა მან - „იხილავენ ღმერთს“ (მათე 5:8). და ისინი არა მხოლოდ იხილავენ უფალს, არამედ მის გარემოცვაში თავს შინ იგრძნობენ.
„აი … მხსნელის დაპირება: „დაე, მუდამ სათნოებით იყოს შემკობილი შენი ფიქრები; მაშინ გაძლიერდება შენი ნდობა ღმერთის გარემოცვაში“ ( (მ&ა 121:45)” (“უფლის ნდობა,” Ensign, მაისი 1979, 42).
სექსუალობა ადამიანის მნიშვნელოვანი ნაწილია, ასევე ვნების წყარო, რომელიც უნდა მოითოკოს. ამ ძლიერი გრძნობების მიუხედავად, არსებობენ უკანასკნელ დღეთა წმინდანები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად იცავენ უფლის მორალის კანონს.
ამ პირებმა გადაწყვიტეს, ეცხოვრათ უმანკო ცხოვრებით და თავი აერიდებინათ ყველაფრისთვის, რაც აკრძალულია. ამის გარდა, მათ განსაკუთრებული მსახურება გამოიჩინეს სხვების მიმართ, განსაკუთრებით ეკლესიის ფარგლებში. ისინი ამაში სიხარულს, კმაყოფილებასა და სიმშვიდეს ჰპოვებდნენ.
მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს
ბავშვებსა და ახალგაზრდებს სჭირდებათ მშობლებისა და სანდო ზრდასრული ადამიანების დახმარება, რათა ისწავლონ და გაიგონ სექსუალობა მის ღვთიურ ჩანაფიქრის ჭრილში: „შვილების სექსუალური განათლება მთლიანად მშობლებს ევალებათ. ამ თემაზე სახლში გულახდილად და უბრალოდ საუბარი დაეხმარება ახალგაზრდებს სერიოზული მორალური ცოდვებისგან თავის არიდებაში.
„იქ, სადაც სკოლებმა თავის თავზე აიღეს სექსუალური განათლება, მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ის მითითებები, რომლებიც ეძლევათ მათ შვილებს, შეესაბამება მორალს და ეთიკურ ფასეულობებს“ (“სექსუალური განათლება“, ზოგადი სახელმძღვანელო: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში მსახურება, 38.6.14).
ქორწინების მიღმა ექსპერიმენტები
ქორწინების მიღმა სექსუალური სახის ექსპერიმენტები სერიოზული ცოდვაა.
„უფლის უმანკოების კანონია:
-
ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობისგან თავის შეკავება ქალსა და მამაკაცს შორის ღვთის კანონის თანახმად.
-
ქორწინებაში ღალატი.
„ცოლსა და ქმარს შორის ფიზიკური ურთიერთობა ლამაზი და წმინდა უნდა იყოს. იგი ღმერთის მიერ არის დაწესებული შვილების გასაჩენად და ცოლ-ქმრული სიყვარულის გამოსავლენად.
„მხოლოდ კანონიერად შეუღლებულ ქალსა და მამაკაცს შორის შესაძლოა დამყარდეს სექსუალური ურთიერთობები. ღმერთის თვალში მორალური სისუფთავე ძალზედ მნიშვნელოვანია. უმანკოების კანონის დარღვევა ძალიან სერიოზულია (იხ. გამოსვლა 20:14; მათე 5:28; ალმა 39:5). ისინი, ვინც ამას სჩადიან, ბოროტად იყენებენ ღვთის წმინდა ძალას სიცოცხლის შესაქმნელად“ („უმანკოება და ერთგულება“, ზოგადი სახელმძღვანელო, 38.6.5).
„ღვთის კანონი კრძალავს ყოველგვარ მანკიერ საქციელს - ჰომოსექსუალურსა თუ ჰეტეროსექსუალურს. ეკლესიის ხელმძღვანელები მოძღვრავენ წევრებს, რომლებმაც დაარღვიეს უმანკოების კანონი. ხელმძღვანელები ეხმარებიან მათ, კარგად გაიაზრონ იესო ქრისტეს რწმენა, მისი გამოსყიდვა, მონანიების პროცესი და დედამიწაზე ცხოვრების აზრი. უმანკოების კანონთან შეუსაბამი საქციელი შეიძლება გახდეს ეკლესიის წევრობასთან დაკავშირებული თათბირის მიზეზი (იხ. [ზოგადი სახელმძღვანელო,] 38.6.5). მისი მიტევება შესაძლოა გულწრფელი მონანიებით“ („საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა და მათთან ურთიერთობა“, ზოგადი სახელმძღვანელო, 38.6.12).