ტრანსგენდერი
როგორ შემიძლია, მხარი დავუჭირო მას, ვინც თავს ტრანსგენდერად თვლის?


„როგორ შემიძლია, მხარი დავუჭირო მას, ვინც თავს ტრანსგენდერად თვლის“? ტრანსგენდერი: სხვების მხარდაჭერა (2020)

„როგორ შემიძლია, მხარი დავუჭირო მას, ვინც თავს ტრანსგენდერად თვლის“? ტრანსგენდერი: სხვების მხარდაჭერა

როგორ შემიძლია, მხარი დავუჭირო მას, ვინც თავს ტრანსგენდერად თვლის?

უხუცესი რონალდ ა. რასბანდი გვასწავლიდა, რომ ადამიანები, რომლებიც ტრანსგენდერის გრძნობებს განიცდიან, „უნდა მოექცნენ მხსნელის მკლავებში და იცოდნენ, რომ ისინი უყვართ. ისე ხშირად გვეძახის უფალი; იგი ელოდება, რომ ვიქნებით მისი მიმსალმებელი, მოსიყვარულე მკლავები. ჩვენ უნდა შევაგულიანოთ მათი მეგობრები, რომ იგივე გააკეთონ“ (“Jesus Christ Is the Answer” [Evening with a General Authority, Feb. 8, 2019]).

გენდერული შეუსაბამობის გრძნობებზე საუბარი შეიძლება რთული და დამაბნეველი იყოს. შეიძლება თქვენმა საყვარელმა ადამიანებმა არ იციან, როგორ დაგელაპარაკონ ამის შესახებ. ზოგჯერ შეიძლება თავი არაადეკვატურად იგრძნოთ. გინდაც ზოგჯერ არ იცოდეთ, როგორ უპასუხოთ იმ ბრძოლას, რომელსაც ვინმე გადის, თქვენ არ ინანებთ იმას, რომ გამოხატეთ მის მიმართ სიყვარული და გაგება.

თუ გადაჭარბებული რეაგირება მოახდინეთ ან ამბობთ იმას, რაზედაც მერე ინანებთ, არ გაიტეხოთ გული. შესაძლოა ეს თქვენთვისაც რთული აღმოჩნდეს. ეს არის საყვარელ ადამიანებთან საუბრის ერთ-ერთი მომენტი ცხოვრებაში. თუ გრძნობთ, რომ ბოდიში უნდა მოიხადოთ, ასეც მოიქეცით.

თუ დარდობთ ან მწუხარებას განიცდით იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტონი. იქნებ დარდობთ, რომ ის მომავალი, რომელიც თქვენი ოჯახისთვის წარმოიდგინეთ, ხელიდან გეცლებათ. მწუხარება დროის მომცველი პროცესია. (იხ. “Grief,” Gospel Topics, topics.ChurchofJesusChrist.org.)

პრეზიდენტმა ბონი ჰ. კორდონმა აგვიხსნა: „ჩვენ ყველას გვსურს აღიარება. ჩვენ გვსურს, ვიყოთ მნიშვნელოვანნი, ვახსოვდეთ და ვუყვარდეთ სხვებს. … ჩვენ შეგვიძლია განკითხვის გარეშე მოვისმინოთ და გვიყვარდეს, შევთავაზოთ დახმარება და იმედი სულიწმინდის ამოცნობის მითითების მეშვეობით. … ძლიერია თუ სუსტი ჩვენი ცხვარი, უხარია მას თუ წუხს, ჩვენ შეგვიძლია, დავრწმუნდეთ, რომ არცერთი არ გადავა გზიდან“ („Becoming a Shepherd“, Liahona, Nov. 2018, 74, 76).

ამობეჭდვა