ტრანსგენდერი
როგორ შემიძლია, ჩემი წვლილი შევიტანო უფლის სასუფეველში?


„როგორ შემიძლია, ჩემი წვლილი შევიტანო უფლის სასუფეველში?“ ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება (2020)

„როგორ შემიძლია, ჩემი წვლილი შევიტანო უფლის სასუფეველში?“ ტრანსგენდერი: საკუთარი თავის გაგება

როგორ შემიძლია, ჩემი წვლილი შევიტანო უფლის სასუფეველში?

ღმერთი დაგვპირდა, რომ თუ დავემორჩილებით მის კანონებს, ჩვენ მარადიულ სიხარულს მოვიპოვებთ. იგი ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს. თუ საკუთარ თავს ტრანსგენდერად აღიქვამთ, შეგიძლიათ დადოთ პირობა ღმერთთან და შეასრულოთ იგი. თქვენ შეგიძლიათ იაროთ მის სინათლეში და მიიღოთ მონაწილეობა მის ეკლესიაში.

უხუცესმა დ. ტოდ კრისტოფერსონმა შენიშნა: „ყველას აქვს ძღვენი; ყველას აქვს ნიჭი; ყველას შეუძლია, ყოველ თაობაში შეიტანოს წვლილი ღვთიური გეგმის განვრცობაში. … მრავალი თქვენგანი ძალ-ღონეს არ იშურებს. და როცა თქვენ, ვინც ატარებთ მიწიერი ცხოვრების ყველაზე მძიმე ტვირთს, იმაღლებთ ხმას ღვთის გეგმის დასაცავად, მისი შვილების ასამაღლებლად, ჩვენ ყველანი მზად ვართ, მწყობრში ვიაროთ. ჩვენ დაჯერებულად ვმოწმობთ, რომ იესო ქრისტეს გამოსყიდვა ითვალისწინებს და საბოლოო ჯამში აუნაზღაურებს ყოველივე დანაკარგს მათ, ვინც შემობრუნდებიან მისკენ. არავინ არ არის წინასწარ განსაზღვრული, რომ მიიღოს იმაზე ნაკლები, რაც მამაზეციერმა მოუმზადა თავის შვილებს („რატომ დაქორწინება, რატომ ოჯახი“, Liahona, მაისი, 2015, 52).