ტრანსგენდერი
როგორ დავეხმარო ადამიანს, საკუთარი თავის მიმართ იგრძნოს სიყვარული, დაფასება და საჭიროება?


„როგორ დავეხმარო ადამიანს, საკუთარი თავის მიმართ იგრძნოს სიყვარული, დაფასება და საჭიროება?“ ტრანსგენდერი: სხვების მხარდაჭერა (2020)

„როგორ დავეხმარო ადამიანს, საკუთარი თავის მიმართ იგრძნოს სიყვარული, დაფასება და საჭიროება?“ ტრანსგენდერი: სხვების მხარდაჭერა

როგორ დავეხმარო ადამიანს, საკუთარი თავის მიმართ იგრძნოს სიყვარული, დაფასება და საჭიროება?

პრეზიდენტმა ჯინ ბ. ბინგამმა გაგვიზიარა: „ჩვენი მოყვასისადმი სიყვარულის გამოხატვისა და განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა ჩვენი გულუხვი აზრები და სიტყვები მათ მიმართ. … სიტყვებს გასაოცარი ძალა აქვს – როგორც აშენების ასევე ნგრევის. ჩვენ ალბათ ყველას გვახსოვს უარყოფითი სიტყვები, რომელთა გამოც ცუდად გვიგრძნია თავი და სხვა სიტყვებიც – სიყვარულით ნათქვამი, რომელთა გამოც სული იზრდებოდა. არჩევანი, სხვა ადამიანებს ესაუბრო მხოლოდ პოზიტიურად ან ისაუბრო პოზიტიურად მათ შესახებ, აძლიერებს და ამაღლებს ჩვენ ირგვლივ მყოფთ და ეხმარება მათ, მიბაძონ ქრისტეს“ („I Will Bring the Light of the Gospel into My Home”, „Liahona“, ნოემბერი, 2016, 6, 7).

და შერონ იუბენკმა აგვიხსნა, რომ ზოგიერთი ადამიანი არ გრძნობს თავს მიღებულად ან მიღების ღირსად: „ახალ აღთქმაში ვხედავთ, რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდა იესოს, რათა ყველა კატეგორიის ხალხთან დაემყარებინა კონტაქტი: კეთროვნებთან, მებაჟეებთან, ბავშვებთან, გალილეველებთან, მეძავებთან, ქალებთან, წარმართებთან, ცოდვილებთან, სამარიელებთან, ქვრივებთან, რომაელ მთავარსარდლებთან, მრუშებთან, ფარისევლებთან და რელიგიურად უწმიდურებთან“. თითქმის ყოველ მონათხრობში იგი მიდის ვინმესთან, ვინც ტრადიციულად არ იყო მიღებული საზოგადოების მიერ. … ეს ქრისტიანი მოწაფეებისა და უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ურყევი მოთხოვნაა – გამოამჟღავნონ ერთმანეთის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარული” („ქრისტე: სინათლე, რომელიც ბნელში ანათებს”, „ლიახონა”, მაისი, 2019, 74).