ტრანსგენდერი
როგორ ვცე პატივი განსხვავებულობას?


„როგორ ვცე პატივი განსხვავებულობას?“ ტრანსგენდერი: სხვების მხარდაჭერა (2020)

„როგორ ვცე პატივი განსხვავებულობას?“ ტრანსგენდერი: სხვების მხარდაჭერა

როგორ ვცე პატივი განსხვავებულობას?

თუ გყავთ მეგობარი ან ოჯახის წევრი, რომელიც თავს ტრანსგენდერად თვლის, ილოცეთ ქრისტეს სიყვარულისთვის როდესაც ცდილობთ, მიჰბაძოთ მხსნელის მაგალითს და გიყვარდეთ ისინი. მცნება „გიყვარდეთ ერთმანეთი“ მოიცავს მათაც, ვინც სამყაროს თქვენგან განსხვავებულად აღიქვამს.

როგორც პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა გვასწავლა: „ცხოვრებაში არსებული ამდენი ურთიერთობებითა და ვითარებებით ჩვენ უნდა ვიცხოვროთ განსხვავებებთან ერთად. სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ არ უნდა უარვყოთ ან უარი ვთქვათ საკუთარ პოზიციაზე, მაგრამ როგორც ქრისტეს მიმდევრებმა ჩვენ მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ მათთან, ვინც არ იზიარებს ჩვენს ფასეულობებს ან არ იღებს სწავლებებს, რომლებსაც ეს ფასეულობები ეყრდნობა. ზეციერი მამის ხსნის გეგმა, რომელიც ჩვენ ვიცით წინასწარმეტყველური გამოცხადების წყალობით, გვაყენებს ისეთ მიწიერ ვითარებაში, როდესაც უნდა დავიცვათ მისი მცნებები. ეს გულისხმობს ჩვენგან განსხვავებული კულტურის ან მრწამსის მოყვასის სიყვარულს ისე, როგორც უფალს ვუყვარვართ. როგორც მორმონის წიგნის წინასწარმეტყველი გვასწავლიდა, ჩვენ უნდა წინ მივიწევდეთ, ’ღმერთისა და ყოველი ადამიანისადმი სიყვარულით’ (2 ნეფი 31:20)” („Loving Others and Living with Differences”, Liahona, ნოემბერი, 2014, 28).