„პროფესიონალთან კონსულტაცია სასარგებლოა მათთვის, ვინც ტრანსგენდერად თვლიან საკუთარ თავს ან მათი ოჯახებისთვის?“ ტრანსგენდერი: სხვების მხარდაჭერა (2020)
„პროფესიონალთან კონსულტაცია სასარგებლოა მათთვის, ვინც ტრანსგენდერად თვლიან საკუთარ თავს ან მათი ოჯახებისთვის?“ ტრანსგენდერი: სხვების მხარდაჭერა
პროფესიონალთან კონსულტაცია სასარგებლოა მათთვის, ვინც ტრანსგენდერად თვლიან საკუთარ თავს ან მათი ოჯახებისთვის?
თუ სირთულეები გაქვთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, პროფესიონალის დახმარება შეიძლება, დაგეხმაროთ, გაერკვეთ მდგომარეობაში და ჯანსაღად უპასუხოთ სირთულეებს. ცხოვრებისეულ სიტუაციებს ხშირად აქვს რამდენიმე ხელშემწყობი ფაქტორი და ამიტომ შესაძლოა, რთული გახდეს საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება. პროფესიონალ კონსულტანტს შეუძლია, გაგიწიოთ სასარგებლო დახმარება.
როცა საქმე ეხება სქესთან დაკავშირებულ საკითხებს, თქვენ დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიოთ თერაპევტი, რომელიც პატივს სცემს თქვენს ფასეულობებს და არ ცდილობს, თავზე მოგახვიოთ ერთი კონკრეტული შედეგი. თერაპევტი პატივს უნდა სცემდეს თქვენს უფლებას, დაადგინოთ თქვენი ფასეულობები და მიზნები საკუთარ ცხოვრებაში.
ასევე იხილეთ „Individuals Who Identify as Transgender“, General Handbook: Serving in The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, 38.6.23.