ტრანსგენდერი
რა შემიძლია გავაკეთო, რათა ქრისტესმიერი სიყვარული გამოვავლინო?


„რა შემიძლია გავაკეთო, რათა ქრისტესმიერი სიყვარული გამოვავლინო?“ ტრანსგენდერი: სხვების მხარდაჭერა (2020)

„რა შემიძლია გავაკეთო, რათა ქრისტესმიერი სიყვარული გამოვავლინო?“ ტრანსგენდერი: სხვების მხარდაჭერა

რა შემიძლია გავაკეთო, რათა ქრისტესმიერი სიყვარული გამოვავლინო?

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ „ყველანი გზის სხვადასხვა მონაკვეთზე ვიმყოფებით“. ჩვენ უნდა ვცნოთ ჩვენ ირგვლივ მყოფთა საჭიროებები. ყველა რაღაც ბრძოლას გადის. ზოგს მნიშვნელოვანი ბრძოლა აქვს, ჩვენ კი ამის შესახებ არაფერი ვიცით. ღმერთს ჩვენ ყველანი ვუყვარვართ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, დავინახოთ სხვები ქრისტეს თვალებით. ჩვენ არ უნდა „დავრთოთ ნება განკითხვას, გვიკარნახოს, როგორ მოვექცეთ სხვებს“. ცხოვრება „მარტო ჩვენი წინსვლა კი არა, არამედ სხვების წინსვლაში დახმარებაცაა“. „ჩვენ მოგვავლინეს იქ, სადაც ვართ, რათა გვიყვარდეს სხვები და ავამაღლოთ ისინი“.

იყო ქრისტეს მოწაფე ნიშნავს, რომ უნდა დავეხმაროთ სხვებს ამ გზაზე სიარულში. „იესო ქრისტეს სახარება არ განაცალკევებს ადამიანებს. ადამიანები განაცალკევებენ ადამიანებს. და ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ უნდა ვიყოთ მგრძნობიარენი და გვიყვარდეს ისინი, უნდა მივცეთ მათ ზრდისა და აყვავების საშუალება, რათა ისინი საკუთარი თავის უკეთეს ვერსიად იქცნენ. მათ აქვთ ნიჭი და უნარები, ასევე [პიროვნული თვისებები] რომლებიც საჭიროა ღვთის სასუფეველში“. როცა ადამიანები მოდიან ეკლესიაში, „მათ მაშინვე უნდა იგრძნონ მეგობრობა, სიყვარული, გამხნევება და შთაგონება“. და მაშინ ისინი კარიდან გავლენ და იქნებიან უფრო კარგი ადამიანები, „რადგან მათ იციან, რომ უფალს უყვარს ისინი“. [და მათ ეცოდინებათ], რომ ჰყავთ მეგობრები საკუთარ რწმენაში“ (Carol F. McConkie, “Lifting Others,” ChurchofJesusChrist.org).