„მივეკუთვნები ეკლესიას როგორც მისი წევრი?“, ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება (2020)
„მივეკუთვნები ეკლესიას როგორც მისი წევრი?“, ტრანსგენდერი; საკუთარი თავის გაგება
მივეკუთვნები ეკლესიას როგორც მისი წევრი?
დიახ. ეკლესიის წევრებს სჭირდებით და უნდიხართ. თუ საკუთარ თავს ტრანსგენდერად აღიქვამთ, ჩვენ ვიცით, რომ თქვენ რთული გამოწვევების წინაშე დგახართ. თქვენ, თქვენი ოჯახი და მეგობრები ისევე იმსახურებთ ქრისტეს სიყვარულს, როგორც ნებისმიერი ღვთის შვილი და მათ უნდა მოექცეთ მგრძნობიარედ, კეთილად და თანაგრძნობით.
ეკლესია იმისთვის არსებოს, რომ „სრულ[ყოს] წმინდანები“ (ეფესელთა 4:12). წევრები ჯერ არ არიან სრულყოფილნი, მაგრამ ცდილობენ, უფრო დაემსგავსონ მხსნელს.
თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანები ყველანი ვერ შეძლებენ სიყვარულის, თანაგრძნობის ან მგრძნობიარობის სრულყოფილად გამოხატვას. დღევანდელ სამყაროში ძალიან ადვილია, იპოვო წყენა ან სხვას აწყენინო. მნიშვნელოვან გამოწვევებს შეუძლიათ, უნებლიე წყენის მიმართ მგრძნობიარენი გაგვხადონ უადგილო სიტყვების ან არასწორად გაგებული კომენტარების გამო. ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, ყველანი ვსწავლობთ და ვიზრდებით.